ინტერვიუ

გიგლა ბარამიძე: ვიღაცას გიორგი კვირიკაშვილის დასუსტება უნდა

რა მიზანს ემსახურებოდა ციანიდის სკანდალი, რატომ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი, რა ძალები გააქტიურდნენ მთავრობის შიგნით? - ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

- მთელი ეს დღეები მთავრობა გვეუბნებოდა, რომ ციანიდის საქმის გახსნით საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა. არაპირდაპირ ამბობდნენ, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან გვქონდა საქმე. 16 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ ამაზე არც კი ყოფილა საუბარი. ახლა ხელისუფლების პირველი პირები თავიანთი განცხადებების გაპრავებას ცდილობენ. რასთან გვაქვს საქმე?

 

- სანამ ამ თემაზე დავიწყებდე საუბარს, მინდა, საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებსაც გამოვეხმაურო. მიმაჩნია, რომ შეფასებები პატრიარქის საქართველოში დაბრუნებისა და სინოდის სხდომის შემდეგ უნდა გაკეთდეს. სხვადასხვა არასამთავრობოები თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იუდას მზერით გამოდიან და ნიშნის მოგებით საუბრობენ საპატრიარქოზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას ძალიან უნდა, ეკლესიაში საქმე ცუდად იყოს. მე კი დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი იქნება კარგად.

 

ციანიდის საქმის გარშემო მომხდარი გაუგებრობა კი ძალიან სამარცხვინოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი რიგი შტოები სერიოზულად არის მოფამფალებული. ისეთ დაბალ დონეზე არიან, ლამის სახლობანას თამაშობენ. როგორ უნდა ენდოს ამათ ადამიანი, როგორ უნდა გჯეროდეს სამართლიანობის აღდგენის, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრეულივით იცვლიან შეხედულებებს და თავიანთი განცხადებები უკან მიაქვთ. მართალია, პროკურატურას თავიდანვე პირდაპირ არ განუცხადებია, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე იყო საუბარი, მაგრამ ყველაფერი ამ ვერსიის განვითარებისკენ წაიყვანეს. საგანგებო განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმაც. მთელი სამი დღე ეს ვერსია მუსირებდა.

 

- მერე რა მოხდა?

 

- ეტყობა, რაღაც ვერსიები და არგუმენტები შემოელიათ, უკან დაიხიეს და ახლა განმარტებების გაკეთებაზე არიან გადასული. ამბობენ, არც პატრიარქი გვითქვამს და არც მაღალი იერარქიის სასულიერო პირიო. ასეთი რამეები რომ ხდება, ამიტომაც აღარ არის პროკურატურის მიმართ ნდობა. მთავარმა პროკურორმა და ამ უწყების მაღალი თანამდებობის პირებმა ბოდიში უნდა მოიხადონ და გადადგნენ. მათ თანამდებობის დატოვება მთავრობის მეთაურმაც უნდა მოსთხოვოს. პროკურატურამ, პირველ რიგში, გიორგი კვირიკაშვილი ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.

 

- ამბობთ, რომ, პირველ რიგში, პრემიერი ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში. ეს შეგნებულად ხომ არ გაკეთდა?

 

- ამასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, სანამ საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, ამაზე არ ვისაუბრებ. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. ერთი რამე კი ნათელია - ძალიან ეშმაკური და მრავალკომბინაციური სცენარია დადგმული.

 

ვიღაცებს უნდათ, პატრიარქის დაცვის მოტივით შეაღწიონ საპატრიარქოში და საზოგადოებას დაანახონ, მათი ჭკუით, ეკლესიის მანკიერი მხარე. ამის მცდელობა დიდი ხანია აქვთ სხვადასხვა ტიპის გრანტიჭამიებს. ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება _ ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლები ეკლესიასა და მართლმადიდებლობას ებრძვიან, როგორ უცბად დატკბნენ და გამუდმებით პატრიარქის ჯანმრთელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ ფონი და ამას ეკლესიის ლანძღვა მიაყოლეს.

 

ეკლესიაში მიმდინარე პროცესებით პრემიერიც შეშფოთებულია. მის გულწრფელობაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, მის გარშემო კი ძალიან საეჭვო ხალხია თავმოყრილი.

 

- რა ხალხზეა საუბარი?

 

- აშკარად იგრძნობა, რომ მთავრობის შიგნით არის ჯგუფები, რომლებიც პრემიერის დასუსტებას ცდილობენ. არ არის გამორიცხული, ციანიდის საქმეც მის დასუსტებას ისახავდეს მიზნად. ამ საქმემ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან განცხადებები იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რაც პროკურატურამ მიაწოდა.

 

- მას არ შეეძლო ამ ინფორმაციის გადამოწმება? ციანიდის საქმის შესახებ საჯარო განცხადება 13 თებერვალს გაკეთდა. მამა გიორგი მამალაძე კი 10 თებერვალს დააკავეს. საქმის კურსში იყო პრემიერიც. 13 თებერვალს მან თქვა, რომ პატრიარქის დასაცავად პირადი დაცვის წევრები გააგზავნა...

 

- ვისთან უნდა გადაემოწმებინა? მას ამის შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა, რას წარმოიდგენდა, რომ შეცდომაში შეიყვანდნენ. ადამიანს უთხრეს, უდიდესი საქმე გავხსენითო, ახლა კი ირკვევა, რომ არანაირი საქმე არ გაუხსნიათ. ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა საშინელებაა, მაგრამ, როცა პატრიარქზეა საუბარი, ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. პრემიერი უხერხულ მდგომარეობაშია, საპატრიარქოს გარშემო კი ათასი სიბინძურე ვრცელდება.

 

- წინა ინტერვიუში თქვენ გვითხარით, უახლოესი ორი თვის განმავლობაში საქართველოში ისეთი რამეები მოხდება, რაც ბევრ მოვლენას გადაფარავსო. ამ გეგმის შესახებაც ხომ არ საუბრობდით მაშინ?

 

- ციანიდის საქმეზე არ შეიძლებოდა, რაიმე ინფორმაცია მქონოდა, მაგრამ, რაღაც რომ მზადდებოდა ამ მიმართულებით, ნათელი იყო. ღიად კეთდებოდა განცხადებები და, ადამიანს თუ ანალიზის უნარი გაქვს, რაღაცებს მიხვდები. ეს ამბავი ამით არ დასრულდება და მას სხვადასხვა მიმართულებით ექნება გაგრძელება. ეს, შესაძლოა, ძალთა სერიოზული გადაჯგუფებით დასრულდეს, რისთვისაც დღევანდელი ხელისუფლება მზად არ არის. არც ის არის შემთხვევითი ამბავი, რომ ნაციონალები ძალიან მოჩიტდნენ, რაც კარგად ნამდვილად არ დასრულდება.

 

- მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძალიან რთულად არის, ისევ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი. თქვენი აზრით, რატომ რჩება ის ჩრდილში?

 

- ეს მისი სტილია. მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. იგი, სავარაუდოდ, პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

მამუკა არეშიძე: საქართველოს ახლა უამრავი აზიელი მოაწყდება, რომელიც ჩვენგან ევროპაში მოხვედრას მოინდომებს
ლევან ბერძენიშვილი: ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ - ეს კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით - ეს კი ცუდია
თორნიკე შარაშენიძე: მეგონა, რომ სავიზო რეჟიმს რუსეთიც გააუქმებდა
ჯონდი ბაღათურია: სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია
„კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის“
არჩილ გამზარდია: დეკანოზი წინასწარი პატიმრობისას უფრო დაცული იქნება, ვიდრე გათავისუფლების შემთხვევაში
ზაალ ანჯაფარიძე: მარგველაშვილისა და უსუფაშვილის თანამშრომლობა მოსალოდნელია
კორნელი კაკაჩია: თუ უვიზო რეჟიმი გართულების გარეშე წარიმართება, შესაძლებელია, სამუშაო ვიზებზე დაიწყოს მოლაპარაკება
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი-2“-ზე გავლენის შენარჩუნებას არ შეეცდება
გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.87.112.248