ინტერნეტ დაიჯესტი

მამუკა ახვლედიანი: ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან სხვა ადამინების თანდასწრების გარეშე არ მისაუბრია

თბილისის საქალაქო სასამართლოში უწყების ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა უკვე დასრულდა.
როგორც ახვლედიანმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას ნიკა გვარამიასთან სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე საუბარი არასდროს ჰქონია.
მისივე განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერიდან ერთ-ერთი საუბარი ამოიცნო, რომელიც რეალურად ორ საათიანი იყო, ხოლო ჩანაწერში ნახევარ საათამდეა შემცირებული.
„ძალიან უცნაურადაა ეს ყველაფერი გადაჯაჭვული. ეს ყველაფერი იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილია, რომელიც ფინანსებზე საუბარს ეხება და მეორე სასამართლოს პრობლემატიკაზე საუბარია. ის, რაზეც მეორე ნაწილში ვსაუბრობ, ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ჟურნალისტებთან. შეიძლება გახსნილად, არა მაგრამ პირადი საუბარი ბევრთან მქონია მსგავი ტექსტებით, შესაბამისად უცხოს ვერაფერს ვერ ვხედავ. კითხვები არის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც შეეხება ფინანსებს, რომლის თაობაზეც წარმოდგენა არ მაქვს და არასდროს არა თუ ჩემთან არ უსაუბრიათ, ჩემი თანდასწრებითაც კი საუბარი არ შემდგარა. ამიტომაც, დავსვი კითხვა, მე არ ვიცი როგორ მოხდა ეს ამ ჩანაწერში, ეს ერთი ჩანაწერია, არის ავთენტური, დამონტაჟებულია, გვარამიამ ჩაიწერა, უშიშროებამ ჩაიწერა თუ არ ვიცი, ვინ ჩაიწერა, ვინ გაავრცელა. მე უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენს და სრული აბსურდია ამ საკითხებზე საუბარი დადასტურებული ფორმით, რომ ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება, ვიღაცა ვიღაცის საქმეებში ერევა. ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან სხვა ადამინების თანდასწრების გარეშე არ მისაუბრია. ასე რომ, ეს ყველა საუბარი არის სხვა ადამიანებთან ერთად. ერთ-ერთი საუბარი, რომელიც გავიხსენე, იქ ესწრებოდა სამასი ადამიანი და ვუთხარი რომ შეუძლიათ სამასივე გამოკითხონ. თუ იმ სიტუაციას ეხება, სადაც ვვარაუდობ, რომ ჩაწერილია, იქ ორი საათი იყო საუბარი და თან სხვა საკითხებზე. როცა ჩანაწერში არ გესმის ბევრი სხვა ტექსტი, რა თქმა უნდა, გიჩნდება კითხვა, სად წავიდა დარჩემნილი ნაწილი“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლოში გვარამია უკვე დაკითხეს.
 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232