ქართული პრესა

მიმდინარე წელს ინფლაცია გეგმიურ ნიშნულს გასცდება

2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს აუცილებლად გადასცდება. ამაზე სპეციალისტები ხმამაღლა საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას მთავრობის მხრიდან აქციზის გაძვირება და სავალუტო რყევებიც უწყობს ხელს.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა ინფლაციასთან დაკავშირებით ერთად მუშაობენ.

 

"ეროვნული ბანკის წინადადებიდან გამომდინარე, ჩვენ სებ-ს დავუმტკიცეთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი - 4%. ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს ამოცანა, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 4%-თან ახლოს შეინარჩუნოს. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი საშინაო და საგარეო ფაქტორიდან გამომდინარე, ინფლაციამ მიზნობრივ დონეს გადააჭარბოს. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, რომ ასეთ შემთხვევაში, აამოქმედოს და დათრგუნოს ინფლაცია. მაგალითად, გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ რამ გამოიწვია იანვარში წლიური 3.9%-იანი მაჩვენებელი. "ინფლაციაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი და თუ ის მაღალი იქნება, მან ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღებთ მათგან ნებისმიერ ახსნა-განმარტებას", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, შეიძლება, ინფლაციაზე გარეგანი ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდეს და ამიტომ გადამეტებულმა რეაქციამ მომავალში უფრო ცუდი შედეგი გამოიწვიოს.

 

"ინფლაციის ზრდას ველოდით, მაგრამ იგი შეიძლება იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, თუმცა ძირითადი სურათი არ შეცვლილა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ფასების ზრდაზე, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები - აქციზის ზრდა და სავალუტო რყევები მოქმედებს. 25 იანვარს გამართული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგაც ვთქვით, რომ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გამო, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე მაღლა იქნება, მაგრამ ამავე დროს, სხვა თანაბარ პირობებში, 2018 წელს ინფლაცია უნდა შემცირდეს და მიზნობრივთან (3%) ახლოს უნდა იყოს, სავარაუდოდ, ქვემოთაც უნდა ჩამოვიდეს. ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც, რომ 2017 წლის განმავლობაში ვაპირებთ, მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გავამკაცროთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. მისი აზრით, მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე მაღალი ინფლაციის გამო ვალდებულების დაკისრება არც ისე სწორი მიდგომაა, რადგან მხოლოდ სებ-ი ვერ შეძლებს გააკონტროლოს ინფლაციის მაჩვენებელი. მთავრობამ აქციზის განაკვეთი მკვეთრად ასწია და ეს სწორედ ფასების გაზრდისკენ იყო მიმართული.

 

"სავარაუდოდ, ინფლაციას ჯერ არ მიუღწევია პიკური მაჩვენებლისთვის. წლის განმავლობაში უფრო მაღალი ნიშნული დაფიქსირდება, ვიდრე იანვარში. რაც შეეხება ეროვნული ბანკისთვის მთელი რიგი პასუხისმგებლობის დაკისრებას, არც ისე სწორია. სებ-ი ინფლაციის კონტროლს ვერ მოახერხებს ყოველ კვირას. რაც მას შეუძლია, არის ის, რომ წლიურ ჭრილში დააბალანსოს მაჩვენებელი. ახლა ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ რამდენად შესწევს მას უნარი, წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივს დაუახლოვოს. ყველაფერთან ერთად ლარის გაცვლითი კურსიც უარყოფითად მოქმედებს ინფლაციაზე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ფასების ნახტომისებური ზრდა მთლიანად მთავრობის ბრალია, რადგან აქციზის განაკვეთის ერთბაშად აწევამ ხელოვნურად გამოიწვია დიდი ინფლაცია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ჭარაიამ.

 

გაზეთი „რეზონანსი“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184