ინტერვიუ

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

NSP.GE

რა ხდებოდა საბჭოთა კა გე ბე-ს ელიტაში გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ, მაშინ როცა საბჭოთა კავშირის მოსალოდნელი ნგრევა უკვე ეჭვს აღარ იწვევდა;

როგორ შესთავაზა საბჭოთა კა გე ბე-ს თემურ ალასანიამ საკუთარი დისშვილის კანდიდატურა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე;

ვინ ურჩევს სააკაშვილს  „ფსკერზე დაწოლას“?

ვინ და რა შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს საქართველოს ექსპრეზიდენტის ლიკვიდაცია და რეალურად ვის საქმეს აკეთებს ის უკრაინაში?

 

ინტერნეტგამოცემა nsp.ge გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ყოფილი საბჭოთა და დღევანდელი რუსული სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანთან, რომელიც პენსიაზე გასულ წელს გავიდა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, პენსიაზე გასვლა სისტემიდან გასვლას არ ნიშნავს.

ჩვენმა კორესპონდენტმა, რუსული სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის გადამდგარი პოლკოვნიკის ჩაწერა უკრაინაში, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში მოახერხა. ის თავისი კარიერის აქტიურ პერიოდში, სწორედ კავკასიის მიმართულებით მუშაობდა.

ინტერვიუ ჩაწერილია მიმდინარე წლის მაისის თვეში და მისი  წინაპირობა, გარდა ჩვენი რესპონდენტის ინკოგნიტოდ დარჩენისა, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და მოქმედ პოლიტიკოსებზე შეკითხვების დასმისგან და მათ ბეგრაუნდზე საუბრისგან თავის შეკავება იყო:

-ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ნათელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გახდა, ვინაიდან ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობოდა საგარეო ვალებში და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ამას ვერ გრძნობდა, საბჭოთა კავშირი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედიოდა.

სხვათა შორის ის, რომ საბჭოთა კავშირის არსებობა ძველი ფორმით სულ რაღაც 20-30 წელიწადში შეუძლებელი გახდებოდა, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ და ამის შესახებ პოლიტბიუროს წევრებსაც კი არ ჰქონიათ წარმოდგენა, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი, ვისაც საბჭოთა კავშირის შენარჩუნების თითქმის ფანატიკურად სჯეროდა, ეს ანდროპოვი იყო, რომელსაც თავისი საკმაოდ ძლიერი თანამოაზრეთა გუნდი ჰყავდა.

 -რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ვერსია, რომ ანდროპოვის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად მოსვლიდან მოკლე დროში, მის გარდაცვალებაში ხელი ამერიკულ სპეცსამსახურებს ერიათ?

-ეს ვერსია სარწმუნოდ არ მიმაჩნია, ვინაიდან, საბჭოთა კავშირში ანდროპოვის გენერალურ მდივნად დიდი ხნით ყოფნა, თავად დასავლეთს აძლევდა ხელს, ვინაიდან როგორც გითხარით, ქვეყნის ეკონომიკური სადავეები უკვე ფაქტობრივად დასავლეთს ეპყრა.

-კარგით, ისევ 60-70-იან წლებს დავუბრუნდეთ. რა ხდებოდა მაშინ საბჭოთა კავშირის პოლიტელიტაში და კა გე ბე-ს ზემო ეშელონებში?

-დღემდე მიმაჩნია, რომ მაშინ ერთადერთი სწორი გზა იქნა არჩეული, როდესაც პროცესების ძალოვანი გზით წინააღმდეგობის მეთოდი უარყოფილი იქნა, ვინაიდან საბჭოთა კავშირი მაშინ მსოფლიო ომის საწარმოებლად მზად არ იყო.

-როგორც ამბობენ, იგივე საბჭოთა კავშირი შეიარაღებაში უზარმაზარ თანხებს ხარჯავდაო..

-ხარჯავდა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის საწარმოებლად მაშინ მზად არ ვიყავით!

-ანუ საბჭოთა კავშირის პოლიტელიტა ქვეყნის დაშლას შეეგუა?

-კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ძალიან მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი რეალური გზა, რომელიც რუსეთს თავის შედეგებს დღეს აძლევს...

-რა შედეგს..

-იმ შედეგს, რომ რუსეთი დღეს ძალებს არნახული ტემპით იკრებს და თავის გავლენას კიდევ უფრო მეტად გააფართოვებს, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო!

-და ესაა შედეგი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტელიტა ქვეყნის დაშლას ჯერ კიდევ 70-იან წლებში შეეგუა?

-პოლიტელიტა არ ვიცი, მაგრამ კა გე ბე-ს ხელმძღვანელთა ჯანსაღი ნაწილი საბჭოთა კავშირის მხოლოდ დროებით დაშლას შეეგუა, ვინაიდან, როგორც ვთქვით, მაშინ სხვა გზა არ იყო! პარალელურად კი, ძალიან გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიწყო მუშაობა თავად საბჭოთა კავშირის დაშლის გზებზე და ამის შემდგომ პერიოდზე.

-მოიცადეთ, გინდათ თქვათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კა გე ბე-ს სცენარით განხორციელდა?

- დიდწილად სწორედ კა გე ბე-ს სცენარით, თუმცა რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა უგუნურ გადაწყვეტილებებს, საიდანაც ზოგიერთი იმ პოლიტიკოსების „დამსახურებაა“, რომლებმაც ქვეყნის მოსალოდნელი დაშლის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბრმა ფანატიკით მოქმედებდნენ, ნაწილი უგუნურებისა კი, დასავლეთის სპეცსამსახურების დამსახურებით იქნა ჩადენილი.

სხვათა შორის, თქვენთან მომხდარი 9 აპრილის ტრაგედია და შემდეგ ბაქოს და ბალტიისპირეთის მოვლენები, სწორედ იმ ფანატიკოსი პოლიტიკოსების ბრძანებით მოხდა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლა სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ, თორემ კა გე ბე-ს გეგმაში არავითარი სისხლი არ შედიოდა...

-მაშ, რატომ არ აღუდექით წინ იმ ბრძანებებს, რომლებმაც ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა?

-ეს შეუძლებელი იყო....

-რატომ?

-თუნდაც იმიტომ, რომ ზესაიდუმლო გეგმა გამოაშკარავდებოდა, ან  უცხოეთის სპეცსამსახურების ანალიტიკოსები მას ვარაუდების დონეზე გაშიფრავდნენ და რამდენიმე პრევენციულ ვერსიას დაამუშავებდნენ, ამას კი ჩვენი მაშინდელი რესურსები ვერ გაუძლებდა.

და საერთოდ, როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, იქ სენტიმენტები და ერთეულებზე, თუნდაც მათ სიცოცხლეზე ზრუნვა, პროფესიონალებში ირონიის სფეროა.

მიუხედავად სიფრთხილის უდიდესი ზომებისა, კა გე ბე-ს გეგმის შინაარსმა მაინც გაჟონა და ამას სტრუქტურაში სათანადო რეაგირება მოჰყვა. გაშიფრულმა აგენტებმა პასუხი საკუთარი სიცოცხლით აგეს, თუმცა ინფორმაციის გაჟონვის მომენტში, ჩვენი გეგმა პრაქტიკულად უკვე ისე იყო დაქოქილი, რომ მისი შეჩერება ძნელი გახლდათ.

-კონკრეტულად რა გეგმა იყო ასეთი?

- ეს გეგმა გულისხმობდა როგორც გითხარით, პირველ რიგში საბჭოთა კავშირის დაშლას, თანაც ისე, რომ არცერთი რესპუბლიკა კონტროლიდან არ უნდა გასულიყო. რა თქმა უნდა, ფარული კონტროლი იგულისხმება.

ამ კუთხით ყველაზე უკეთესი ვითარება შუა აზიაში იყო, ვინაიდან ამ რეგიონის ქვეყნები დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას დიდად არც ამჟღავნებდნენ და იქ სიტუაციის კონტროლი და მართვა გაცილებით უფრო ადვილი იყო, ვიდრე თქვენთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებში..

-ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას ხელი რუსულმა სპეცცსამსახურებმა შეუწყო?

-უფრო სწორი იქნებოდა გეთქვათ, რომ ხელი არ შეუშალა, თუ არ ჩავთვლით იმ ხალხს, ვისზეც ზემოთ მოგახსენეთ და ვისი „დამსახურებაც“ 9 აპრილი და სხვა სისხლიანი დღეებია...

-იყო თუ არა თქვენი სცენარის ნაწილი ზვიად გამსახურდიას პერსონა და თუ იყო, რა როლი ეკისრებოდა მას?

-ზვიად გამსახურდიას როლი იყო ზუსტად ის, რაც მან საქართველოს ისტორიაში ითამაშა. შემიძლია გითხრათ, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო ის პერსონა, რომელზეც ჩვენი სამსახური პირდაპირ ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ის არც მარტო არ ყოფილა...

-ანუ, როგორც გავიგე, ზვიად გამსახურდიას გარემოცვაზე გქონდათ ზეგავლენა?

-თქვენგან კარგი თანამშრომელი დადგებოდა...

-გმადლობთ; თუმცა კე გე ბე-ს გეგმაზე საუბარი არ დაგისრულებიათ...

-შევთანხმდეთ, რომ გრძელვადიანი გეგმის ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა დღესაც სრულდებოდეს, კვლავ დახურული დარჩება...

-კარგით;

-გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, აგრეთვე, ბრჭყვიალა ქაღალდებში შეფუთული დასავლური დემოკრატიის გაშიშვლება საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეების თვალში და ცნობიერებაში.

აგრეთვე, იმ ილუზიის დანგრევა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ნებისმიერი რესპუბლიკა შვეიცარიასავით იცხოვრებდა. სხვათა შორის, ამ აზრს დასავლური სპეცსამსახურები საბჭოთა რესპუბლიკებში და საქართველოშიც მძლავრად ავითარებდნენ და ხალხში ქმნიდნენ ილუზიას, რომ მათი სიდუხჭირისა და სატალონო ბარათების სათავე საბჭოთა სისტემა იყო, ხოლო ევროპასა და ამერიკაში ყველაფერი ეყარა და საჭირო იყო მხოლოდ, რომ მაღაზიამდე მისვლა არ დაგზარებოდათ.

უნდა ითქვას, რომ დასავლური სპეცსამსახურების ეს პროპაგანდა სწორედ იმ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც ჩვენი გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ანუ გასული საუკუნის 80-იან წლებში...

ასევე, გეგმის საკვანძო საკითხი იყო, დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელმძღვანელებად ჩვენი კადრების მოყვანა, რომლებიც დასავლური დემოკრატიის ღირებულებებით მოვიდოდნენ და ეს სწორედ დასავლეთისთვის მისაღები ფორმატით უნდა მომხდარიყო...

-ვფიქრობ, თქვენ ჩვენი საუბრის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადადიხართ; პირდაპირ გეკითხებით, იყო თუ არა ედუარდ შევარდნაძე კრემლის მიერ კონტროლირებადი?

-არ დაგიმალავთ, ის, რომ ედუარდ შევარდნაძემ მოღვაწეობის გაგრძელება საქართველოში გადაწყვიტა, კრემლში ძალიან ბევრისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა მისი მოღვაწეობის პერიოდი დიდ კონტროლს არ მოითხოვდა, რადგან მაშინ თქვენთან ისეთი ვითარება იყო, რომ დასავლეთი საქართველოთი თავს დიდად არ შეიწუხებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის საქმიანობა ჩვენი ყურადღების ქვეშ დაახლოებით 1994 წლიდან მოექცა, როდესაც ის მართალია შეფარულად, მაგრამ ქვეყნის დასავლური კურსისკენ მკაფიო ნაბიჯებს დგამდა და ამაში თავის კონტაქტებს იყენებდა.

აწ გარდაცვლილი ბატონი ედუარდ შევარდნაძის პერსონა კრემლისთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც მან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენისთვის სერიოზული მუშაობა დაიწყო და ამაში მთელი რესურსების მობილიზება მოახდინა;

-როგორც ვხვდები, ნავთობი და გაზი თქვენი გეგმის სასიცოცხლო საკითხი იყო და აქედან გამომდინარე, შევარდნაძის მცდელობა ბაქოს ენერგორესურსებს საქართველოზე გაევლო, კრემლისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო...

-ენერგორესურსები ნამდვილად იყო ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს შემუშავებული გეგმის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება...

-მაშინ რატომ არ შეუშალეთ ხელი ედუარდ შევარდნაძის მცდელობას, რადგან, როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ნავთობსადენმაც და გაზსადენმაც, საბოოლოოდ მაინც საქართველოზე გაიარა?

-აქ როლი ოთხმა ფაქტორმა ითამაშა: 1-რუსეთის სისუსტე; 2-შევარდნაძის კონტაქტები; 3-შევარდნაძე-ალიევის ერთი პირი; 4-დასავლეთის კულისებს მიღმა აქტიურობა;

-თუ თქვენს მართლაც სკანდალურ განცხადებებს დავუჯერებთ, გამოდის რომ, რუსეთმა, მისთვის არასასურველი შევარდნაძე, სასურველი სააკაშვილით ჩაანაცვლა?

-ასე ნუ ვიტყვით. თავისი მოღვაწეობის ბოლო წლებში, ედუარდ შევარდნაძე დასავლეთისთვისაც მიუღებელი გახდა და თუ თქვენ გაიხსენებთ, რომ სწორედ მისი მმართველობის ბოლო პერიოდში დატოვა ამერიკულმა კომპანია „ეი ეს“-მა საქართველო და ის რუსული კომპანიით ჩანაცვლდა და გარდა ამისა, თუ გაიხსენებთ მეტნაკლები მნიშვნელობის მსგავს ფაქტებს, დასავლეთის განაწყენების მიზეზები ძნელად გამოსაცნობი არ არის. ამასთან, ედუარდ შევარდნაძისეული დაბალანსების პოლიტიკა, ამერიკა-ევროპის გახსნილი მადისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

-ანუ შევარდნაძის გადაყენება თანაბრად აწყობდა რუსეთსაც და დასავლეთსაც?

-ერთი შეხედვით ნამდვილად ასეა, თუმცა შევარდნაძის გადადგომა ჩვენ არა დასავლეთთან სოლიდარობის გამო, არამედ ჩვენი ინტერესებისთვის გვაწყობდა, დასავლეთს კი თავისი ინტერესებისთვის.

მეოცე საუკუნის დასასრულისთვის, განსხვავებით ბალტიისპირეთისგან, საქართველოს პრობლემა რუსეთს მთელი სიცხადით დაუდგა და მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, რუსეთს საქართველოზე და შესაბამისად, მთელ კავკასიაზე ზემოქმედების ბერკეტი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამოსცლოდა და ერთადერთ ბერკეტად ომი დარჩებოდა, რაც რუსეთის ინეტერესებში არ შედიოდა...

-მაინც ვერ გავიგე, ედუარდ შევარდნაძე დასავლეთმა ჩაანაცვლა მისთვის სასურველი კადრით ანუ მიხეილ სააკაშვილით თუ რუსეთმა?

-ორივემ (იცინის). თუმცა საკითხავია ვის კადრად განსჯის მას ისტორია...

-გინდათ თქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგი აგენტი იყო?

-(სიცილით) ბატონ სააკაშვილს ერთმაგი აგენტობაც არ შეუძლია...

 

პორტალი nsp.ge, ინტერვიუს მეორე ნაწილს, სადაც კონკრეტულადაა საუბარი როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მომზადება საქართველოს პრეზიდენტად,  28 ივლისს შემოგთავაზებთ...



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189