რეტრო მედია

„ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ”

საქართველოში აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.

ამის შესახებ ნორლანდმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არის. არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განიხილავენ საკუთარ მომავალს მხოლოდ ერთი – ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის – ეკონომიკური, სამხრეთითაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ „აბრეშუმის გზაზე“, სატრანზიტო დერეფანზე, რომლის ნაწილად ყოფნის სურვილი, ვფიქრობ, ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმში თუ გუდაუთაში ცხოვრობენ. ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მაშინб როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო–ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი  დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი  თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები, მაგრამ გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით’’, – განაცხადა ნორლანდმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართელო ამას მოახერხებს.

 

frontnews.ge

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ვალერი გელბახიანი: თუ არაფერი შეიცვალა რევოლუციისკენ წავალთ
გია ხუხაშვილი: ციანიდის საქმეზე ბევრი შეცდომა დაუშვა
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს“
კორნელი კაკაჩია: სახელმწიფოს სურს, საპატრიარქოს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს...
ნანა დევდარიანი: აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია
სერგო რატიანი: ირაკლი შოთაძემ პასუხი უნდა აგოს
პეტრე მამრაძე: ქართველი მეცნიერები ეკლესიასთან კონკორდატის დადებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ
იგორ კვესელავა: ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის და ამაში „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს ვხედავ
ნანა კაკაბაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების საკითხი დასვა პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს
გიორგი ახვლედიანი: ოპოზიცია გაერთიანებას არ ჩქარობს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

184.73.66.157