რეტრო მედია

„კავკასიონზე არსებული 43 გადმოსასვლელიდან 25 რუსების ხელში გადავიდა, სომხური მოტომსროლელი ბრიგადა კი საქართველოს სიღრმეშია შემოსული“

 

 

რა ხდება საქართველოს საზღვრებზე, ვინ დაეპატრონება დაცლილ სოფლებს, ვისი ჩამოსახლება იგეგმება ლაზიკაში? - ამ თემებზე „ახალ თაობას“ დამოუკიდებელი ექსპერტი სასაზღვრო საკითხებში გელა ხუციშვილი ესაუბრება.

 

- თქვენ წლების განმავლობაში იყავით სასაზღვრო ძალების სარდლის მოადგილე და დიდხანს მუშაობდით სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე. ახლა ეს საკითხი გაჩერებულია. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

 

- საზღვრებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. უამრავი ობიექტური მიზეზის გამო საზღვრების თემა უყურადღებოდ არის მიტოვებული. დღეს მთავარი ყურადღება ოკუპაციის საკითხზეა გადატანილი.

 

- ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია...

 

- არ ვდავობ, მაგრამ საკითხს ცოტა სხვანაირად უნდა მივუდგეთ. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებული მავთული და ის არ უნდა გავაიგივოთ სახელმწიფო საზღვართან. ჩვენ გაეროს მიერ ცნობილი ვართ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ტერიტორიების სივრცეში. სახელმწიფო საზღვრებად უნდა ავიღოთ ეს მოცემულობა. ამიტომ, ოკუპაცია კი არ უნდა ვთქვათ, არამედ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ამა თუ იმ მონაკვეთზე. ერთი რამე უნდა გავითავისოთ და ევროაზიურ და ევროატლანტიკურ კავშირებზე ფიქრს შევეშვათ. საქართველოს არ უნდა ჰყავდეს მუდმივი მტრები და მეგობრები. მას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები. მინდა ვკითხო ქართველ პოლიტიკოსებს, რა არის საქართველოს მუდმივი ინტერესები? მთავარია ტერიტორია, რასაც მეზობელი ქვეყნები მუდმივად გვედავებიან. დავკარგავთ ტერიტორიას, აღარ ვიქნებით ერი და ვიქნებით ეროვნება. ასეთ დღეში არიან ჩავარდნილი დღეს ქურთები, ასირიელები და უამრავი სხვა ერი. ისინი ოდესღაც ძალიან დიდი სახელმწიფოების მფლობელები იყვნენ. მე თუ მკითხავთ, საქართველოს აეროპორტებსა და პორტებში უნდა დაიდგას ფეხის საფხეკები.

 

- ეს რა საჭიროა?

 

- აქედან რომ გადის ადამიანი, მტვრადაც რომ არ გაიტანოს საქართველოს მიწა. ახლა ქართული მიწა უმოწყალოდ გადადის სხვათა და სხვათა ხელში. გლეხებს დასაქმების ერთადერთი საშუალება აქვთ - მიწა, რაც მათ ხელში აღარ არის. დაფიქრება გვმართებს, ან ვიღაც უგუნური, ან ძალიან ჭკვიანი გვიცლის სოფლებს.

 

- თქვენ ფიქრობთ, რომ სოფლებს თავისი ნებით კი არ ტოვებს ხალხი, არამედ მათ იქიდან მიზანმიმართულად უშვებენ?

 

- ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სოფლები დაიცალოს. ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ქართველებით დასახლებული სოფლების დაცლაზე ამახვილებენ. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის ყველა სოფლის დაცლა მტკივნეულია და მნიშვნელობა არ აქვს, მისი მცხოვრებლები რომელ ეროვნებას წარმოადგენენ. მიწის გაყიდვამ ისეთი სახე მიიღო, იმის შიშიც გამიჩნდა, რომ ხევსურეთშიც კი გაიყიდება მიწა.

 

- ხევსურები თავიანთ მიწას ვინმეს მიჰყიდიან?

 

- ახლა არა. აბა, ვინმე დედიმისის შვილია და პირიქითა ხევსურეთში მიწას ხელი დაადოს. მართალია, იქ აღარ ცხოვრობს ხალხი, მაგრამ ხევსურები ამ ამბავს შეეწირებიან და არ დათმობენ. ხვალ ეს მიწა მათ საკუთრებაში გადავა. გავა პერიოდი და მისი შვილი ან შვილიშვილი გაყიდის. მაშინ მართლა დავიღუპებით და დავიქცევით. ხევსურეთის თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. სოფელ ფიჭვების დაკარგვა ჩემთვის დღემდე მოუნელებელი ტკივილია.

 

- ამ სოფლის დაბრუნება არ შეიძლება?

 

- სამწუხაროდ, მისი დაბრუნების პერსპექტივა არ ჩანს. არღუნისა და არაგვის შესართავიდან 1.500 მეტრი იყო საქართველოს საზღვარი. მავანმა და მავანმა 1999 წლის 19-20 მაისში ოქმს მოაწერა ხელი ისე, რომ ადგილზე დათვალიერება არ უწარმოებია. დაფიქსირდა, რომ მიჯნა საზღვრებს შორის გადიოდა 750 მეტრზე. ეს თითქოს არაფერია, მაგრამ პერიმეტრზე ამან 10 კილომეტრი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მოწყვლადი ადგილი - გადასასვლელი ასას ხეობაში, რომელიც მანამდე არ კონტროლდებოდა. ამიტომაც იყო ის რუსებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. მწარედ მახსოვს, როცა ჩვენი მესაზღვრეები მავანთა სისუსტის გამო უკან წამოვიდნენ, რუსებმა ცინიკურად გვითხრეს, რამდენი უკან დაიწევთ, იმდენს ჩვენ დავიკავებთ საზღვრის მონაკვეთებსო. ასე შეიძლება რუსები დათვისჯვრის უღელტეხილამდე მოვიდნენ.

 

- ამბობენ, ანატორს მოადგნენ და ჩვენი საგუშაგოდან რუსი მესაზღვრეების დანახვა ჭოგრიტის გარეშე შეიძლებაო...

 

- იქვე არიან და, კაცმა არ იცის, როდის გადაწყვეტენ აქეთ გადმოსვლას. ასეთივე მძიმე ვითარებაა თრუსოს ხეობასა და მლეთის ზედა გადასასვლელებზე. მწვერვალებზე რა ხდება, საერთოდ არ ვიცით. საზღვრების დადგენას ვინ ჩივის, დღემდე საქართველომ ვერ გაარკვია, რომელი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა.

 

თუ პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეები ვართ, მაშინ იმ შეთანხმებით უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც საქართველომ 1920 წელს გააფორმა რუსეთთან. თუ მეორე რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეები ვართ, ამ შემთხვევაში 1937 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს.

 

- მთავარი ყურადღება რუსეთის მიმართულებას ეთმობა, მაგრამ არც სხვა მეზობლებთან გვაქვს საზღვრები დადგენილი. სომხეთთან და აზერბაიჯანთან რა ვითარება გვაქვს?

 

- აზერბაიჯანთან საზღვრების თემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ მდინარე ალაზანი გვიქმნის პრობლემას. ათასჯერ დავაყენეთ საკითხი, რომ ალაზანზე საზღვარი სწორად არ არის გავლებული. თუ ჩვეულებრივი მდინარეა, აიღება მისი ღრმა წერტილები, დაიდგმება იქ ნიშნულები. მერე მდინარემ როგორც არ უნდა შეიცვალოს კალაპოტი, საზღვარი უცვლელი რჩება. დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა, როცა ალაზანი გამყოფ მდინარედ ჩათვალეს. ერთ დღესაც ალაზანი გადმოვარდა აქეთა მხარეს (ვინ შეუწყო ამას ხელი, ეს მეორე საკითხია) და ერისიმედი აღმოჩნდა იქითა მხარეს.

 

გავიხედოთ, რა ხდება წითელ ხიდთან. ვალერი ჩხეიძის დროს 7 კილომეტრის დელიმიტაცია მოვახდინეთ. მითხრას ვინმემ, რატომ დგას ბაბაქარის ქედზე სომხეთის მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც საქართველოს სიღრმეშია შემოსული.

 

- ყველაზე რთული ვითარება რომელ მიმართულებაზეა?

 

- ყველაზე მწვავედ საქმე აჭარის რეგიონშია.

 

- მანდ ხომ დადგენილი იყო სახელმწიფო საზღვარი?

 

- ერთადერთი ეს მონაკვეთი იყო, სადაც სახელმწიფო საზღვარი დადგენილი იყო. ამიტომაც არის ჩემთვის ბევრი რამე გაუგებარი. ვერ ვიგებ, რატომ ხდება მიწების გადაცემა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობის ხელოვნური გაზრდა. საზღვრის დადგენა ვახსენეთ და მინდა, მოწიწებით გავიხსენო დიდებული კაცი, ჯანსუღ კეკელია, რომლის ცოდნის გამოყენებაც არ მოხდა. ის ჩვენი საზღვრების უბადლო მცოდნე გახლდათ. ამ საქმეში სპეციალისტები აღარ გვყავს. ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც კიდევ რაიმე გაეგება. მეც რომ წავალ, მერე დამთავრდება ეს ამბავი.

 

- რატომ უნდა დამთავრდეს, დოკუმენტები ხომ არსებობს?

 

- ქაღალდებზე და ინტერნეტში რაც იწერება, ყველაფერი ექვემდებარება გასწორებას. მეხსიერებით რასაც ატარებ, ეს სულ სხვაა. როდესაც საზღვრებზე მიდის საუბარი, მთავარი ყურადღება სახმელეთო საზღვარს ეთმობა. საქართველოში აღარავის ახსოვს, რომ ჩვენ საზღვაო საზღვარიც გვაქვს. სახმელეთო საზღვრისა არ იყოს, აქაც კატასტროფული ვითარებაა.

 

- ზღვაზე რა ხდება?

 

- კატასტროფა ხდება. საქართველო ერთადერთი საზღვაო ქვეყანაა, რომელსაც კონტინენტური შელფი თავის სივრცეში არ ჰყავს შეტანილი. ეს არის 7.000 კვ.კმ. არადა, კონტინენტური შელფი ჩვენთან დაბალია.

 

- ეს რამეს ცვლის?

 

- ბევრ რამეს. იქ, სადაც შელფი დაბალია, მზის სხივი აღწევს და ძალიან მდიდარია ზღვის მცენარეებით. შესაბამისად, უზარმაზარი ბიორესურსებით არის სავსე. გეკითხებით, ვისა აქვს საქართველოში თევზჭერაზე გადაცემული ექსკლუზიური უფლება? რატომ უნდა იყოს ეს სფერო თურქების ხელში, როცა ჩვენი პორტები საოკეანო ლაინერებით იყო სავსე. სად გაქრა ეს ყველაფერი. ყველაფერზე ხელი ავიღეთ. საფრთხე კი არ გველოდება, ის დიდი ხანია, რაც თავს დაგვატყდა. ქვეყნის შიგნით ყველაფერს მოევლება, მაგრამ, საზღვრები ახლავე თუ არ გავმიჯნეთ, მათ აღარაფერი ეშველებათ. ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული ჩაიდინეს, როცა დაანგრიეს სასაზღვრო უწყება და ის პოლიციის დანამატად გადააქციეს.

 

- ამ რეფორმაზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა თქვენ სასაზღვრო ძალების სარდლის მოადგილე იყავით. მაშინ თქვენც უჭერდით ამ იდეას მხარს...

 

- რეფორმა დავიწყეთ მე და ვალერი ჩხეიძემ. მოვინდომეთ, რომ პოლიციური სისტემა შეგვექმნა. მაშინ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი.

 

- რა მიზეზები?

 

- სამართალდამცავი სტატუსის შეძენის შემთხვევაში ევროპიდან მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას მივიღებდით. შემდეგ თავად ევროპაში შეიცვალა ვითარება. სასაზღვრო რეჟიმებს ამკაცრებენ. ჩვენ გარშემო არსებული სახელმწიფოები ცეცხლის ალშია გახვეული. სასაზღვრო უწყებაში სამხედრო კომპონენტის შემოტანა უკვე აუცილებელი გახდა. სახელმწიფო საზღვრები პრიორიტეტული უნდა იყოს.

 

- ახლა არ არის პრიორიტეტული?

 

- არსებობს სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისია. რომელსაც ივერი მრელაშვილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ, აბა ერთი ვნახოთ, ბოლოს როდის ჩაატარა კომისიის სხდომა. ადრე ეს კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა. ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა. ამ კომისიის წევრების შეცვლა არ შეიძლება. რუსეთში კომისიის წევრი ერთადერთ შემთხვევაში იცვლება, თუ ის გარდაიცვალა. ამიტომაც არის, რომ ისინი საზღვრებზე არსებულ ვითარებას სრულყოფილად ფლობენ.

 

ჩვენ გარე საფრთხეებისგან მხოლოდ მკვეთრად გამიჯნული საზღვრები დაგიცავს. სასაზღვრო უწყებაში შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ დღეს, მაგრამ პროფესიონალიზმი აკლიათ. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და აქ სასაზღვრო უწყებაში ნამდვილი პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ.

 

- კავკასიონზე არსებული გადმოსასვლელებზე რა ხდება? ადრე თქვენ გვითხარით, რომ რუსებმა მნიშვნელოვანი მიმართულებები ჩაიგდეს ხელში. ამ მხრივ ვითარება ხომ არ შეცვლილა?

 

- უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეცვლილა. აქ სრული კატასტროფა ხდება. კავკასიონის ქედზე 43 გადმოსასვლელი-უღელტეხილია. თავად კავკასიონის ქედი არის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი გამყოფი. 43 უღელტეხილიდან 25 სრულად არის გადასული რუსების კონტროლის ქვეშ. ცოტა ხნის წინ ყველა მათგანს ჩვენ ვაკონტროლებდით.

 

- ამ უღელტეხილებს რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს?

 

- ჩვენთვის ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აქაც არის კატეგორიები. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ზოგი მათგანი 3 თვეა მარტო ღია, ზოგიც - 4. მამისონი და მარუხი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარუხის უღელტეხილის დასაკავებლად, რომელიც კოდორის ხეობაშია, გერმანიამ თავის დროზე „ედელვაისის“ ჯარები მიაწყვიტა. მამისონის უღელტეხილი რუსებს 2008 წლის ომის დროს გადაეცა. ეს არის სამშობლოს ღალატი და ამის გამკეთებლები ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯონ.

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184