ინტერვიუ

სოსო ცინცაძე: გიორგი მარგველაშვილი „ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემაა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მომავალი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

- ბატონო სოსო, პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალზე მინდა გკითხოთ. მან ერთხელ ამერიკაში თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ არ აპირებს სახლში წასვლას. რა პოლიტიკური გეგმები შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტ მარგველაშვილს?

 

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამომავლო გეგმები, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მით უფრო, მის ახალგაზრდა ასაკში, ფაქტია, რომ პოლიტიკას უკავშირდება. 2018 წელს, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, არა მგონია, გიორგი მარგველაშვილი მშვიდად წავიდეს ბაზალეთზე სახლში და მემუარების წერას შეუდგეს. ცხადია, ვაკვირდები მის ყველა ნაბიჯს და ვხედავ, რომ ეს ნაბიჯები მკვეთრად გაწონასწორებული და, ამავდროულად, პრინციპულია.

 

- უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა დღემდე თავი მხოლოდ ვეტოთი გამოიჩინა...

 

- ვეტო არის მისი წერტილოვანი დარტყმები.

 

- რომელსაც უპრობლემოდ ლახავს უმრავლესობა...

 

- დიახ, მაგრამ ამ პროცესს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. კი ამბობს უმრავლესობა, დავძლევთ, გადავლახავთ, ეს არ არის ჩვენთვის პრობლემაო, მაგრამ, მეეჭვება, ის ვეტოს პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მარგველაშვილმა აქამდე გამოავლინა და უდავოდ ლიდერს ახასიათებს, არის ის, რომ არ მიდის კომპრომისზე. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას _ რამდენად გაიღვიძებს მასში პოლიტიკოსი, მებრძოლი პოლიტიკოსი.

 

- ზურაბ ჟვანიასთან გაავლებდით პარალელს? რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ჟვანიას ტიპის პოლიტიკოსია?

 

- სიტუაციები განსხვავებულია. ზურაბ ჟვანიას არ სჭირდებოდა ბარიკადებზე ასვლა და პარლამენტში შევარდნა. ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილი. ზურაბ ჟვანია უფრო კულუარული პოლიტიკოსი გახლდათ. სიმართლე გითხრათ, ბევრი მისი პოლიტიკური ფუნქცია არც ვიცით, რა იყო. ეს ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ის უფრო რომანტიკოსი, იდეალისტი და, ამავდროულად, პრინციპების, ღირებულებების ერთგულია, რაც მან არაერთგზის დაადასტურა.

 

- რას იტყვით გიორგი მარგველაშვილის გუნდზე, რომელსაც ის ასე აშკარად არჩევს?

 

- დიახ, ეს ნამდვილად ჩანს, მაგრამ, მეეჭვება, რომ ეს თანაგუნდელები, შეიძლება, თანამებრძოლები კი იყვნენ, მაგრამ არა - თანამოაზრეები. დიდი განსხვავებაა თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს შორის. ვინ იფიქრებდა, რომ კუბის რევოლუციის პირველ დღეებში ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას გზები გაიყრებოდა. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ თანამოაზრეები არ ყოფილან. კასტროს ერთი კუნძული, თავისი სამშობლო, კუბა აინტერესებდა, ჩე გევარა კი მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მარგველაშვილი თავისი ინტელექტით, ერუდიციით უფრო ფართო მოაზროვნეა. მისთვის მთავარი ღირებულებებია. მისი გარემოცვა, მხოლოდ ერთის გამოკლებით, ვგულისხმობ ფიქრია ჩიხრაძეს, არა მგონია, ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბარიკადებზე ავიდეს.

 

- შეიძლება, გიორგი მარგველაშვილმა პარტია შექმნას?

 

- დიახ, შეიძლება. პარტია იქნება თუ მოძრაობა, ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩუმად სახლში წიგნების საწერად არ წავა. ადამიანი, რომელსაც აქვს პრინციპები და მისი წასვლით, შეიძლება, ამ პრინციპებს საფრთხე შეექმნას, უბრალოდ, ჩუმად არ ერიდება სიტუაციას, ასე, შეგუებული არ გადის. დასავლელი ლიდერები იმიტომ მიდიან მშვიდად, რომ მათ იციან ფასეულობები. ღირებულებები რჩება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. ტრამპი რას იზამს, არავინ იცის.

 

- ოცნებიდან რომელიმე ლიდერი, შეიძლება, გიორგი მარგველაშვილის გვერდით ვიხილოთ?

 

- არა, ამას გამოვრიცხავ, თუმცა მედროვეებს რა დალევს.

 

- დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია?

 

- მათ ნამდვილად არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მას აქვს ის თვისებები, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს გამოადგება. ვფიქრობ, კარგი ტანდემი იქნება - ორივე ინტელექტუალი, ერუდიტია. ერთს აქვს რეიტინგი, მეორეს - არა, მაგრამ მეორეს აქვს შინაგანი ძალა, რწმენა და პოლიტიკური გამჭრიახობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდ პოლიტიკაში. მარგველაშვილი რთული პიროვნებაა `ოცნებისთვის~, არადა, თავის დროზე ივანიშვილმა მარგველაშვილი, როგორც რიგითი მხარდამჭერი, ისე მიიღო, ისევე, როგორც ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი.

 

- თქვენ ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ოცნებისთვის, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა იყოს?

 

-დიახ, სერიოზული პრობლემა ნამდვილად იქნება, რადგან ის `ოცნებისთვის~ ძალიან რთული ბუნების ადამიანი აღმოჩნდა. გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე მთავარი ღირებულება გამოავლინა - პრინციპულობა, რომლის დიდი დეფიციტიც არის პოლიტიკოსებში. მარგველაშვილი დღეს საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის უდაბნოში ოაზისია.

 

- თუმცა დღეს ხელისუფლება თავდაჯერებულია და არსებულ ვითარებას ასე საგანგაშოდ არ მიიჩნევს...

 

- ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიშია, როდესაც ყველა უკმაყოფილო ერთიანდება. სხვათა შორის, რევოლუცია სულაც არ მაქვს მხედველობაში, მშვიდობიან ქუჩის აქციებს ვგულისხმობ. ყველაზე საშიში დღეები წინა ხელისუფლებისთვის იყო მაშინ, როდესაც ქუჩაში 100-200 ათასი ადამიანი გამოვიდა სრულიად მშვიდობიანად, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ თვითმარქვია ლიდერებმა ფული აიღეს და ეს ხალხი დაშალეს. მაშინ ხელისუფლებამ პოლიტტექნოლოგიის ყველა ნორმის გათვალისწინებით თავისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სისხლისღვრასა და ცემა-ტყეპას ამჯობინა, რამდენიმე ადამიანისთვის ფული მიეცა და ამით დაემთავრებინა ყველაფერი. მაშინ ის იყო მოუმზადებელი, სპონტანური, გეგმის გარეშე და შემთხვევითი ლიდერების კრახი.

 

- დღეს რას უწოდებდით ხელისუფლების ჭკვიანურ ნაბიჯს?

 

- გაგიკვირდებათ და მაინც იმას, რომ ხელისუფლება ზრუნავს ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე. ეს არის პოლიტტექნოლოგიურად სწორი გადაწყვეტილება, რათა უკმაყოფილო არ დარჩეს მისი ყოფილი თანაგუნდელი, რომ არ ჰქონდეს მეორეს განცდა, მეც მომისვრიანო, მაგრამ, ამის პარალელურად, ხელისუფლებამ სხვა ბევრი ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადადგას - ყოფილი მხარდამჭერის დასაქმების პარალელურად, მისი ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები სამსახურიდან არ უნდა გაათავისუფლოს.

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი
იგორ კვესელავა: პრეზიდენტმა საკუთარი ხის ტოტი მოჭრა...
სოსო ცინცაძე: ნორმალური საპარლამენტო რესპუბლიკა რომ მომწონს, იმიტომაც არ მემეტება ჩვენი რეალობისთვის
გია ხუხაშვილი: დეპუტატებმა იციან, რომ მათ უსმენენ; ხელისუფლების წარმომადგენლები მეუბნებიან, ტელეფონზე ვერ გეტყვი, პირადად გნახავ და მერე მოგიყვები
თორნიკე შარაშენიძე: მოსმენები აუცილებელია, მაგრამ არა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თვალთვალი და მოსმენები ენატრება
რამაზ საყვარელიძე: გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელი არ ჩანს
არჩილ გამზარდია: სახელმწიფომ უსაფრთხოების გარანტია უნდა შექმნას
ემზარ კვიციანი: მოსმენების კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტს ჩვენ ვთხოვეთ; ნდობის ჯგუფის ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეა
ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შესაძლო თანამშრომლობა საზოგადოების დაკვეთა მგონია

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.205.126.164