ინტერვიუ

ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ უნდა ველოდოთ

"თუ რუსეთში ვინმეს იმედი აქვს, რომ ამგვარი მიზნით საქართველოს აიძულებს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, ვფიქრობ, მსგავს მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ ამ თემაზე მსჯელობა შეძლება მხოლოდ დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის კომპლექსში. ეს სულ სხვა თემაა და მისი ვიზებთან დაკავშირება უსაფუძვლოა", - განაცხადა "რეზონანსთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით.

 

- როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის მხრიდან სავიჟო რეჟიმის გაუქმებას?

 

- პირადად მე ამის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან უკანასკნელი კომენტარი, რომელიც ჩვენ ბატონი ლავროვისგან მოვისმინეთ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მან განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიდი და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რისთვისაც საჭიროა ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო მაღალი დონე, ვიდრე დღეს არსებობს. პრაქტიკულად საქართველოსთვის ვიზების მოხსნის აუცილებელ პირობად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დაასახელა. გასაგებია, რომ ეს იყო მინიშნებით, მაგრამ სხვაგვარად მისი სიტყვების გაგება შეუძლებელია. ამასთან ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირირება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

 

- რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველომ გადადგას მსგავსი ნაბიჯი და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე წავიდეს?

 

- მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ შორის რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღების გამო არ შეწყვეტილა. როგორც იცით, რუსეთმა 2000 წელს შემოიღო სავიზო რეჟიმი ჩეჩნეთში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის ფორმალური საფუძველიც ანტიტერორისტული პოლიტიკის გაძლიერება იყო. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და საელჩოებიც გახსნა. საქართველო კი, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუება იმას, რომ მის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე რუსეთის 3 საელჩო იყოს.

 

ამიტომ ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის კომპლექსში. ეს სულ სხვა თემაა და მისი ვიზებთან დაკავშირება უსაფუძვლოა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ამგვარი მიზნით საქართველოს აიძულებს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, ვფიქრობ, მსგავს მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია. მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მხრიდან იმ პირობებში, როცა საქართველოს თავად აქვს გაუქმებული, ისევ რუსეთის ინტერესებში შედის. თუ ამგვარი გაგება მოსკოვში გაიმარჯვებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი და მაჩვენებელი იქნება, თუ არადა, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის.

 

- ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნული თემატიკის წამოწევა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება?

 

- რა თქმა უნდა. უდავოა, რომ მოსკოვის მხრიდან ამგვარი განცხადებების გააქტიურება სპეკულაციების დონეზე ხდება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ბოლოდროინდელ ურთიერთობას უკავშირდება.

 

- როგორ გგონიათ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს გაუუქმებს, რა შეიცვლება ჩვენთვის?

 

- ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური იქნებოდა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი აქვთ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებთან, გაუმარტივდებოდათ მიმოსვლა და ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, როგორც ჩვენ ვამბობთ. თუმცა, ამ წმინდა ჰუმანიტარულ ასპექტთან რამე პოლიტიკური ვაჭრობის მიბმა, გასაგებია, რომ წინასწარვე წაგებული თამაშია

 

გაზეთი „რეზონანსი“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232