ინტერვიუ

შალვა ხაჭაპურიძე: მოსამართლეები, ვინც „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ, „ოცნების“ ჯიბეში გადაბარგდნენ

ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ ფონს, მოსამართლეების ირგვლივ აგორებულ სკანდალს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აფასებს.

 

- ბატონო შალვა, ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. დღე არ გავა, რომ ვიღაცის მკვლელობის ან დაჭრის ფაქტი არ მოხდეს. რა ხდება?

 

- დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა, როდესაც სისტემა არ იცვლება, მერე იწყება უამრავი პრობლემა, მოძრაობები, მოქმედებები. ხანძარი სულ ანთია. სისტემურად უნდა მივუდგეთ პროცესებს. კრიმინალი გაიზრდება, რადგან არ არის სწორი მიდგომები.

 

- ვის სჭირდება ეს ყველაფერი?

 

- მე არ მგონია, ეს ვინმესგან მართული იყოს, პირიქით, უმართავ პროცესებთან გვაქვს საქმე. ბოლო წლებში რა პროცესებიც დაგროვდა, ყველაფერმა ერთად წამოიწია წინა პლანზე და ერთად იჩინა თავი. მიდგომა კი ზედაპირულია და ესაა ამ ყველაფრის მიზეზი. სამწუხაროდ, ვერაფერი სისტემური ვერ შევცვალეთ. ეს მარტო ამ ხელისუფლების ბრალი არ არის, თუმცა გამოსასწორებელი ძალიან ბევრია.

 

ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, რომელიც უნდა შეეხოს სასამართლოსაც და სხვა ნებისმიერ სფეროს. პირველ რიგში კი, სასამართლოს!

 

- სასამართლო ახსენეთ და რა ხდება დღეს სასამართლო სისტემაში? რამდენად არიან მართლაც მოსყიდული და დაშანტაჟებული მოსამართლეები?

 

- მტრის და ავისას, აქ რომ ხდება! ახალი რა უნდა ხდებოდეს, ისინი, ვინც იყვნენ და ასრულებდნენ ნაციონალების დავალებას, ისევ ის ხალხია წამყვანები. მაშინაც იყვნენ წესიერი მოსამართლეები და ახლაც არიან, თუმცა ამინდს და კლიმატს ქმნიან ის მოსამართლეები, ვინც დავალებებს ასრულებდნენ.

 

- ახლა ვის დავალებებს ასრულებენ, ისევ ნაციონალების“?

 

- არა, ვინც „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ, ისინი დღეს გადაბარგდნენ ხელისუფლების ჯიბეში! არ ვიცი, მათ რა ვუწოდო, აღარც „ოცნების“ მომხრეებს ვუძახი და არც - „ნაციონალების“. აზრი არ აქვს, ჩვენთან ასე დამკვიდრდა - ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმის მხარეს მიდის სასამართლო, იმის მხარეს მიდიან სამართალდამცავი ორგანოები და ყველა ინსტიტუტი. ჯოხი რომ დააყენო ხელისუფლების სათავეში, ჯოხოსნები გახდებიან! ამიტომ მათ აღარც ქოცებს ვუწოდებ და აღარც - ნაცებს! მანქურთების შთამომავლებით გაივსო ეს ქვეყანა!

 

- რას იტყვით დანაშაულის სტატისტიკაზე?

 

- მართალია, შს მინისტრი აღარ გვიქვეყნებს სტატისტიკას, მაგრამ რად უნდა ამას სტატისტიკა? ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მკვეთრი მატებაა, რაღაცა ნაწილში გაზრდილია, რაღაც არ არის გაზრდილი. უფრო წვრილი და საშუალო დონის დანაშაულებებმა იმატა.

 

- ქუჩაში დაჭრის და მკვლელობის ფაქტებიც ხშირია. ამაზე რას იტყვით?

 

- მე უშუალოდ ამ თემაზე ვმუშაობ და სტატისტიკურად მკვლელობებზე ვერ ვიტყვით, რომ გაზრდილია. უბრალოდ, ახლა უფრო მეტად შუქდება. თან გააჩნია, რომელ წლებს ვადარებთ. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რიცხვი გაზრდილი არ არის. რეალური რეფორმები რომ გატარებულიყო, ამ კუთხით უკეთეს სურათს მივიღებდით. რეალური რეფორმები არ ტარდება. აბა რა გითხრათ, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე რომ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები იქნებიან, რა უნდა ვილაპარაკოთ იმ სასამართლო სისტემაზე?! ნატალია ნაზღაიძეზე რას ფიქრობთო და „მაიტა ნასოსის“ ანეკდოტი მოგვიყვა.

 

- თქვენ რას ფიქრობთ ნატალია ნაზღაიძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე?

 

- რთული სათქმელია. მე იურისტი ვარ და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როდესაც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი და ეს დაკავშირებულია მოსამართლის სახელთან, პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება, შესაძლებელია, რომ ეს ხელოვნურად დააკავშირო. როდესაც კითხვები ჩნდება მოსამართლე ნატალია ნაზღაიძესთან დაკავშირებით, ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს და ლევან მურუსიძე ნამდვილად არ უნდა იძლეოდეს ამაზე რაღაც გაუგებარ პასუხებს. ვინმე სერიოზული ადამიანი უნდა გამოდიოდეს, ვინც ავტორიტეტია და უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი. მურუსიძე სასამართლოს სახე - ეს ერთი დიდი პაროდიაა! რატომ ვერ შეძლეს ამ სახის მოშორება?!

 

- ნაციონალების“ დროინდელ სახეებზე საუბრობთ და ასევე აქტიურად მიდის საუბარი იმაზეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ ძველი კადრებია. რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

 

- ამ ხალხის ძირითადი ნაწილი არც არსად გაუშვიათ. ვინც გაუშვეს, არც იმათ დაბრუნებას გამოვრიცხავ. მსოფლიოს ახსოვს ლიდერები, ვინც ასე მოიქცა, არ ჩაატარა მასობრივი წმენდა და დემოკრატიის სამსახურში ჩააყენა ის ხალხი, ვინც რეჟიმს ქმნიდა. ჩვენთან კი სისტემა არ არსებობს. ძალიან მყიფე ვითარებაა და წარმოუდგენელია, ეს პრობლემები დარეგულირდეს, სანამ ჩვენ პოლიტიკურ სისტემას არ შევცვლით და რეალურად არ დავიწყებთ ამ პოლიტიკური სისტემის განხორციელებას. ხელისუფლებას უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებ.

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133