რეტრო მედია

”დუმის” მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

ქართველი დედისგან ქართული ცეკვის, დღესასწაულებისა და თამადობის სიყვარული ერგო, აფხაზი მამისგან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება.

სოხუმში დაბადებულმა და ბათუმში გაზრდილმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ოთარ არშბამ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში, 2,5 მილიარდიანი ქონებით, მეცხრე პოზიცია დაიკავა. რუსული ”ფორბსის” თანახმად კი მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება.

მოსკოვში მცხოვრები ოთარ, იგივე თენგიზ არშბა, რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატია. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია ”ტვ მოსტის” 50%-ის.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2007 წლისთვის ოთარ არშბა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, რომელმაც სამი წლის განმავლობაში, სამ მილიონ რუბლზე მეტი გამოიმუშავა. მიმდინარე წელს კი ის ყველაზე მდიდარი დეპუტატია სვერდლოვსკის ოლქიდან.

59 წლის ოთარ არშბა სოხუმში, აფხაზი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. კითხვაზე, ვინ ხართ ეროვნებით, არშბა პასუხობს, რომ რუსეთის მოქალაქეა.

”დედისგან ცეკვისა და ლამაზი დღესასწაულების, თამადობის სიყვარული მერგო, მამისკან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება. ვფიქრობ, რომ ამ ორი კულტურის შერწყმამ სასურველი შედეგი გამოიღო”, - აცხადებს არშბა.

ბავშვობის წლები ბათუმში გაატარა, ზაფხულობით კი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ აფხაზეთს და არდადეგებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში ატარებდა. მკაცრი აფხაზი ბებია შვილიშვილს ყოველდღე შეშის ჩეხვასა და საქონლის მოვლას ავალებდა. სწორედ ბებიას უმადლის ოთარ არშბა, რომ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავა შრომის სიყვარული.

ბათუმის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ არშბების ოჯახი საცოხვრებლად მოსკოვში გადაბარგდა, ახალგაზრდა ოთარი კი მამის კვალს გაჰყვა - სწავლა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკ/КГБ) გააგრძელა.

სუკ-ის თანამშრომელი ძალიან ადრეულ ასაკში ”გავიდა პენსიაზე” - 1994 წელს ოთარ არშბამ ახალი პოროფესია აირჩია და მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავრა. ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ, მან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალიზება დაიწყო. 2003 წელს ოთარ არშბა რუსეთის დუმის დეპუტატად აირჩიეს პარტია ”ერთიანი რუსეთიდან”. 2007 წლიდან მეხუთე მოწვევის რუსეთის პარლამენტის დეპუტატია.

დროთა განმავლობაში, პოლიტიკოსის კარიერის პარალელურად, ოთარ არშბა თავის პირვანდელ პროფესიას - ეთნოკონფლიქტოლოგის სპეციალობას დაუბრუნდა და ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებზე მუშაობა დაიწყო.


რუსეთის დუმის მილიარდერი დეპუტატის სახელი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, ”ევრაზჰოლდინგთან”. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, ”ევრაზ ჯგუფი” (ყოფილი ”ევრაზიაჰოლდინგი”) მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, ”ევრაზ ჯგუფის” ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც.

დუმის დეპუტატობასთან ერთად, ოთარ არშბა დღემდე კვლავ რჩება ”ევრაზ გრუპის” დირექტორთა საბჭოს წევრად.

რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე ”სახალხო აფთიაქის” და ყოფილი ”სახალხო ბანკის”, ამჟამად კი ”ლიბერთი ბანკის” აქციების გარკვეული წილი.

სხვადახვა წყაროების თანახმად, მარინა ზენაიშვილს ეკუთვნის ბათუმის მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრიც, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

სუკ-ის ყოფილ თანამშრომელსა და პროფესიით ოფთალმოლოგ მარინა ზენაიშვილს 25-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. ჰყავთ ორი ვაჟი და ერთი გოგონა. როგორც თავად ოთარ არშბა ამბობს, ოჯახი მისთვის ერთადერთი საყრდენია, რომელიც ძალასა და სტიმულს მატებს. ბიზნესის გარდა, ცოლ-ქმრის საერთო გატაცება შინაური ცხოველებია - არშბების ოჯახი 7 კატასა და სამი ძაღლის პატრონია. თავად ოთარ არშბას კი მუსიკის, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის სფეროში პროდიუსერობა იზიდავს. თუმცა მის ყველაზე დიდ გატაცებად სპორტი, უფრო მეტად კი ფეხბურთი რჩება.

სპორტის ეს სახეობა მისი ბავშვობის ყველაზე დიდი გატაცება იყო. 8 წლისა ”დინამოს” ბავშვთა კლუბში აიყვანეს, რამდენიმე წელიწადში კი ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა. არის სპორტის ოსტატის კანდიდატი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. თუმცა, როდესაც არჩევანის წინაშე დადგა - ფეხბურთი თუ კარიერა, ოთარმა მამის გზა აირჩია, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კგბ-ს წარმომადგენელი იყო.

 

 

bpn.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232