ინტერვიუ

ავთანდილ დემეტრაშვილი: საქართველოსთვის წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი სადავოდ მიმაჩნია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ახალ თაობასთან“ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრობს.

 

- უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელი გვაქვს და პრეზიდენტის არჩევის წესიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. რეალურად რა ტიპის მართვის მოდელი გვაქვს და რომელი იქნებოდა უფრო ოპტიმალური ჩვენნაირი ქვეყნისთვის?

 

- ცნობილმა უნგრელმა კონსტიტუციონალისტმა ანდრაშ ჩაიომ, რომელიც დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრია, თქვა: რა მნიშვნელობა აქვს, მმართველობის რა ფორმაა ქვეყანაში, მთავარია, რა პოლიტიკური ნება არსებობს იმ ქვეყანაში. გერმანიაში როდესაც ფაშიზმი წარმოიშვა, საპარლამენტო მმართველობა იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო მმართველობა კარგად მუშაობს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იგივე საპრეზიდენტო მოდელი ავტორიტარული მმართველობის წყაროა. საფრანგეთში ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელია, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ზუსტად იგივე მოდელი პოსტსოციალისტურ ქვეყნებში სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. ამდენად, მმართველობის ფორმა კი არ არის ქვეყნისთვის მთავარი, მთავარია, როგორ ახორციელებ მმართველობას, პოლიტიკას.

 

საქართველომ მმართველობის ყველა ფორმა გამოიცვალა. 1921 წლის კონსტიტუციით, პრეზიდენტი საერთოდ არ გვყავდა, ჰიბრიდული საპარლამენტო რესპუბლიკა გვქონდა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ასევე გამოვიარეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მიმსგავსებული იყო ამერიკულ მოდელთან. გამოვიარეთ ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც შემდეგში სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. 2009-2010 წლებში საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან წამოვედით და ახლა სად ვართ, აი, ამაზე დავობენ დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

 

- და მაინც, მმართველობის რა ფორმა გვაქვს?

 

- კომისიის ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ამ ფორმაში უფრო მეტია ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ელემენტები, ვიდრე საპარლამენტოსი. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ დეფორმაციებით, რაც უნდა გამოვასწოროთ.

 

დღევანდელ საქართველოში პარტიული სისტემის განუვითარებლობის გამო საპარლამენტო რესპუბლიკა თავისი ტრადიციული ფორმით რამდენად ეფექტური იქნება, რთული სათქმელია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც პარტიულ უმრავლესობას ჰყავს არათუ კონსტიტუციური უმრავლესობა, არამედ 150 დეპუტატიდან 115 დეპუტატი. ეს პრობლემურია. თუ ამას დაემატება ისიც, რომ შემდეგში პრეზიდენტი იყოს ამ პარლამენტის მიერ არჩეული, საპარლამენტო რესპუბლიკის ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დადგება.

 

- თქვენთვის საპარლამენტო მოდელი მიუღებელია?

 

- დიახ, სწორედ ამ არგუმენტების საფუძველზე დღეს საქართველოსთვის წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი სადავოდ მიმაჩნია.

 

- უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არსებითად არ შეიცვლება, თუმცა არჩევის საკითხი შეიძლება გადაიხედოს და არგუმენტად საპარლამენტო მოდელი მოჰყავთ. ეთანხმებით?

 

- რა თქმა უნდა, არა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკათა ორ მესამედში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ალბათ, მხარს დაუჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, თუმცა კომისიაში არის ერთი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.

 

- ამ ნაწილს სურს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს?

 

- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას ბევრი ეწინააღმდეგება. ძირითადად საარჩევნო კოლეგიაზე კეთდება აქცენტი. კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს კომისიაში, რომ 2018 წელს პირდაპირი წესით ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ როგორც დღეს არის და შემდეგ მოხდეს ახალ წესზე გადასვლა. ეს მოსაზრება გამოითქვა ჩემ მიერ, ვახტანგ ხმალაძის, დავით უსუფაშვილის მიერ და სხვათა მიერაც. ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

 

- თუ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ იქნა არჩეული, უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგება დღის წესრიგში?

 

- ეს პოლიტიკური საკითხია. ის არ შედის მმართველობის სტანდარტებში. ასეც შეიძლება და ისეც.

 

- ანუ პოლიტიკური შეთანხმების საგანია...

 

- დიახ, სწორედ ასეა. საუბარია ეროვნული უშიშროების საბჭოზეც, რომელიც შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდეს, თუმცა ესეც სხვადასხვაგვარად არის გადაწყვეტილი სხვადასხვა ქვეყანაში.

 

- პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად?

 

- დიახ. პოლიტიკური ასპექტი აქ უფრო წამყვანია, თუმცა, თუ პირდაპირი წესით იქნა პრეზიდენტი არჩეული, მაშინ რთული იქნება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს მთავარსარდლის ფუნქცია და სათათბირო ორგანო.

 

- კომისიის მუშაობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

 

- კომისია რამდენიმე ეტაპად მუშაობს. კომისიის მუშაობა კარგად არის აწყობილი ორგანიზაციულად. ამ ეტაპზე საკითხების განხილვა კონცეპტუალურ დონეზე მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე უკვე ნორმატიული მასალა იქნება განხილული. სწორედ აქ გამოჩნდება ყველაფერი.

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189