ქართული პრესა

შეტევის ახალი პლაცდარმი თბილისზე: „ამ სარაკეტო სისტემით, რუსებს შეუძლიათ, ვოლგოგრადიდანაც მოგვწვდნენ ყოველგვარი შეტაკების გარეშე"

მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი საიდუმლოდ განათავსა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით 1987 წელს ხელმოწერილი საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია.

 

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ეს ქმედება ევროპაში უსაფრთხოების სურათს ცვლის, რაც საქართველოსთვისაც რისკების შემცველია.

(...)

 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთანაც პირდაპირ შეხებაშია.

 

"როგოც ჩანს, პუტინი პირდაპირ წავიდა დარღვევაზე, საიდუმლო ვითარებაში მოახდინა ასეთი ტიპის სარაკეტო სისტემის მოდერნიზაცია (თუ ახალი ტიპის რაკეტის შექმნა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია). მათ გაზარდეს სისწრაფისა და დარტყმის ეფექტი, რამაც აშშ-ს სერიოზული შეშფოთება გამოიწვია."ეს არის სერიოზული გამოწვევა, რუსეთი ფაქტობრივად შეტევის ტიპის შეიარაღების განთავსებაზე გადავიდა. ეს პირველ რიგში სახიფათოა იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან პირდაპირ შეხებაშია. აღნიშნული სარაკეტო სისტემით რუსებს შეუძლიათ, ვოლგოგრადიდანაც მოგვწვდნენ ყოველგვარი შეტაკების გარეშე", - ამბობს ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, აღნიშული სარაკეტო სისტემის განთავსებით რადიუსი იზრდება და რუსეთს უფრო მეტი დამრტყმელი შეიარაღების პოტენციალი ექნება.

 

"იმისთვის, რომ ნატომ რუსული აგრესიული ქმედებები შეაჩეროს, მოუწევს უფრო მეტი ძალისხმევის მობილიზაცია, რაც ამ ეტაპზე მას უჭირს. ეს იქნება უკონტაქტო საბრძოლო მოქმედებების შემადგენელი ნაწილი და რუსეთი თავის სახმელეთო შეიარაღებული ძალების კომპონენტების ნაცვლად სარაკეტო დაშინების პოლიტიკას გამოიყენებს. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად გამოთქვა ასეთი განსაკუთრებული შეშფოთება", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კრემლს თავისი სიმართლე აქვს და მის ამ ნაბიჯსაც თავისი წინაპირობები ჰქონდა, თუმცა, ის გადაწყვეტილებას სპონტანურად არ იღებს და ამისთვის მზადება გარკვეული ხნით ადრე დაიწყო. „ბირთვული შეიარაღების სფეროში დღეს ძალიან ცოტა კანონიღა მოქმედებს. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს დარღვევა არ არის და არც მიკვირს, რადგან კრემლს ყოველთვის თავისი სიმართლე აქვს. თანაც, ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებენ. დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს და მოსკოვმაც არ დააყოვნა. ეს არის რუსეთის დიპლომატიისთვის დამახასიათებელი პასუხი.

 

მოსკოვი დონალდ ტრამპის მხრიდან სულ სხვა ქმედებებს ელოდა, ამ დროს რეალობა აღმოჩნდა არა ისეთი, როგორიც რუსეთს სურდა და საპასუხოდ ეუბნება, არ გინდათ ჩემთან მეგობრობა? კი ბატონო, მაშინ მიიღებს ამას. ეს კი მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებისთვის ეს არის საჩუქარი", - ამბობს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დასავლეთის მხრიდან ძირითადად ნატო მოქმედებდა, რაზეც რუსეთი მაინცდამაინც მკვეთრად და აგრესიულად არ რეაგირებდა.

 

„თუმცა, დასავლეთ საზღვარზე თვითონაც აძლიერებდა თავის სამხედრო შენაერთებს. იმ დროს მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ამ ყველაფერს შეაჩერებდა და უფრო თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი გეგმების რეალიზაციას. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და მოსკოვი სერიოზულ ბარიერებს წააწყდა. რუსეთში აანალიზებენ, რომ დონალდ ტრამპს დღითიდღე სულ უფრო უჭირს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და მოსკოვი უბრუნდება საკუთარ ძალისმიერ სტილს. მითუმეტეს, რომ რუსეთს მცირე ხნით ტაიმაუტი ჰქონდა აღებული სირიაში, სადაც მანამდე სამხედრო ქმედებებით აქტიურად იყო დაკავებული. ახლა მოსკოვმა მოიცალა უკრაინისთვის, ასევე, სამხედრო დემონსტრაციისთვის და კუნთების თამაშისთვის.

 

სწორედ ახლახან ვკითხულობდი ბრიტანელი გენერლის ინტერვიუს, რომელსაც შარშანდლამდე ნატოს მთავარსარდლის მოადგილის პოსტი ეკავა. მან 2016 წლის გაზაფხულზე საკმაოდ გახმაურებული წიგნი დაწერა, სახელწოდებით „2017 წელი - რუსეთთან ომი", ანუ, მან დააანონსა, რომ 2017 წელს რუსეთთან ომი იქნება", - ამბობს სოსო ცინცაძე.

 

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნატოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

 

„მე, ისევე, როგორც ნებისმიერ რიგით ადამიანს, მსურს, რომ ეს ყველაფერი არ მივიდეს ცხელ დაპირისპირებამდე და ამას არ მოჰყვეს ბირთვული კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით ესკალაცია და სამხედრო დაპირისპირება აღმავალი ხაზით მიდის. აქ საკითხი იმაზეა, პირველი ვის უმტყუნებს ნერვები, ვაშინგტონს თუ მოსკოვს?! მაგრამ აქვე ისიც ყველამ ვიცით, რომ ვისაც ნერვები პირველი უმტყუნებს, ის უკვე წაგებულია.

 

აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება 2-3 თვეზე. მხედველობაში მაქვს საფრანგეთის არჩევნები, სადაც თუ პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს, მოსკოვი უფრო თავდაჯერებული იქნება. მერე ამას მოჰყვება იტალიის არჩევნები, მერე ჰოლანდიის არჩევნები, ბოლოს დამაგვირგვინებელი იქნება შემოდგომაზე გერმანიის არჩევნები. ანუ, ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანაშია არჩევნები და თითქმის ყველგან ერთმანეთს პრორუსული და ანტირუსული ძალები უპირისპირდებიან. ამიტომ ძალიან ბევრი რამ ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს სოსო ცინცაძე.

 

გაზეთი „რეზონანსი“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184