ქართული პრესა

„საქმის სირთულის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბედს სამი მოსამართლის ნაცვლად ცხრა მოსამართლე გადაწყვეტს“

"რუსთავი 2-ისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მხარეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზეპირი მოსმენით, უახლოეს მომავალში ელოდებიან. მანამდე კი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას, ეს უკანასკნელი კი ხელისუფლებას ტელევიზიის, შესაძლო წართმევაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც - ორივე მხარე, შიშობს, რომ სასამართლო ზეგვალენის ქვეშ მოექცა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშს 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება. რის შემდეგადაც გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხზე სადავეების აღებას.

 

უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს სამი მოსამართლის ნაცვლად ცხრა მოსამართლე გადაწყვეტს.

 

როგორც იურისტები ამბობენ, სასამართლოს კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა გაიწელება.

 

ტელეკომპანიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას".

 

„მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის წილებთან დაკავშირებით. მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობთ გავარღვიოთ მანკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდესაც მოძალადეს - მსხვერპლი, ექსპროპრიატორს - მოწყალე, ხოლო ცილისმწამებელსა და დეზინფორმატორს - თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია. იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გვდებდა ბრალს, თითქოს სასამართლოსთან უკანონო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით, ყველამ თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია, რომელიც პროცესის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, თავად იყო პირდაპირ კომუნიკაციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მას „რუსთავი-2“-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების ლობირებასა და პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებას თხოვდა. აი, ასე - თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში", - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებაში.

 

ქიბარ ხალვაშს „რუსთავი-2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი პასუხობს და ხელისუფლებასთან თანხვედრი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

 

„პაატა სალიას განცხადება არის სრულ თანხვედრაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, და იმ საინფორმაციო ომთან, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში გვესმის. საერთოდ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონ პაატას უთხრეს, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება. თორემ ეს განცხადება მის წერის სტილს არ ჰგავს. უზენაეს სასამართლოში არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას და ახლა მიდის ამათი დისკრედიტაცია, რომ რაღაცნაირად მათი იმიჯი შეილახოს.

 

რაც შეხება მამუკა ახვლედიანს, იგი საერთოდ ჩვენს საქმეს არც იხილავდა და მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. რომ ყოფილიყო პირველი და მეორე ინსტანციის შედეგი, სულ სხვანაირი იქნებოდა. ჩვენი მიზანი ერთადერთი იყო - პირდაპირ ეთერში გადაგვეცა ეს, ყველაფერი საზოგადოებამ ნახა თუ როგორ იქცეოდა სასამართლო პირველ და მეორე ინსტანციაში. და ახლა თვითონ მოსახლეობა გამოიტანს დასკვნას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თამთა მურადაშვილი. მისივე თქმით, გადამწყვეტი ეტაპია, ამიტომ იგი შიშობს, რომ, შესაძლოა „რუსთავი-2“-ის გასანეიტრალებლად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.

 

"ბოლო ეტაპია, როგორც ვთქვი, ხელისუფლების ქმედებები და ბატონი პაატას განცხადება ჯაჭვურ რეაქციაში მოდის და უკვე მიუთითებს იმაზე, რომ გააქტიურებულია ყველა რგოლის მოლოდინი, რომ შეიძლება ნებისმიერი რაღაც მოხდეს. მათ შორის, შესაძლოა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღიძრას რაღაც ახალი საქმე, რომ მისი ჩამოშორება მოხდეს. მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაჩერებს ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას", - გვითხრა თამთა მურადაშვილმა.

 

გაზეთი „რეზონანსი“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133