უცხოური პრესა

«Radio Voice of America» (აშშ): ავტორიტარიზმის საფრთხე და ციანიდით მოწამლული საზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდის, ოპოზიციას, საერთაშორისო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივი დავის ფონზე განიხილება; დავა სასამართლო სისტემის სამართლიანად ჩამოყალიბებისთვის; ხმაურიანი გამოსვლები, აქციები და უკიდურესი ვნებათაღელვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეაბილიტაციის საკითხზე; თავისუფალი მედიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და „რუსთავი-2“–ის საქმე, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაში ხვდება; ეკლესიაში არსებული კრიზისი; გაურკვევლობა, კრიმინალი და დაპირისპირება პარალელურ რეჟიმში, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და აპათიური ფონი; ლოკალური სოციალური აფეთქებები, უმუშევრობა და შრომის არასათანადო პირობები; დისკრედიტებული და დასუსტებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაძლიერებასა და ალტერნატიულ ძალად წარმოჩენას; პრეზიდენტის ინსტიტუტი კი როგორც უკანასკნელი გამაგრებული პუნქტი დაცემამდე და ამ ყველაფრის ფონზე საგარეო ფაქტორები - აგრესიული და გაძლიერების გზაზე დამდგარი რუსეთი და რუსული ინტერესები... აი, ეს გახლავთ ჩამონათვალი კრიზისებისა, რასაც ერთდროულად აქვს ადგილი დღევანდელ საქართველოში.

 

რა შეიძლება აღმოჩნდეს არსებული ვითარების გაგრძელება, რამდენადაა შესაძლებელი ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო დასუსტება ამგვარ კრიზისულ ფონზე, ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ მოსაზრებები ჩაწერა.

 

პოლიტოლოგი, „ჯიპა“-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა პრობლემა ფორმალური მმართველობის არსებობიდან გამომდინარეობს:

 

„ეს ყველაფერი ჰგავს კრიზის, მაგრამ ეს კრიზისი უფრო ურტყამს ხელისუფლებას, რადგან უამრავი მსგავსი თემა, რომელიც კომიკურ ხასიათსა და შინაარსს იღებს, საბოლოო ჯამში ხელისუფლებას აზარალებს და იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანი ახლა არიან ჩავარდნილი ჭაობში, ფართხალებენ და სულ უფრო და უფრო ეფლობიან. ფართხალი „პატრიარქის მოწამვლის“ საქმეზე, ფართხალი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმეზე, ფართხალი „რუსთავი-2“-ის საქმის გამო, ფართხალი საკონსტიტუციო რეფორმებზე, ფართხალი სასამართლოზე... ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო არაკომპეტენტური ადამიანების შეყვანა პარლამენტში და ენის შეუბრუნებლად შესრულება იმ დირექტივებისა, რაც მოდის მხოლოდ ერთი ადამიანისგან. თან ეს ადამიანი ძალიან ცოტა ვინმეს ხვდება და გუნდთან კომუნიკაცია არ აქვს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას“.

 

„ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამხრეთ კავკასიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „საქართველო დღეს მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, რამდენად მოახერხებს „ქართული ოცნება“ გახდეს ნამდვილი დემოკრატიული პარტია და მის მიმართ მინიჭებული ნდობა, გამოხატული საკონსიტიტუციო უმრავლესობის მინიჭებით, გამოიყენოს პასუხისმგებლობით და არა როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ან საკუთარი სამომავლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ესაა ოპოზიციის ფრაგმენტაცია, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის, პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის. ვფიქრობ, ნებისმიერ ხელისუფლებას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რაც არ უნდა მაღალი ლეგიტიმაცია და მაღალი მანდატი ჰქონდეს მინიჭებული მოსახლეობისგან არჩევნებზე, სჭირდება პოლიტიკური ოპოზიცია. ეს სჭირდება ქვეყანას, რადგან ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს წარმოადგინოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები“.

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ავტოკრატიის გზას დაადგა და მანამდე ყველა ინსტიტუტის განადგურება აქვს გადაწყვეტილი:

 

„ქართული საზოგადოება იყო ამ ციანიდის სამიზნე და მოწამლა კიდევ, ციანიდმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ჩვენ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ მოწამვლასთან. ბოლო დარჩენილ კუნძულზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა დღეს ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ უშიშროების საბჭოს სახე უნდა შეუცვალონ და მხოლოდ ომიანობის შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს. აბსურდამდე მიდის საქმე. ომის ღმერთად ნიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ვიღაცას ის აღიზიანებს. რაციონალურ ჩარჩოებში ამის განთავსება შეუძლებელია. საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა ვარკვირდებით სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რღვევას, სრულ კოლაფსს“, -აცხადებს გია ხუხაშვილი და საუბარს ავტორიტარიზმის საფრთხეზე აგრძელებს:

 

„ფაქტობრივად, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა, აღარ დარჩა არც ერთი ავტორიტეტი, რამაც შეიძლება სტაბილურობა შესძინოს სისტემას. ეს დამახასიათებელია სუსტი ლიდერებისთვის. სუსტი ლიდერები კი თავის მხრივ, მიდრეკილნი არიან ავტორიტარიზმისკენ, რადგან როდესაც ვერაფერს ქმნი, ცდილობ ნეგატიური ინსტრუმენტებით შეინარჩუნო ძალაუფლება. აი, ახლა ამ პროცესში ვიმყოფებით. ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერ ამას დასრულებული სახე არ აქვს და ჰუმანურობის ელემენტები ხელისუფლებაში ჯერ კიდევ გვაქვს. სისუსტე ჯერ კიდევ არ გადასულა ისეთი ხარისხით გაბოროტებაში, რომ მისი აგრესიული ქმედებებით შენიღბვა დაიწყოს, მაგრამ ვითარება უკვე საკმაოდ დრამატულია. სამწუხაროდ, [ხელისუფლებას], ავტორიტარიზმის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება“.

 

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არსებული კრიზისული ფონის სიმძიმეს არ იმჩნევენ.

 

http://www.amerikiskhma.com/a/autocratic-state-and-cianide/3727552.html

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

მამუკა არეშიძე: საქართველოს ახლა უამრავი აზიელი მოაწყდება, რომელიც ჩვენგან ევროპაში მოხვედრას მოინდომებს
ლევან ბერძენიშვილი: ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ - ეს კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით - ეს კი ცუდია
თორნიკე შარაშენიძე: მეგონა, რომ სავიზო რეჟიმს რუსეთიც გააუქმებდა
ჯონდი ბაღათურია: სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია
„კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის“
არჩილ გამზარდია: დეკანოზი წინასწარი პატიმრობისას უფრო დაცული იქნება, ვიდრე გათავისუფლების შემთხვევაში
ზაალ ანჯაფარიძე: მარგველაშვილისა და უსუფაშვილის თანამშრომლობა მოსალოდნელია
კორნელი კაკაჩია: თუ უვიზო რეჟიმი გართულების გარეშე წარიმართება, შესაძლებელია, სამუშაო ვიზებზე დაიწყოს მოლაპარაკება
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი-2“-ზე გავლენის შენარჩუნებას არ შეეცდება
გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.87.112.248