გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ნაცმოძრაობაზე: ხელისუფლებაში იყვნენ და ტერიტორიების ოკუპაციას შეუწყვეს ხელი, ოპოზიციაში არიან და საქართველოს დეოკუპაციას ეწინააღმდეგებიან!

24-03-2024

"კოლექტიური ნაც-მოძრაობა, როგორც უპრეცედენტო ღალატის მოვლენა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და თან ისე, რომ აღარასდროს მიეცეს პოლიტიკური რეინკარნაციის საშუალება!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აქვეყნებს ამონარიდს ევრონესტის რეზოლუციის იმ ტექსტიდან, რომელსაც ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.


„რეზოლუცია - “მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, შეაჩეროს რუსული აგრესია და დაიცვას ევროპის უსაფრთხოება;


მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება უკრაინაში, უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა, მარიონეტები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან;


მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.


მიენიჭოს ევროკავშირს სადამკვირვებლო მისია, რომელიც შეუფერხებლად შეძლებს შესვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში თავისი მანდატის შესაბამისად;


მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც უკანონოდ არიან ოკუპირებულნი რუსეთის მიერ.”


სამაგიეროდ, დღევანდელი ოპოზიციის ღირსეულმა წინაპრებმა 2008 წელს მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციას - „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის


გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის

არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.”


ღალატი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვა კი არაფერია?! ხელისუფლებაში იყვნენ და ტერიტორიების ოკუპაციას შეუწყვეს ხელი, ოპოზიციაში არიან და საქართველოს დეოკუპაციას ეწინააღმდეგებიან! ამიტომაც, კოლექტიური ნაც-მოძრაობა, როგორც უპრეცედენტო ღალატის მოვლენა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და თან ისე, რომ აღარასდროს მიეცეს პოლიტიკური რეინკარნაციის საშუალება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930