ინტერნეტ დაიჯესტი

მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში რუსმა მღვდელმსახურმა მეტლახი დააგო

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ტაძარში, რუსმა მღვდელმსახურმა ახალი იატაკი დააგო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსმა მღვდელმსახურმა უძველესი ქვები ილორის ტაძრიდან აყარა და საკუთარი სახლის ეზოში ახალ სამლოცველოს აშენებს.

„ძველი ქვები, რაზეც ტაძარი იყო აშენებული ამოყრილია. მუშები მუშაობენ, ტექნიკა მოდის, ეს ძველისძველი, ისტორიული ქვები, რომელზეც აშენებული იყო ეკლესია მამაოს თავის სახლში მიაქვს და თავის კერძო ეკლესიას აკეთებს“, - ციტირებს „რუსთავი2“ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველის კომენტარს.

ილორის წმინდა გიორგის ტაძრის განადგურება საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ დაიწყო. ტაძარში კედლები გადაღებეს, რუსული გუმბათი დაადგეს და უნიკალური ქართული წარწერების წაშალეს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძლურია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. სპეციალისტების განმარტებით, ძეგლების განადგურების პროცესს ვერც ქართული ეკლესიის ჩარევა შეაჩერებს.

„სამწუხაროდ, ვითარება არ იცვლება. რასაც უნდა იმას აკეთებს ეს უკანონო სახელმწიფო იქ. ვეჭვობ, რომ ჩვენ ეკლესიას შეეძლოს იქ რაღაცის შეცვლა და გაკეთება. რუსული ეკლესია ხომ სახელმწიფოს იარაღია და ჩვენი ეკლესია რას შეძლებს იქ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მე არ მგონია“, - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გოგოშიძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არ გამორიცხავენ, რომ ქართულ ტაძრებს რუსულმა ეკლესიამ ქართული კვალის საბოლოოდ წასაშლელად, სახელები გადაარქვას.

ick.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება
ირაკლი ალადაშვილი: თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?
პეტრე მამრაძე: ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა
საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან
ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს
„ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,¬ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“
სევდია უგრეხელიძე: ივანიშვილი კალაძის მერობას არ დაუშვებს; ვიცე-პრემიერს საკუთარი გუნდი და ამბიციები გააჩნია
მირიან მირიანაშვილი: სომხური ლობი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაში ერევა
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიასთან ერთად მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება
„საქმე შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს“ -ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.81.152.30