რეტრო მედია

ექსკლუზიური ინტერვიუ დონეცკელ ბოევიკთა მეთაურ „გივი"-სთან

მიხეილ ტოლსტიხი – იგივე „გივი", დონბასში მოქმედი პრორუს სეპარატისტთა შეიარაღებული დაჯგუფება „სომალის" მეთაურია. ის წარმოშობით დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკიდანაა, 34 წლისაა და წოდებით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯარების ვიცე პოლკოვნიკია. მეუღლე და შვილები არ ჰყავს, ამბობს, რომ ჯერ პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლის, კონფლიქტამდე ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ ქალაქ ილოვაისკში.

პრორუს სეპარატისტებს შორის სახელი გაითქვა სლავიანსკთან, ილოვაისკში და დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლებში უკრაინული ჯარების წინააღმდეგ. 1998–2000 წლებში მსახურობდა უკრაინულ ჯარებში და დღეს, იქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თვითონ ჰყვება უკრაინული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში იყენებს. საომარ მოქმედებებში მონაწილეობს 2014 წლის 1 მაისიდან, როცა ის სლავიანსკში, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის იგორ გირკინის იგივე "სტრელკოვის" შეიარაღებულ დაჯგუფება "სევერს" შეუერთდა. მისი დონეცკიდან გაძევების შემდეგ იბრძვის, როგორც დამოუკიდებელი შეიარაღებული ფორმირება ე. წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დროშის ქვეშ. სხვა ბოევიკებისგან განსხვავებით ხშირად ხვდება ჟურნალისტებს და ღიად პასუხობს მათ შეკითხვებს.

ჩვენი ინტერესი გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ თავიდან მისი სახელიდან გამომდინარე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მისი ქართული წარმომავლობის შესახებ. ამ და სხვა ჩვენთვის საინტერესო საკითებზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ რეპორტიორი „გივის“ მის მშობლიურ ქალაქ ილოვაისკში შეხვდა, რომელსაც პრორუსული ძალები აკონტროლებენ.



– მოგესალმებით მიხეილ სერგეის ძევ, ჩვენ წარმოვადგენთ საინფორმაციო სააგენტო "NEWSPRESS" – ს საქართველოდან...
-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითველებს.
– გთხოვთ გავეცნოთ ქართველ მკითხველს, ვინ არის „გივი" ქართული სახელით?
- მე ვარ მიხელი ტოლსტიხი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული დანაყოფ „სომალის" მეთაური. ჩემი მეტსახელია „გივი," წოდებით ვარ ვიცე-პოლკოვნიკი, ხოლო საომარ მოქმედებებში ვმონაწილეობ 2014 წლის მაისიდან, ანუ სლავიანსკის ბრძოლებიდან..
– რატომ აირჩიეთ მეტსახელად „გივი"?
– მეტსახელი "გივი" ავირჩიე ჩემი დიდი ბაბუის საპატივცემულოდ. ის ქართველი იყო, გივი ერქვა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო.
– კითხვას, რომ თქვენ ქართული წარმომავლობა გაქვთ, ნაწილობრივ უკვე გაეცით პასუხი, თუმცა საინტერესო იქნებოდა უფრო კონკრეტულად...
– ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ და არაერთხელ მითქვამს მე არა ვარ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ ქართული ფესვები მაქვს, როგორც გითხარით ჩემი დიდი ბაბუა იყო ქართველი ის თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცი ახლა იმ ქუჩას სახელი გადარქმეული აქვს და არ ვიცი დღეს როგორ იწოდება. ჩემი ინფორმაციით, ის სახლიც აღარ არის უკვე სამწუხაროდ, სადაც ბაბუა ცხოვრობდა.
– ნამყოფი თუ ხართ საქართველოში, ან თუ გაქვთ კავშირი ნათესავებთან?
– ვერ მოგატყუებთ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა საქართველოში ნამყოფი არა ვარ და არც ჩემი დიდი ბაბუის ნათესავებთან გვაქვს კავშირი..
– ქართულად თუ ლაპარაკობთ ან თუ გესმით და რა დონეზე?
– ქართული ენას არ ვფლობ, მაგრამ რაღაც სიტყვები მესმის, ამიტომ ქართულის ცოდნით თავს ნამდვილად ვერ შევიქებ.... (იცინის)
– ვრცელდება ინფორმაცია რომ თქვენს შენაერთში ქართველებიც იბრძვიან; რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ჩვენს რიგებში არიან ქართველებიც და არაერთი, როგორც ჩემთან, ასევე სხვა შენაერთებშიც. არიან თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც და ვაჟკაცურად იბრძვიან ჩვენს გვერდით. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, შარშან, აგვისტოში აეროპორტთან შეტაკებების დროს დაიღუპა. გვყავდა ქართველი დაჭრილიც, რომელიც სამკურნალოდ როსტოვში გადავიყვანეთ და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჩვენს გვერდითაა და მამაცურად იბრძოდა დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს.
– შეგიძლიათ დამიდასტუროთ ის ფაქტი, რომ თქვენს რიგებში აფხაზები და ოსებიც იბრძვიან?
– კი ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენს რიგებში არიან მებრძოლები, როგორც სამხრეთ ოსეთიდან ასევე აფხაზეთიდან. მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარიცაა.
– თქვენი აზრი მაინტერესებს საქართველოზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას...
– მე არ მინდა ვაწყენინო ბაბუაჩემის თანამემამულეებს. ჩემი აზრით საქართველო არა იმდენად უჭერს მხარს ამ ომში უკრაინას, რამდენად ის რუსეთის წინააღმდეგაა განწყობილი. ქართველები დიდი ერია, მაგრამ ისინი უბრალოდ დაარწმუნეს, რომ ყველაფერ უბედურებაში რუსეთია დამნაშავე და ამიტომაც რუსეთს უპირისპირდებიან. 
-საინტერესო იქნება თქვენი შეფასება უკრაინის ხელისუფლებაში ქართველების დანიშვნასთან დაკავშირებით...
-ის რომ უკრაინელები ქართველებს ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე ეს მათი საქმეა. ქართველები ნიჭიერი ხალხია, თუმცა უბრალოდ საწყენია, რომ არასწორ პოზიციაზე არიან, როცა უკრაინის ხელისუფლების გვერდით დგანან და არა სამართლიანობის გვერდით. მე პატივს ვცემ ქართველებს, საქართველოს, მაგრამ მათი მხრიდან უკრაინის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა არასწორი პოზიციაა. ქართველები უბრალოდ არ უნდა აყვნენ ემოციებს და სწორი მიმართულებით იფიქრონ. რაც შეეხება ქართველი მინისტრების დანიშვნას უკრაინის მთავრობაში, ეს სულაც არ გამკვირვებია, არც ის გამიკვირდება თუ ახლო მომავალში უკრაინის პრეზიდენტი შავკანიანი იქნება მე რასისტი ნამდვილად არა ვარ სხვანაირად არ გამიგოთ. 
– რას იტყვით იმ ქართველებზე ვინც ოფიციალური კიევის მხარეზე იბრძვიან?
– მე იმ ქართველებს მინდა მოვუწოდო, რომლებიც უკრაინის მხარეზე ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან, დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიხედონ. თქვენი ეკონომიკა არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, მის აღდგენას მიხედონ და ტყუილად ნუ ცდილობენ საკუთარი სისხლით მორწყან დონბასის მიწა იმ ქვეყნის პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც მალე აღარ იარსებებს და ნუ ერევიან ჩვენს შიდა ურთიერთობაში, რადგან ეს მათ არანაირად არ ეხებათ.
მე მესმის მათი, როცა მებრძოლები რუსეთიდან მოდიან და რუსულენოვან მოსახლეობას უჭერენ მხარს, მაგრამ ქართველების ნამდვილად არ მესმის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინასთან საერთო საზღვარიც კი არა აქვთ. ისინი უბრალოდ ფულის და უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად იბრძვიან, ხოლო ის ქართველები, ოსები და აფხაზები ჩვენს გვერდით ვინც იბრძვის, მოხალისეები არიან და ისინი არც ფულის და არც მოქალაქეობის მისაღებად აქ არ იბრძვიან. ჩვენ საკუთარი ხალხის მომავლისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. უკრაინის, როგორც ქვეყნის ჩამოშლის პროცესი აქ დონბასში არ დაწყებულა. ეს პროცესი მაიდანის მოვლენების პარალელურად დაიწყო. ნორმალურმა ადამიანებმა კარგად იციან რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და ნელ-ნელა ამ აზრს ეგუებიან.
– ოფიციალური კიევის მხარეზე მებრძოლი ქართველებიც, ხომ არ არიან თქვენთან ტყვეობაში?
– იყვნენ ტყვე ქართველები, რომლებიც უკრაინელების მხარეზე იბრძოდნენ. ჩვენ ისინი სხვა ტყვეებთან ერთად, ჩვენს მებრძოლებზე გადავცვალეთ. დღეისთვის ჩვენ არცერთი ქართველი ტყვედ არ გვყავს ეს შემიძლია დანამდვილებით დაგიდასტუროთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს ტყვეობაში ჰყავს ჩვენი ერთი მებრძოლი ქართველი და ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ის უკრაინელ ჯარისკაცებზე გადავცვალოთ. ვიცით ის დაჭრილი იყო და დღეს, ღვთის წყალობით თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენი თანამემამულე მალე დავიხსნათ ის უკრაინელების ტყვეობისგან. 
– რამ გაიძულათ იარაღი აგეღოთ და გებრძოლათ?
– ბენდერების მოძრაობამ მაიძულა იარაღი ამეღო ხელში და დამეცვა ჩემი მიწა წყალი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. 
– როდის მიიღეთ და ვინ მოგანიჭათ სამხედრო წოდება, თქვენ წარსულში სამხედრო მოსამსახურე იყავით?
– არა წარსულში სამხედრო მოსამსახურე არ ვყოფილვარ. სავალდებულო სამსახური უკრაინულ ჯარებში მოვიხადე. რაც შეეხება ჩემს წოდებას, ის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ, განვლილ წარმატებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომანიჭა. ასევე იყო წარდგინება და დახასიათება თანამებრძოლების მრიდან.
– რატომ აირჩია თქვენმა დანაყოფმა სახელწოდება "სომალი" და ვინ არიან მებრძოლები?
– სახელწოდება „სომალი“ ჩვენს დანაყოფს ჩემმა მეგობარმა არსენ მოტოროლამ მისცა. ჯერ კიდევ სლავიანსკში, როცა დაგვინახა რა პირობებში გვიწევდა სლავიანსკისათვის ბრძოლები, იქ არსებული პირობებიდან გამომდინარე სომალელ მეკობრეებს შეგვადარა და სახელიც იქედან შეგვერქვა. შენაერთი ძირითადად დაკომპლექტებულია ადგილობრივებისაგან. აქ არიან სლავიანსკიდან, ილოვაისკიდან, ხანჟონკოვოდან, არიან ასევე მოხალისეები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, არიან უკრაინელებიც და როგორც გითხარით ქართველებიც.
– რა ვითარებაა დღეს დონბასში?
– დღევანდელი მდგომარეობით ვითარება ფრონტის ყველა მიმართულებით ჩვენს სასარგებლოდაა. დავიბრუნეთ კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, უგლეგორსკზე და რიგ დასახლებულ პუნქტებზე მალე გავათავისუფლებთ დებალცოვოს, მარიუპოლს და ჩვენს მიწებზე კონტროლს აღვადგენთ. ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს როგორც ტექნიკის ასევე ცოცხალი ძალის სახით. ამ კუთხით დღეისათვის უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ვიდრე მანამდე გვქონდა.
– კარგით, როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?
– მე ყოველთვის ვიყავი რუსების მიმართ დიდი სიმპათიით განწყობილი და ამას არასდროს არ ვმალავდი, ყოველთვის ვიზიარებდი პუტინისა და მედვედევის პოლიტიკას, შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი დამედვედევი, ეს ის ადამიანები არიან პოლიტიკაში, რომელთაც ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ამას არასდროს არ ვმალავდი.
– გავრცელებული ინფორმაციით დონბასში საომარ მოქმედებებში უშუალოდ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძვიან რუსეთიდან შემოყვანილი სამხედრო ტექნიკით. სიმართლეა თუ არა ეს?
– დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის და არც არასდროს ყოფილან არც რუსი ოფიცრები და არც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები. არიან მხოლოდ რუსთის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი სურვილით მოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით. ხმები რომელიც ვრცელდება, ეს უკრაინის მხრიდან საინფორმაციო ომის ნაწილია და გათვლილია მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებისთვის. თუ ისინი შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, ისინი დიდ მხარდაჭერას მიღებენ დასავლეთიდან, ამერიკიდან და შეძლებენ მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას. მაგრამ, მინდა ისინი ამაშიც გავაწბილო. ჩვენს გვერდით რუსი მოხალისეებთან ერთად იბრძვიან ქართველებიც, ოსებიც, ჩეჩნებიც, ბელორუსებიც და უკრაინელებიც კი ლვოვიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან. რაც შეეხება რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არ არიან.
– მაშინ საიდან ღებულობთ დახმარებას სამხედრო ტექნიკის სახით თუ არა რუსეთიდან?
– გეტყვით. არ ვიცი თქვენთვის რამდენად სარწმუნო იქნება, მაგრამ ჩვენ გვაიარაღებს უკრაინის ჯარები, ისინი, როცა გარბიან ყრიან და ტოვებენ ყველაფერს: სამხედრო ტექნიკას, ჭურვებს, ტყვია წამალს, იარაღის საწყობებს. დაზიანებული ტექნიკა მწყობრში მოგვყავს და იმით ვიბრძვით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი გვაწვდის იარაღს, - ეს ტყუილია, ასეთი რამ აქ არ ხდება. რუსეთის ფედერაცია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გვაწვდის მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს და თბილ ტანსაცმელს. ეს არის და ეს.
 ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა თქვენს მიმართ როგორია?
– მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს. არიან ისეთებიც, არავის რომ არ უჭერენ მხარს, მაგრამ მათ იციან რისთვის ვიბრძვით ჩვენ და გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს.
– შეიარაღებული შენაერთის შენახვას დიდძალი სახსრები სჭირდება, საიდან, ვინ გაფინანსებთ?
– დაფინანსებით ჩვენ არავინ გვაფინანსებს, ადამიანები ნებაყოფლობით გვეხმარებიან. ისიც არა მილიონებით, არამედ რისი გაღების საშუალებაც მათ აქვთ იმით. საერთო ჯამში ჩვენ არავის დამხარებას არ ვსაჭიროებთ. დონბასი მდიდარია რესურსებით ჩვენ გვავს ქვანახშირის საბადოები, ქარხნები და ფაბრიკები. ყველაფერი ესენი მუშაობს და შემოსავალს გვაძლევს.
– რა ფორმით აპირებთ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამომავლოდ?
– არავითარი ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებასთან ჩვენ არ გვექნება მანამ, სანამ არ აღიარებენ ჩვენს რესპუბლიკას. ეკონომიური თვალსაზრისით კი, მათ შეუძლიათ ჩვენგან შეიძინონ ქვანახშირი და ყველაფერი, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არასდროს დონეცკის სახალო რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში აღარ შევა. მე ვფიქრობ უკრაინა მალე, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს დარჩება მხოლოდ ისტორიული სახელწოდება, უკრაინა ეკონომიკურ ჩიხშია და რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა ის აქამდე უჩვენოდაც ჩამოიშლებოდა.
– როგორ ხედავთ თქვენ დონეცკის მომავალს, დამოუკიდებელს თუ რუსეთის შემადგენლობაში?
– ჩემი პირადი მოსაზრებაა და ამას ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი დიდი სურვილია დონეცკის სახალხო რესპუბლიკა იყოს დამოუკიდებელი ერთეული რუსეთის შემადგენლობაში ფედერალურ საწყისებზე, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და მას არავის თავს არ ვახვევ. რესპუბლიკას ჰყავს მთავრობა, არის ხალხი რომელიც უშუალოდ მონაწილეობენ პროცესებში და ყველანი ერთად გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელებს არსებობას დონეცკი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ შევა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამ ეტაპზე მე ვიბრძვი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშის ქვეშ და ყველაფერს გავაკეთებ მისი არსებობისთვის.

ჯამბულ წულაია
სპეციალურად "newspress"-ისთვის
დონეცკიდან

ინტერვიუ ჩაწერილია 9 თებერვალს
p.s. დონეცკელი მებრძოლის, მეტსახელად „გივის“ შესახებ ვიდეომასალა შიგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულ ლინკზე:
 http://www.newspress.ge/video-galerea.html?view=video&video=207

p.p.s. მასალის გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია;



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232