ქართული პრესა

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება თავს კარგად გრძნობს. მთავრობამ არაერთხელ დადო ქამრების შემოჭერის პირობა, მაგრამ ცდუნებას ვერცერთხელ ვერ გაუძლო.

 

მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ შვიდმა სამინისტრომ 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა. საუბარია ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და დიასპორის სამინისტროებზე. „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, 9 თვეში 7 სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა 5.113.327 ლარი შეადგინა.

 

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 9 თვის განმავლობაში მხოლოდ შტატიანი 221 თანამშრომლისთვის გაცემულმა ხელფასმა, რომელშიც მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოც შედის, 2.839. 968 ლარი შეადგინა, 120 უშტატო თანამშრომლის ხელფასი კი 1.297.342 ლარით განისაზღვრა. ამას ემატება 120 უშტატო თანამშრომლისთვის მიცემული პრემია, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, 463.514 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯს, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხის ოდენობა საჯარო ინფორმაციაში დასახელებული არ არის, - განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

 

დიმიტრი ბიძინაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრომ 9 თვეში პრემია-დანამატებზე 777.559 ლარი დახარჯა. აქედან პრემიაზე 116.250 ლარი წავიდა, დანამატებზე კი - 661.309. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 147.554 ლარით განისაზღვრა. მინფრასტრუქტურის სამინისტროში პრემია-დანამატებზე 1.101.433 ლარი დაიხარჯა. აქედან პრემიაზე 503.120 დაიხარჯა, დანამატზე - 598.313. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 60.478 ლარით განისაზღვრა. პრემია-დანამატების გარეშე არც დავით სერგეენკოს უწყება დარჩენილა. ჯანდაცვის სამინისტროში 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით 1.086.760 ლარი გაიცა. აქედან პრემიაზე 819.705 დაიხარჯა, დანამატზე - 267.055 ლარი.

 

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 145.478 ლარი გამოიყო.

 

დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პრემია-დანამატებზე ინფორმაცია არ მოვიდა, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი კი 523.120 ლარით განისაზღვრა. დიასპორის სამინისტრომ პრემია-დანამატებისთვის 266.758 ლარი დახარჯა. აქედან პრემია - 199.658, ხოლო დანამატი - 27.100. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 169.465 გამოიყო.

 

ყველაზე სერიოზული შედეგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. 9 თვის განმავლობაში აქ პრემია-დანამატებზე 47.046.347 ლარი დაიხარჯა. პრემია 4.624.486 ლარით არის განსაზღვრული, დანამატი - 42.421.861 ლარით. სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა 4.067.232 შეადგინა.

 

კვლევის შედეგებით „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე გაოგნებულია. ის ორგანიზაციის სახელით ხელისუფლებასაც მიმართავს და პრემია-დანამატების გაცემის აკრძალვას კანონის დონეზე ითხოვს.

 

- უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ არ არსებობს რეგულაციები პრემია-დანამატების გაცემის შესახებ. მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ჩინოვნიკების მადას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, სამთავრობო ხარჯები არ იკლებს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში, რათა ამ მიმართულებით მოხდეს ჩანაწერის გაკეთება საკანონმდებლო დონეზე. უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია - დანამატის გამოწერა ისჯებოდეს კანონით, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში დიმიტრი ბიძინაშვილი. მისი თქმით, ინიციატივა ხისტია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს.

 

- უკანასკნელმა პერიოდმა გვანახა, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა, მიუხედავად აუდიტის სამსახურის დასკვნებისა, მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული პოზიციისა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა ხისტი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე პრემია დანამატების-გაცემის გაცემას უზრუნველყოფს, - ამბობს „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე.

----------------

 

ამ დღეებში მთელი საქართველო შეძრა თბილისის მერიის საოცარმა ინიციატივამ, რომელიც დახვეწილობის კურსებთან იყო დაკავშირებული. ერთდღიანი დუმილის შემდეგ დედაქალაქის მერმა ამ საკითხზე განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. დავით ნარმანიას განმარტებების პარალელურად, მედიატორმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენს ხარჯავს დავით ნარმანიას უწყება თვეში სარესტორნო მომსახურებაზე.

 

- დედაქალაქის მერიამ 2016 წლის იანვრიდან დღემდე სარესტორნო ხარჯებისთვის 513.318 ლარი გამოიყენა, რაც თვეში დაახლოებით 47.000 ლარამდეა. რა გამოდის ახლა, მერიას 500.000 ლარზე მეტი რესტორანში ისე აქვს დახარჯული, რომ თანამშრომლებმა დანა-ჩანგლის ხმარება ვერ ისწავლეს და ამისთვის კიდევ ტენდერი გამოცხადდა, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს? აშკარაა, მერია დაგვცინის! - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189