ინტერვიუ

ჯონდი ბაღათურია: ხალხის მოთმინების ფიალა თუ აივსო, ხელისუფლება პროცესებს ვეღარ შეაჩერებს; „ნაციონალების“ გვერდით არასდროს დავდგებით

- უკიდურესი უსამართლობა და სოციალური ჩაგვრა ხალხს „ბარიკადებისაკენ“ უბიძგებს. კლასიკური მოცემულობაა რევოლუციისთვის... ნაპერწკალია საჭირო და ერთ დღეში „ბარიკადები“ აღიმართება! ფიქრობს ვინმე ამაზე?! - წერს ფეისბუქში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელთანაც ინტერვიუს „ახალი თაობა“ გთავაზობთ.

- ბატონო ჯონდი, რევოლუციურ მოცემულობასა და ბარიკადებზე საუბრობთ, უკვე ხომ არ გაჩნდა ეს ნაპერწკალიც?

- დღეს სახელმწიფოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს იმათ კიდევ უფრო გამდიდრებაზე, ვინც უკვე ისედაც მაღლა დგას და მდიდარია, ხოლო ისედაც სუსტი და მცირერიცხოვანი საშუალო ფენა კიდევ უფრო სუსტდება და რაოდენობრივად მცირდება. ამის პროპორციულად კატასტროფულად იზრდება ღარიბ-ღატაკთა, უმუშევართა და უსახლკაროთა რაოდენობა. ძალიან მდიდრები კი ამას ვერ ხვდებიან და ცდილობენ, კიდევ უფრო გამდიდრდნენ ღარიბების კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე!

- ეს არ გამოიწვევს კარგ პროცესებს?

- სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ კლასიკური მოცემულობაა რევოლუციისთვის! დღეს, როდესაც ასეთი მძაფრია განცდა უსამართლობის, ეს არის ნოყიერი ნიადაგი რევოლუციისთვის. ამას მართლაც, მხოლოდ ნაპერწკალი უნდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს შინაგანად ბარიკადები უკვე აღმართული აქვს. ამ სიტუაციას ერთი ლიდერი სჭირდება, რომელიც ხალხს აქეთკენ მოუწოდებს.

- ჩანან  უკვე ეს ლიდერებიც, „ნაციონალებისსახით...

- ის ხალხი, ვინც დღეს ფაფხურობს და ცდილობს, რომ ხალხის უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენოს, ამ ბარიკადებს ვერ აღმართავენ, მათ ამის ავტორიტეტი არ აქვთ!

- ვნახეთ რამხელა აქცია გაიმართა „ნაციონალების“ ინიციატივით თბილისის მერიასთან და რატომ ვერ შეძლებენ ისინი ამ ტალღის აგორებას, რაზეც თქვენ საუბრობთ?

- სწორედ ამის თქმა მინდა, „ნაციონალებს“ არა აქვთ ის ავტორიტეტი, რომ ამ აქციებს რაოდენობრივი და ენერგეტიკული ზრდის პერსპექტივა ჰქონდეს. სანამ ასეთი გაკოტრებული პოლიტიკური ძალები იქნებიან აქციების სათავეში, ხელისუფლებას აქვს წარმოდგენა, რომ მშვიდად იყოს. თუმცა ეს მდგომარეობა 2007 წელს მახსენებს.

- დღეს ის სიტუაციაა, რაც 2007-ში იყო?

- ჩვენ მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია შევქმენით და ეს განაპირობა მიშას შეცდომების კასკადმა. სწორედ ამან გააერთიანა ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა გაერთიანება სხვა დროს წარმოუდგენელი იყო.

- ანუ შესაძლოა ამ ეტაპზე მოხდეს ისეთი პარტიების გაერთიანება, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ?

- იმ დროს ჩვენ საერთო არაფერი გვქონდა, გარდა მიშას სიძულვილისა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ დღეს სიძულვილით მოხდეს გაერთიანება. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ხელისუფლება მიშას ხელისუფლება არ არის, საქმე მთლად აქამდე არ მისულა, ჯერ კიდევ არ არის ხალხის და ქვეყნის მტრად აღიარებული ხელისუფლება, მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი ვითარების შეცვლის.

- რა არის ამისათვის საჭირო?

- რადიკალური რეფორმები ეკონომიკაში, სამართლიანობის განცდის შექმნა საზოგადოებაში. ქამრები ხალხს კი არ უნდა შემოუჭირონ ყელზე, თვითონ უნდა შემოიჭირონ მუცელზე! ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

- თქვენ საუბრობთ, რომნაციონალებსარ გაჰყვება მოსახლეობა, თუმცა ყველა საპროტესტო აქციის სათავეში სწორედ ისინი დგანან. სად არის დანარჩენი ოპოზიცია? თქვენ რატომ არ აქტიურობთ?

- დანარჩენი ოპოზიციის ნაწილსაც არა აქვს ავტორიტეტი და ნდობის რესურსი, რომ ასეთ ტალღას ჩაუდგეს სათავეში. ვისაც აქვს ამის რესურსი, მათ არ მიგვაჩნია სწორ გზად, რომ რევოლუციური გზით უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლება. მე ამის წინააღმდეგი ვარ, თუმცა მე მხარს ვუჭერ ამ ხალხის პროტესტს.

- ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა სწორედ ნაციონალები მოექცნენ ამ რევოლუციური ტალღის სათავეში. უშვებთ ამას?

- ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. ხვალ და ზეგ როგორი განწყობა იქნება საზოგადოებაში და რა შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლება, ამას ვერ გეტყვით. ტყუილად არ გავავლე პარალელი 2007 წელთან. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ არ აიძულოს ოპოზიციას ასეთი გაერთიანება, რაც 2007 წელს მოხდა. ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ხელისუფლების ქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჯერ კიდევ შეუძლია ამ სიტუაციის შეჩერება, აქვს ამის პოტენციალი.

- მაშინ რატომ არ იყენებს? ჭკუა არ ჰყოფნის საამისოდ თუ არ იცის, რეალურად ქვეყანაში რა ხდება?

- შესაძლოა, ხელისუფლებას არ ჰქონდეს ასეთი რეალობის მთელი სიმძიმით აღქმა, ვინ როგორ აფასებს მოცემულობას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, ამას ვერ გრძნობს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ვხედავთ ტელეეკრანებიდან მათ თვითდაჯერებულ და თვითკმაყოფილ სახეებს.

- ეს იწვევს იმ აგრესიას, რომელიც ხელისუფლებისკენ არის მიმართული?

- ძალიან აგრესიულია საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მათ შორის საზოგადოების ისეთ ნაწილში, რომელთაც პირადად არ შეხებიათ ეს უსამართლობა. მოვძებნოთ გამოსავალი და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ რევოლუციურ გზაზე.

- სიტუაციამ რომ მოიტანოს, „ქართული დასიდადგებანაციონალურ მოძრაობასთანერთად საპროტესტო აქციებზე?

- არა. აბსოლუტურად მიუღებელია „ნაციონალებთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა!

- ბევრი ოპოზიციური ძალა ფიქრობს ასე. ექსპერტებისგან კეთდება შეფასებები, რომ ხელისუფლებას წინ გამოჰყავსნაციონალური მოძრაობა“, ორთქლის გამოშვების მიზნით, რადგან კარგად იცის, რომ სხვა ოპოზიციური ძალები გვერდით არ დაუდგებიან. ასეა?

- ხელისუფლება ხედავს, რომ სათავეში ესენი დგანან და საფრთხის განცდა არ აქვს. განა ცდილობს ხელისუფლება, ვითარების გამოსწორებაზე იმუშაოს?! არა, ჯიუტად ამტკიცებს, ყველაფერი კარგად არისო! დღეს თუ „ნაციონალური მოძრაობაა“, ხვალ სხვა გამოვა და ჩასწევს ‘ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სათავიდან.

- ანუ ხელისუფლებას ურჩევთ, რომ ასე მშვიდადაც ნუ იქნება?

- როცა ამხელა უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, ნებისმიერი პასუხისმგებლობით აღსავსე ხელისუფლება მშვიდად არ იქნებოდა. თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება, საზოგადოებაში პროტესტის განცდა კულმინაციას მიაღწევს და ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხალხის მოთმინების ფიალა თუ აივსო, მერე პროცესების შეჩერება იქნება ძალიან რთული! ნუ ამტკიცებთ, ბატონებო, რომ ყველაფერი კარგად მიდის! ეს დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია! აღიარეთ თქვენი შეცდომები და შეეცადეთ მათ გამოსწორებას. ნუ ცდით ხალხის მოთმინებას, ნუ!

 

 გაზეთი „ახალი თაობა“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133