ინტერვიუ

ბიძინა გუჯაბიძე: „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ

რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გაზეთი „ახალი თაობა“ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს, კონსერვატორების ფრაქციის წევრ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა.

 

- გრძელდება ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ ის ახშობს ოპოზიციურ ტელეკომპანია რუსთავი 2-. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსთავი-2-ზე ახალი შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გაინაღდა...

 

- ეს განცხადებები ჩასაფრებული ხალხის მოსაზრებებია. ასეთ ბრალდებებს ხელისუფლებას უყენებენ ანგაჟირებული და არაობიექტური ადამიანები, ჟურნალისტები იქნებიან ისინი, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები. ეს ხალხი ელოდა, რომ ხელისუფლება ისევე მოიქცეოდა, როგორც სააკაშვილი მოიქცა ტელეკომპანია იმედში შეჭრისას. ეს ანგაჟირებული პირები ამას რამდენიმე თვის წინ აანონსებდნენ კიდეც. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ხელისუფლება არსად შეჭრილა. ვიზალიბერალიზაციის მიბმაც გაუგებარია „რუსთავი-2“-ის თემასთან. „რუსთავი-2“-ის ძველი თუ ახალი დამფუძნებლები ერთმანეთს სასამართლოში ედავებიან. სასამართლო თვითონ წყვეტს, როდის დანიშნოს სხდომები.

 

- ოპონენტების აზრით, ეს პოლიტიკური პროცესია და ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელ ტელევიზიას...

 

- ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მედიას არ ებრძვის. 2012 წლის შემდეგ მედია თავისუფალია. არც „რუსთავი-2“-ზეა არანაირი შეტევა. ამ ტელევიზიის დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასაშუალებად გამოცხადება კი ღიმილის მომგვრელია. „რუსთავი-2“ იყო და არის სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია.

 

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ამ ვითომ ძალიან პრინციპულ არხს ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ საშინელებებზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვით დაწყებული, სოციალური პრობლემებითა და მოქალაქეების წამებით დამთავრებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ  „რუსთავი-2“-ის გენდირექტორი და მთელი კოლექტივი, რომელიც პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაცემებს აკეთებს, შორსაა ობიექტურობისა და სამართლიანობისგან. ამ ადამიანებმა შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელშიც ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პარტიებიც მონაწილეობენ, თუმცა, ამ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ.

 

- ხელისუფლებას აკრიტიკებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო. არის მოსაზრება, რომ აქაც უნდათ განსხვავებული აზრის ჩახშობა...

 

- ეს მოსაზრება აბსურდულია. საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდა ახალი ადმინისტრაცია თავისი ხედვებით. ჩემი აზრით, ახალი ხელმძღვანელების პოზიცია რადიკალურია. იქ გასატარებელია რეფორმები, მაგრამ ისინი ასეთი ხისტი არ უნდა იყოს.

 

- ესე იგი, საინფორმაციოს გარდა, ყველა გადაცემა არ უნდა გაჩერდეს?

 

- ფაქტობრივად, იგეგმება მაუწყებლობის დახურვა. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად არ უნდა გაჩერდეს. მეორე მხარის პოზიციაა ყველაფრის ძველებურად დატოვება. არც ესაა სწორი. მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომელიც მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარების, მოდერნიზებისა და შენობის შეცვლის საშუალებას. ქვეყანასა და რეგიონში შექმნილ მძიმე სიტუაციაში არ იქნება მიზანშეწონილი უამრავი თანამშრომლის უმუშევრად დატოვება იმ დროს, როცა ისინი ბიუჯეტიდან კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

 

- განაცხადეთ, რომ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნია. ამ დღეებში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც, ნაცმოძრაობის გარდა, კიდევ 7 პარტია შევიდა. ეს საბჭო გაჩერებას არ აპირებს...

 

- ეს ამ პარტიების ნებაა. ისინი აქტიურობის საბაბს და სამოქალაქო არეალს ეძებენ. მთავარი ისაა, რას მიაღწევენ. გაკოტრებული პოლიტიკოსები თავიანთ მომხრეებსაც ილუზიებში ამყოფებენ და სხვებსაც მცდარ წარმოდგენებს უქმნიან.

 

- ბევრ საკითხში ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი ევროპული საქართველო ერთ პოზიციაზე დგანან...

 

- მათ თითქმის ერთნაირი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ახლა ისინი ნამდვილად გაყოფილები არიან. ასეთი ფაქტები ისტორიაში მომხდარა. ბოლშევიკები და მენშევიკები ერთმანეთს გაემიჯნენ, თუმცა ისინი, ბოდიში და, ერთი ნეხვის ნაწილებად დარჩნენ. მათი იდეოლოგია ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი იყო. „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო’ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. უბრალოდ, ერთ ნაწილს რადიკალური მოქმედებები უნდა, მეორეს - არჩევნების გზით ევროპულად სიარული. თუ მათ პოლიტიკურად გაქრობის საფრთხე დაემუქრათ, ერთმანეთთან საერთო ენას ისევ იპოვიან, ჯერჯერობით კი ერთმანეთში უთანხმოება აქვთ.

 

- უცხოელი ლობისტებიც ჰყავთ...

 

- ყოველ შემთხვევაში, ეს ლობირება არ იგრძნობა. მიხეილ სააკაშვილის დროს აშკარა იყო, რომ მისი ლობისტების წყალობით დასავლეთში თვალს ხუჭავდნენ რეპრესიებზე, რომელთაც სააკაშვილი ატარებდა და მის ავტორიტარულ მმართველობაზე. ეს ბევრი ადამიანისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.

 

- ქართულმა ოცნებამ მოახერხა დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება?

 

- რამდენიმე დღის წინ აშშ-ში იმყოფებოდნენ საგარეო მინისტრი, ასევე პარლამენტის დელეგაცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ოფიციალური ურთიერთობები დამყარდა. მანამდე პაუზა იყო, თუმცა, კულუარული მუშაობა არ შეწყვეტილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვიზიტი კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა კი უფრო გაღრმავდება.

გაზეთი „ახალი თაობა“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232