რეტრო მედია

“ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა”

NSP.GE

„ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა“, – ამ სათაურით გაზეთი „ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს ოთარ ზვიადაურთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც რესპონდენტი 35 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. ოთარ ზვიადაური ამბობს, რომ მისი და – ნაზი ზვიადაური და შორენა თეთრუაშვილი თანაჯგუფელები იყვნენ. მისი თქმით, წლების წინ, ჯგუფელები ტრადიციულად, 2 იანვარს  ერთ-ერთი ჯგუფელის სახლში იკრიბებოდნენ და ბედობის დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა ეს ტრადიცია 1980 წლის 2 იანვარს დაირღვა და უნივერსიტეტის სტუდენტები მცხეთაში წავიდნენ. როგორც ოთარ ზვიადაური აცხადებს, იმ დღეს  მის დასთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისივე თქმით, მისი და სწორედ 1980 წლის 2 იანვარს დაიღუპა.
„შორენა თეთრუაშვილმა დამალა სიმართლე ჩემი დის, ნაზი ზვიადაურის მკვლელობის შესახებ… მე მაქვს მტკიცებულებები, რომელი ტელევიზიითაც სურს, შემხვდეს და დარწმუნდება საზოგადოება ჩემს სიმართლეში. გთხოვთ, ყველამ გააზიაროთ, მე ნაზი ზვიადაურის ძმა ვარ, რომელიც 1980 წლის 2 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანაკურსელები, ერთ-ერთი ალბათ ბევრისთვის ნაცნობია–შორენა თეთრუაშვილი. მკვლელობიდან, მცირე დროის გასვლის მერე, საპატრიარქოშია დღემდე… თუ ვინმე ღვთისნიერი დაინტერესდა, ყველაფერს მოვუყვები, რადგანაც მე თვით მაქვს წაკითხული წინა და შემდეგ  შეცვლილი ჩვენებები… მე შარშან, დაცვის საშუალებით, წერილიც გადავეცი, რომ შემხვედროდა, მაგრამ არ ისურვა ჩემთან შეხვედრა შორენამ…“ – ამბობს ოთარ ზვიადაური.
მისი თქმით, მაშინ მისი დის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლებმა ჯგუფელებიც დაჰკითხეს. ზვიადაური ამბობს, რომ მისი დის საქმეს დედამისიც გადაჰყვა.
„დედას ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, რომ ენახა შორენა… სახლში რომ მიაკითხა, არ მიიღო,  წივილ-კივილი აუტეხა, საპატრიარქოში „გული წაუვიდა“, მისი ერთადერთი პასუხი იყო: მე ნაზის ცხედართან უკვე მოვინანიე დანაშაული!“ გასვენების დღეს, შორენამ, მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებამდე, ნაზის ცხედართან მარტო დარჩენა ითხოვა, ყველანი გარეთ გამოვედით და მხოლოდ ის დარჩა ნაზისთან, დაახლოებით ნახევარ საათს… მე სიბოროტის კუთხით არ ვსაუბრობ, დამიჯერეთ. დედას ეშინოდა, რომ მე პირადად არ ჩამედინა დანაშაული… ისე, დღეს რომც გავიგო ჩემი დის მკვლელის ვინაობა, შევუნდობ და მივუტევებ, მხოლოდ სიმართლე მინდა ვიცოდე! როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ისე იცის შორენამ სიმართლე, მაგრამ არ ამბობს… მას ან სასჯელის ეშინია ან ვიღაცის! “ – აცხადებს ოთარ ზვიადაური.

 

kvira.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ვალერი გელბახიანი: თუ არაფერი შეიცვალა რევოლუციისკენ წავალთ
გია ხუხაშვილი: ციანიდის საქმეზე ბევრი შეცდომა დაუშვა
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს“
კორნელი კაკაჩია: სახელმწიფოს სურს, საპატრიარქოს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს...
ნანა დევდარიანი: აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია
სერგო რატიანი: ირაკლი შოთაძემ პასუხი უნდა აგოს
პეტრე მამრაძე: ქართველი მეცნიერები ეკლესიასთან კონკორდატის დადებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ
იგორ კვესელავა: ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის და ამაში „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს ვხედავ
ნანა კაკაბაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების საკითხი დასვა პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს
გიორგი ახვლედიანი: ოპოზიცია გაერთიანებას არ ჩქარობს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

184.73.66.157