ქართული პრესა

რატომ დაუკავშირა „ოცნებამ“ ციანიდის საქმე პატრიარქს: „თუ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს წულუკიანმა პასუხი უნდა აგოს“

"ციანიდის საქმე" უფრო და უფრო დიდი სკანდალით გრძელდება. სამდღიანი სპეკულაციების შემდეგ პროკურატურა ამტკიცებს, რომ არა თუ პატრიარქის, არამედ არც სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლა არ იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაზაფვრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს არც პროკურატურა, არც პრემიერი, არც იუსტიციის მინისტრი და არც "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ხმამაღლა ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა "დიდ უბედურებას", "ტრაგედიას" და "დესტაბილიზაციას" გადაარჩინეს.

 

უფრო მეტიც, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ერმაც და ბერმაც არასწორად გაიგო, არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა და "ყველა შარზეა".

 

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ მაღალი იერარქის მკვლელობაზე არ იყო საუბარი, პრემიერის და იუსტიციის მინისტრის განცხადებები ტრაგედიაზე და გადატრიალებზე გაუგებარია, რადგან ამ სკანდალით პროკურატურისა და ხელისუფლების იმიჯთან ერთად ეკლესიის, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუციის, იმიჯი დაზიანდა და ეს ძალიან სახიფათოა. „ლამის არის, მუხლმოყრით მიგვიყვანეს პრემიერთან და მადლობა გვათქმევინეს, დიდ უბედურებას გადაგვარჩინეთო და თურმე შორენას (თეთრუაშვილი) მოკვლა უნდოდათ?", - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს იყო პატრიარქის სახელით სპეკულაცია და მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

 

ხელისუფლების ტერმინებით მანიპულირება

 

სამი დღის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლა იგეგმებოდა და ჩანთაში ციანიდით დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც მიდიოდა ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქს ოპერაციას უკეთებდნენ. პროკურატურის ბრიფინგს მოჰყვა პრემიერს განცხადება, რომ ქვეყანა დიდ უბედურებას აიცილეს თავიდან და პატრიარქთან დაცვა გაძლიერებულია, მას კი პროკურატურა ინფორმაციას აწვდის. ასევე გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და თქვა რომ გადავრჩით ტრაგედიას და არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციას და პატრიარქი საიმედო ხელშია.

 

მსგავსი განცხადებები გააკეთეს "ქართული ოცნების" სხვა წევრებაც, რასაც მოჰყვა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები. ოთხშაბათს კი "რეზონანსთან" საუბრისას პროკურატურამ თქვა, რომ მათ არც პატრიარქის და არც მაღალი იერარქის მკვლელობის მომზადება არ უთქვამთ და საუბარია მხოლოდ "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან", რამაც დიდი ხმაური გამოიწვია, თუმცა სხვა მედიასაშუალებებთანაც დაადასტურა ის, რაც "რეზონანსს" უთხრა.

 

ვინ შეიყვანა პრემიერი შეცდომაში ე.წ. ციანიდის საქმეზე და რა საქმე აიყვანა მთავრობის მეთაურმა პირად კონტროლზე, თუ პროკურატურა უკვე ღიად აცხადებს, რომ ის არ აწარმოებს ძიებას არც პატრიარქის და არც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის ფაქტზე?

 

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბერლინის კლინიკაში მყოფი პატრიარქი მოინახულა, აცხადებს, რომ მას არაფერი უთქვამს არასწორად და ე.წ. ციანიდის საქმეს "უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა". „მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

არც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წაიღო უკან განცხადება დესტაბილიზაციისა და დიდი ტრაგედიის თავიდან აცილებაზე. იგი ამბობს, რომ არავითარ გაუგებრობას ადგილი არ აქვს და სამართალდამცველებმა ქვეყანას ტრაგედია ააცილეს.

 

„ქვეყანას ავაცილეთ თავიდან ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, არის სახეზე. უტყუარია ის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიების შედეგად, ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ "ყველა შარზეა, რომ თურმე ხელისუფლება მოსახლეობას აპანიკებს".

 

"ოპერატიული და კარგი საქმიანობა ჩაატარა ხელისუფლებამ, რაზეც მადლობა ეკუთვნის და ახლა ყველა შარზეა, რომ არიქა, ხელისუფლება რაღაცებში ერევა და მოსახლეობას აპანიკებს", - ამბობს ზვიად ძიძიგური.

 

ანალიტიკოსები: ხელისუფლება უტიფრად ამტკიცებს საპირისპიროს

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის შეფასებით, მთელი ეს 3-დღიანი სპეკულაციები ამაზრზენია და ის "პრემიერის როტორიკას უკვე გონივრული ეჭვით უყურებს". იგი თვლის, რომ "საქმის შეკერვასაც" მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება და რაც ახლა ხდება "სრული ბარდაგია". "ლამის არის, მუხლმოყრით მიგვიყვანეს პრემიერთან და მადლობა გვათქმევინეს, დიდ უბედურებას გადაგვარჩინეთო და თურმე შორენას მოკვლა უნდოდათ?" - აღნიშნავს ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დატრიალებული სკანდალით ყველა წაგებული დარჩა. ქვეყანაში ერთადერთი ავტორიტეტი ეკლესია იყო და ამ ყველაფრით ეკლესიის იმიჯი ძალიან შეირყა და "ყველაზე ცუდია".

 

„ყველაზე საშიშია, როდესაც რწმენა იკარგება. ხალხს რაღაცის უნდა სწამდეს, ამ სკანდალით კი რწმენა ნელ-ნელა იკარგება", - მიიჩნევს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, პროკურატურას თავიდანვე რომ ეთქვა, პატრიარქის წინააღმდეგ არ იგეგმებოდა რამე, ეს მხოლოდ მისი გარემოცვის წევრს ეხება, სასულიერო პირებს შორის ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში ატეხილი ურთიერთ ლანძღვას და სკანდალს არ გამოიწვევდა.

 

„მთავრობის ავტორიტეტი არ მადარდებს. ეკლესიის რეიტინგი უკვე დაეცა. ბინძური საცვლები პირველად საჯაროდ სინოდმა გამოფინა, როდესაც მღვდელმთავრები ერთმანეთს ლანძღავდნენ. ახლა, ამ სკანდალის შემდეგ კი თითქოს აღვირი ახსნესო და ტელევიზიაში ერთმანეთს ასწრებენ ლანძღვას. მღვდელი რომ მღვდელზე იტყვის არაკაციაო, ამის შემდეგ რა პატივი უნდა ვცე ამ ინსტიტუტს? ასეთი ღარიბი მეტყველება, უწიგნურობა და გაუნათლებლობა სამარცხვინოა. ყველაფერი ეს სამ დღეში გამოფინეს. კალისტრატე ცინცაძე ალბათ საფლავში ტრიალებს," - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

 

თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ პროკურატურა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე საუბრობდა, პრემიერის გამოსვლაში აშკარად იგულისხმებოდა პატრიარქი და სჯობდა ეთქვათ, შევცვალეთ ვერსია, ვიდრე უტიფრად ამტკიცონ საპირისპირო.

 

„აშკარად ახსენეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და თუ დღეს უარყოფენ და ამბობენ არ გვიხსენებიაო, ამის დამტკიცება ადვილად შეიძლება. აშკარად შეცვალეს სიტყვები და თანაც უტიფრად ამბობენ, რომ არ შეუცვლიათ. სჯობდა ეთქვათ, შევცვალეთ ვერსია, ვიდრე უტიფრად ამტკიცონ საპირისპირო. არსებობს სამი ვერსია: ერთი, რომ მართლა იგეგმებოდა ვიღაცის მოკვლა და ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს. მეორე ვერსიაა, რომ მას ეკლესიის წრიდან ვიღაცამ მოუწყო პროვოკაცია და მესამე ვერსიაა - ეს პროვოკაცია სახელმწიფომ გააკეთა. იმდენად დიდი სკანდალია ეს, არც ვიცი რა ვიფიქრო, - ამბობს აბაშიძე.

 

თეოლოგი ვლადიმერ ნარსიას თქმით, პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის კატეგორიული ტონით საუბარი გადატრიალებისა და დიდ უბედურების თავიდან აცილებაზე კითხვებს აჩენს: „პროკურატურამ განგვიცხადა, რომ მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა იყო დაგეგმილი, ეს ხომ ყველამ გავიგეთ და ახლა ტერმინებით ხდება მანიპულირება, რომ როგორმე თამასა ჩამოწიონ. ისეთი ტემპერატურა შექმნეს, რომ ამას მარტივად ვერ გააციებენ. თუ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, პროკურორი უნდა გადადგეს და ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაზე პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა პასუხიც უნდა აგონ. თუ შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი, ეს საერთოდ ეკლესიაზე თავდასხმაა რატომ არის, ესეც გაუგებარია", - აცხადებს ვლადიმერ ნარსია. იგი თვლის, რომ პატრიარქის ოპერაცია ფატალურად რომ დასრულებულიყო, პროკურატურა სკანდალურ ვერსიას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების ვერსიას, შეინარჩუნებდა და მერე რა რომ არ განხორციელდა, მოწამვლის დაგეგმვას ეკლესიაში არაერთი სასულიერო პირის დისკრედიტაცია მოჰყვებოდა.

 

პირველ რიგში კი ამ ადამიანების სიაში მოხვდებოდა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი და მისი მხარდამჭერი ადამიანები, რადგან დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ მეუფე დიმიტრის გარემოცვიდანაა. ეს კი იმას გამოიწვევდა, რომ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში ჩამოცილებული იქნებოდა ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.

 

"თამასა ძალიან მაღლა იყო აწეული და ახლა ლაპარაკობენ, რომ შორენა თეთრუაშვილზე იყო თურმე საუბარი. იმდენად ბნელი იყოს სქემა, რომ როგორც ჩანს პროკურატურა თავიდან ვერ გაერკვა. ამის დანახვაა მთავარი. ეს მახინაცია არ უნდა დაეგეგმათ. იმ პროკურატურაში ან პრემიერთან ერთი მცოდნე კაციც რომ ყოფილიყო, მათ ურჩევდა, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები არ გაკეთებულიყო", - მიიჩნევს ვლადიმერ ნარსია. მისი თქმით, პროკურატურა უკვე მერამდენედ აჩვენებს, რომ არაკვალიფიციურია და მას უნარი არ შესწევს, რაღაცეები დაასრულოს.

გაზეთი „რეზონანსი“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

მამუკა არეშიძე: საქართველოს ახლა უამრავი აზიელი მოაწყდება, რომელიც ჩვენგან ევროპაში მოხვედრას მოინდომებს
ლევან ბერძენიშვილი: ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ - ეს კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით - ეს კი ცუდია
თორნიკე შარაშენიძე: მეგონა, რომ სავიზო რეჟიმს რუსეთიც გააუქმებდა
ჯონდი ბაღათურია: სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია
„კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის“
არჩილ გამზარდია: დეკანოზი წინასწარი პატიმრობისას უფრო დაცული იქნება, ვიდრე გათავისუფლების შემთხვევაში
ზაალ ანჯაფარიძე: მარგველაშვილისა და უსუფაშვილის თანამშრომლობა მოსალოდნელია
კორნელი კაკაჩია: თუ უვიზო რეჟიმი გართულების გარეშე წარიმართება, შესაძლებელია, სამუშაო ვიზებზე დაიწყოს მოლაპარაკება
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი-2“-ზე გავლენის შენარჩუნებას არ შეეცდება
გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.87.112.248