ქართული პრესა

პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოთხი ვერსია

მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჯერ დადასტურებული არ იყო, მოქალაქეებმა იმაზე მსჯელობა რომ დაიწყეს, რა მოტივითა და მიზნით დაიგეგმა პატრიარქის მოწამვლა. პროკურატურის ოფიციალური განცხადების შემდეგ კი, საკითხთან დაკავშირებით, კითხვისნიშნების რაოდენობა უფრო გაიზარდა. ვის, რა მიზნით აწყობდა, ვინ დაგეგმა უმაღლესი სასულიერო პირის (სავარაუდოდ, უწმინდესის) მოწამვლა? მამა გიორგი შემსრულებელია თუ მსხვერპლი? რა ხდება საპატრიარქოში და რატომ? ზოგადად, რა ხდება ქვეყანაში? - ყველა ვერსია, რომელიც „ციანიდის სკანდალთან“ დაკავშირებით გავრცელდა, რეალურად ამ კითხვებზე პასუხების მიღების მცდელობაა. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. მანამდე კი, ყველა ვერსიას არსებობის, „ვერსიას“ კი, მათი მკითხველამდე მიტანის უფლება აქვს.

 

ვერსია I - ბრძოლა პატრიარქობისთვის

 

სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ, ბინძური მეთოდებით, მათ შორის უწმინდესის მკვლელობით პატრიარქობისთვის ბრძოლის არაერთი ფაქტი შემოინახა. ისტორია ხშირად მეორდება და რაც უფრო ახლოვდება დრო, როცა ილია მეორის მემკვიდრის ვინაობა უნდა გაირკვეს, ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. იმაზე, რომ საპატრიარქოში პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის მზადება დაწყებულია, „ვერსია“ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, წმინდა სინოდის კრების ჩატარების წინ წერდა, როცა რამდენიმე მღვდელმსახური ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა. ვწერდით იმასაც, რომ საპატრიარქოში რამდენიმე კლანი არსებობს. საპატრიარქოში ჩრდილოვანი მმართველობის არსებობაზე ღიად უკვე მღვდელმსახურებიც ლაპარაკობენ. მათ შორის, ჭყონდიდის მეუფე პეტრე, რომელიც თითს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისკენ იშვერს. ამის გარდა, საპატრიარქოში კიდევ ორი კლანია: პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) და პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჯგუფებები. ერთმანეთთან დაპირისპირებული თითოეული ეს ჯგუფი ცდილობს, ილია მეორის შემცვლელად თავისი კაცი გაიყვანოს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. „ეს არის ბინძური, უსამართლო, სამარცხვინო და სამწუხაროდ, ტრადიციული ბრძოლა პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის. როგორც ჩანს, სასულიერო პირები, პატრიარქობისთვის ყველა, მათ შორის ბინძური მეთოდებითაც იბრძვიან“, - ასეთი განწყობა აქვს ექსპერტების ნაწილს, რომლებიც იმასაც არ გამორიცხავენ, უწმინდესის ავადმყოფობა კლანებმა კარგად გამოიყენონ, პოსტოპერაციული პერიოდიც მოიმიზეზონ, იგი მართვას დროებით ჩამოაშორონ, შემდეგ კი ურჩიონ, რომ დროა, მემკვიდრე დაასახელოს.

 

ვერსია II - ქონების გადანაწილება

 

ოფიციალური მონაცემებით, საპატრიარქოს მფლობელობაში 50 მილიონი ლარის ღირებულების ქონებაა. ცხადია, ბევრი სასულიერო პირი დგას ცდუნების წინაშე, რომ ამ ქონებიდან გარკვეული შემოსავალი მიიღოს და ხელი მოითბოს. სხვათა შორის, „ვერსია“ ამ საკითხზეც წერდა, მაგალითად მაშინ, როცა „პენტჰაუსის სკანდალის“ შესახებ მოვამზადეთ სტატია. ისე, ამ სკანდალში საინტერესო ისაა, რომ „სასახლე“, რომელიც მამა თეოდორე ჭუაძეს გადაეცა, სწორედ იმ ადგილასაა, სადაც ადრე წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფო იყო. საავადმყოფოს შენობა მაშინ მილიონნახევრად გაიყიდა, საპატრიარქოს სხვა შენობა გადაეცა, მამა გიორგი მამალაძე კი დღეს, სწორედ ამ კლინიკის დირექტორი გახლავთ.

 

საპატრიარქოს ქონების საშუალებით სარგებლის მიღების სურვილი, მხოლოდ სასულიერო პირებს კი არა, საპატრიარქოსთან დაახლოებულ საერო პირებსაც კი გაუჩნდათ და არც თუ შორეულ წარსულში - ამის დასტურად, ვასაძის მიერ ,,სნოს'' ,,მითვისებაც'' კმარა და ,,ვერსიაში'' გასული სტატიაც იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში ჯერ მოსულმა, მერე ისევ ,,უმისამართოდ'' წასულმა ბურჭულაძემ, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისას საპატრიარქოს თანხები მიითვისა. ,,ვერსიის'' ექსკლუზიური ინფორმაცია მაშინ ოფიციალურად არავინ დაადასტურა, თუმცა, როგორც ვიცით, კვამლი უცეცხლოდ არასდროს ჩნდება.

 

არც პატრიარქისადმი მიწერილი წერილები ჩნდება უმიზეზოდ. ცხადია, იმ წერილს ვგულისხმობთ, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ რომლის ავტორიც, დიდი ალბათობით, სწორედ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა. ის მამალაძე, რომელიც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურშიც მუშაობდა. წერილის ავტორი პატრიარქს ამცნობს, რომ ფინანსური თვალსაზრისით, საპატრიარქოში სავალალო მდგომარეობაა, მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ქონების ნაწილი დატაცებულია და ამიტომ აუდიტის ჩატარებაა საჭირო. საპატრიარქოს წარმომადგენლების ვარაუდით, მამა გიორგი ამ წერილით საპატრიარქოს ,,ჩრდილოვან მმართველს'' დაუპირისპირდა, რის შემდეგაც, შესაძლებელია, ,,გაეწირათ'' ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს ქონებაზე ,,მომჯდარ'' პირებს ,,სასიცოცხლო წყაროს'' გადაკეტვის საფრთხე შეუქმნა და მამა გიორგი რეალურად, მსხვერპლი იყოს და არა შემსრულებელი. თუმცა ჭყონდიდის მეუფე მამა პეტრეს თქმით, ისიც არაა გამორიცხული, დეკანოზი ეცდუნებინათ და სკანდალში ისე ჩაეთრიათ.

 

ვერსია III - პოლიტიკური შეთქმულება

 

სამწუხაროდ, საპატრიარქოზე გავლენის მოპოვებას, ყველა დროში, ირიბად თუ შედარებით ღიად, ყველა ხელისუფლება ცდილობდა. დღესაც ითქვა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების უკან, პოლიტიკური პირები დგანან. ზოგმა ხელი მმართველი ძალისკენ გაიშვირა, ზოგმაც - ყოფილი ოპოზიციისკენ, თუმცა მთავარი ისაა, ვის აწყობდა „ციანიდის სკანდალი“.

 

დეკანოზის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს ხელთ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერი ჰქონდა, სადაც ყოფილი პრემიერი პატრიარქის შესახებ საუბრობს. ითქვა ისიც, თითქოს ნაცვლიშვილი ფარული ჩანაწერის 20 მილიონად გაყიდვას ცდილობდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ამ ინფორმაციის გავრცელება, პოლიტიკური შეთქმულების წინაპირობა ხომ არ იყო? იმ მიზნით, რომ შემდეგ ყველას ხელი ბიძინა ივანიშვილისკენ გაეშვირა და ეთქვა, ,,ოცნების'' დამფუძნებელი პატრიარქის მოწამვლას, ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად კი მის შემცვლელად თავისი კაცის მოყვანას გეგმავდა? თუმცა „ვერსიასთან“ საუბრისას ექსპერტების უმრავლესობა ამ ვერსიას თითქმის გამორიცხავს. ამბობენ, ივანიშვილი მარტივად გათვლიდა, რომ ,,ციანიდის სკანდალი'' წყალს ხელისუფლების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდა. სამაგიეროდ, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება აწყობდათ ნაციონალებს, რომლებიც უკვე ღიად ადანაშაულებენ ივანიშვილსა და ხელისუფლებას პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში. ხელისუფლების იმიჯის შელახვის გარდა, ნაციონალებს ქვეყანაში არეულობაც აწყობთ და გაზაფხულზე დაანონსებული მასშტაბური აქციების სისრულეში მოყვანაც. ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, ნაციონალებმა უკვე დაინახეს, რომ ხალხი ქუჩაში ვერც სოციალურმა პრობლემებმა გამოიყვანა, ვერც „რუსთავი-2“-ის საქმემ, ვერც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის „მოსყიდვამ“ და ვერც „მოსამართლეების სკანდალმა“. ამ ფონზე, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგა ისეთი თემის გააქტიურება, რომელიც გარანტირებულად გახდებოდა აქციების საფუძველი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პატრიარქი საქართველოში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა და იმასაც, რომ ზოგადად, რწმენა, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სენსიტიური საკითხია, ,,ციანიდის სკანდალი'' ,,ცხელი გაზაფხულის'' მოსაწყობად, ყველაზე „სახარბიელო“ ვარიანტია. სხვათა შორის, ექსპერტებს პასუხი იმაზეც აქვთ, რატომ მაინცდამაინც ციანიდი, რომელსაც, მედიჩების ეპოქის შემდეგ, საწამლავად, თითქმის აღარავინ იყენებს? მათი ვარაუდით, ეს ნივთიერებაც მოქალაქეების ემოციების მართვის მიზნით გამოიყენეს - ყველამ იცის, რომ ციანიდი შხამია; ისიც ყველამ იცის, რომ მისი მიღება სიკვდილს იწვევს. შესაბამისად, ზედმეტი განმარტება აღარ იქნებოდა საჭირო იმის ,,დასამტკიცებლად'', რომ ვიღაცამ უწმინდესი სასიკვდილოდ გაიმეტა.

 

ვერსია IV - რუსული კვალი და შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

 

გავრცელებული ვერსიებიდან ყველაზე სარწმუნო სწორედ ,,მეოთხეა'', რომელიც არც ერთ წინა ვერსიას არ გამორიცხავს. ამ მოსაზრების თანახმად, ,,ციანიდის სკანდალი'' კონკრეტული პირების თავებში კი არ მოიხარშა, კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურებში დაიგეგმა. ცხადია, ერთმორწმუნე რუსეთი იგულისხმება, რომლის მიზანიც ჯერ საქართველოს საპატრიარქოზე გავლენის მოპოვება, შემდეგ კი ქვეყნის ,,დამონებაა''. ამ უკანასკნელის მისაღწევად, საუკეთესო პირობები საქართველოში არეულობა და ერის გახლეჩაა. ამის წინაპირობა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საპატრიარქოში დაპირისპირებაა.
სხვათა შორის, ამ უკანასკნელ ვერსიას არაერთი ფაქტი ამყარებს. მაგალითად ის, რომ როგორც ,,ვერსიამ'' შეიტყო, მამა გიორგი მამალაძე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დონეცკის ეპარქიაში მსახურობდა, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. არაა გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში რუსულმა სპეცსამსახურებმა იგი „დაავერბოვკეს“. სხვათაშორის, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, მასზე კაგებეს მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები არსებობს, რომლითაც მას აშანტაჟებდნენ კიდეც. საეჭვოა ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდის მერე იწყება მისი კარიერული წინსვლაც და პატრიარქსაც, სწორედ ამის შემდეგ, საეჭვოდ უახლოვდება.

 

რუსულ ინტერესს „ადასტურებს“ ისიც, რომ დეკანოზის დაპატიმრებიდან საეჭვოდ მალე, რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი. ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებიაო. სამწუხაროდ, ისტორიას ისეთი ფაქტებიც ახსოვს, როცა ქართველი კოსტუმიანი თუ ანაფორიანი პირები, რუსეთის მარიონეტებად იქცეოდნენ ხოლმე. ასე რომ, საქმე ქართველი პოლიტიკოსების თამაშთან გვაქვს, რუსი პოლიტიკოსების თუ უბრალოდ, სასულიერო პირების დაპირისპირებასთან, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, ყველა შემოთავაზებულ ვერსიას არსებობის უფლება აქვს.

 

გაზეთი „ვერსია“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

მამუკა არეშიძე: საქართველოს ახლა უამრავი აზიელი მოაწყდება, რომელიც ჩვენგან ევროპაში მოხვედრას მოინდომებს
ლევან ბერძენიშვილი: ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ - ეს კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით - ეს კი ცუდია
თორნიკე შარაშენიძე: მეგონა, რომ სავიზო რეჟიმს რუსეთიც გააუქმებდა
ჯონდი ბაღათურია: სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია
„კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის“
არჩილ გამზარდია: დეკანოზი წინასწარი პატიმრობისას უფრო დაცული იქნება, ვიდრე გათავისუფლების შემთხვევაში
ზაალ ანჯაფარიძე: მარგველაშვილისა და უსუფაშვილის თანამშრომლობა მოსალოდნელია
კორნელი კაკაჩია: თუ უვიზო რეჟიმი გართულების გარეშე წარიმართება, შესაძლებელია, სამუშაო ვიზებზე დაიწყოს მოლაპარაკება
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი-2“-ზე გავლენის შენარჩუნებას არ შეეცდება
გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.87.112.248