ინტერნეტ დაიჯესტი

აჭარის 12 სკოლაში ინტენსიური თოვის გამო სასაწავლო პროცესი შეწყდა

აჭარაში კვლავ ინტენსიურად თოვს. ახალი ნალექის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ყველა მიმართულებით. 

ბოლო მონაცემებით თოვლის საფარი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 1 მ-მდე მერყეობს. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთო. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზები ინტენსიურად იწმინდება ხელვაჩაურშიც. კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.

ქედის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდულია. სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის მონაკვეთი. სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაგა-ბაღში. 

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან და სოფლებთან მიმოსვლა შეზღუდულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა შეუფერხებლად გადაადგილდება ტრანსპორტი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე. სასწავლო პროცესი არ შედგა 22 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაღში.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ინტენსიურად იწმინდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი არ შედგა 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაგა-ბაღში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ზოგიერთ მონაკვეთებში. ბათუმი-ხულოს მონაკვეთის 44 კმ-ზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება ბათუმი-ქედის ცენტრალური მაგისტრალი, ასევე იწმინდება გზა ხულო-გოდერძის უღელტეხილის 106 კმ-დან სათხილამურო ბაზამდე. ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. 

 

 

newspress.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184