დედაქალაქი

რატომ ააფეთქეს 1909 წელს არაგვის ერისთავის მიერ მე-17 საუკუნეში აგებული ხიდის ნაშთები თბილისში

NSP.GE

მე-19 საუკუნეში თბილისის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა.  თუ 1862 წელს ქალაქში 62.318 სული ცხოვრობდა, 1876 წლისთვის იგი 100 ათას სჭარბობდა. მოსახლეობის შესაბამისად მატულობდა ტრანსპორტიც.

1852-1853 წლებში აგებული ნიკოლოზისა და მიხეილის (ვორონცოვის) ხიდების ტრანსპორტისა და მგზავრთა გამტარუნარიანობა ქალაქის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

ამიტომ, XIX საუკუნის 80-იან წლებში  მტკვარზე ახალი ხიდების ასაგებად მუშაობა დაიწყო. 1884 წელს დამთავრდა ვერის ხიდის მშენებლობა.

ქალაქის ტერიტორიაში შემავალი მტკვრისპირა მიწების უმეტესი ნაწილი კერძო პირებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ცდილობდნენ, ესარგებლათ ხელსაყრელი შემთხვევებით და თავიანთ მიწის ნაკვეთში ნამდვილ ღირებულებაზე მეტი საფასური აეღოთ. როცა ჯერი მიდგა მუხრანის ხიდის აგებაზე, მიწის ნაკვეთების მეპატრონეებმა იმდენად დიდი ფასი მოითხოვეს, რომ ქალაქმა მისი გაღება ვერ შეძლო. ამის გამო 80-იან წლებში წამოჭრილი მუხრანის ხიდის მშენებლობის საკითხი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გადაიჭრა.

1908 წლის 9 ნოემბერს კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორ პატონის პროექტით საფუძველი ჩაეყარა მუხრანის ერთმალიან რკინის ახალ ხიდს. იგი უნდა აშენებულიყო XVII საუკუნეში არაგვის ერისთავის მიერ აგებული ხიდის ადგილას (მისი ნაშთები 1909 წელს ააფეთქეს ახალი ხიდის მშენებლობისას).

1911 წლის 24 აპრილს „тифлисский листок“ -ი წერდა, ხიდის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დამსწრეთა რიცხვი იმდენად დიდი ყოფილა, რომ მოსაწვევი ბარათები დაუწესებიათ.

ახალი ხიდის გახსნას დასწრებიან: მეფისნაცვალი, გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი, მეფისნაცვალის მოადგილე, ინფანტერიის გენერალი შატილოვი, სენატორი ვატაცი, საქართველოს ეგზარქოსი ინოკენტი, რომელიც ანჩისხატის ეკლესიიდან სასულიერო ლიტანიას მეთაურობდა, ქალაქის ინტელიგენცია და სხვა. ხიდზე გადასასვლელი ზონარი გაჭრა მეფისნაცვლის მეუღლემ, სტატ-დამამ ელისაბედ ანდრიას ასულმა... ხიდის ახლომახლო სახლებზე სადღესასწაულო დროშები იყო გამოფენილი. ამ დღისთვის საგანგებოდ გაუშენებიათ სკვერები, საღამოთი კი ქალაქის ილუმინაცია მოუწყვიათ.

 

თ.ბერიძის ნაშრომის მიხედვით

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232