ინტერვიუ

იგორ კვესელავა: არჩევნებამდე ყველა გუბერნატორი და გამგებელი უნდა შეიცვალოს

 

"საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვამ რეგიონებში ექსცესების გარეშე ჩაირა, მაგრამ თბილისში ჩაიშალა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ორგანიზება. ეს არის ხელისუფლების წარუმატებლობა," - ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ბოლო ეტაპს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს.

 

- ძირითადად პრეტენზიები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოითქმის, იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წინა ხელისუფლება ირგებდა თავის თავზე კონსტიტუციას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იმავე გზას ადგას ამჟამინდელი ხელისუფლებაც. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 

- ბოლო მოვლენებით დავიწყებ, რომლებიც თან ახლდა ამ პროცესს. განხილვა მოხერხდა ექსცესების გარეშე რეგიონებში, მაგრამ ვერ მოხერხდა თბილისში და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ორგანიზება და ეს არის მისი წარუმატებლობა. კარგად რომ ყოფილიყო ორგანიზებული, ფილარმონიის დარბაზში შეკრებლი 2 500 კაცის ნებას წინ ვერ დაუდგებოდა 150 კაცი და შეხვედრაც ჩაშლილად არ გამოცხადდებოდა. რაშია საქმე, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რაც შეეხება თავად კონსტიტუციის ახალ პროექტს, ჩემი აზრით, წინა კონსტიტუციასთან შედარებით, ეს კონსტიტუცია ცუდი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კონსტიტუციის ცალკეული მუხლები ალბათ, დასახვეწია. გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ის შენიშვნა, რომლებსაც მოითხოვს საზოგადოება.

 

- თუმცა ოპოზიცია თვლის, რომ ეს კონსტიტუციაც უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიცვლება, მათი შენიშვნები ძირითადად საარჩევნო სისტემას უკავშირდება...

 

- დღეს საქართველოში არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია. ოპოზიცია დღეს ძალიან სუსტია, თანაც არ იბრძვის კონსტიტუციის სრულყოფისათვის, მხოლოდ ის აინტერესებთ, ძალაუფლება როგორ აიღონ ხელში. ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არავითარი რეიტინგი არ გააჩნიათ, ერთიანდებიან მხოლოდ არჩევნების დროს, ეს იქნება საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. შემდეგ ერთ ბლოკში გაერთიანებულნი იღებენ თანხებს ხელისუფლებისაგან. მე მაქვს ასეთი კითხვა, რატომ უნდა ვუხადოთ ჩვენი ჯიბიდან კონსტიტუციურად დაკანონებული თანხები ამ ერთკაციან პარტიებს? მე მგონი, დადგა დრო, საქართველოში ჩამოყალიბდეს ორი-სამი პარტია, კონსტრუქციული და საქმის მკეთებელი, რომლებიც მონაცვლეობით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში.

 

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საერთო-სახალხო განხილვის ჩატარებას თუ კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია?

 

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სხვა გათვლა უნდა გაეკეთებინა, რაც ვერ შეძლო, ვფიქრობ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება მათთვის და ამჯერად მაინც შეძლებენ, ორგანიზებულად ჩაატარონ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან.

 

- ცვლილებებს თუ ელოდებით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც ახალი მოთამაშის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე?

 

- თვითმმართველობის არჩევნებამდე არა მგონია, რომ რაიმე ცვლილებები მოხდეს. შეიძლება, რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდეს ზაფხულის პერიოდში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირველი ბუნტი ისევ "ოცნების" რიგებიდან წამოვიდეს, რადგან "ოცნების" რიგებშიც არიან ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების პოლიტიკოსები. ალბათ, ისინი გააკთებენ ანალიზს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გადაწყვეტენ, რა მიმართულებით წავიდნენ. რევოლუციური სიტუაცია ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ცვლილებები იქნება. ჩემი აზრით, ცვლილებები უნდა დაიწყოს თვითმმართველობის არჩევნებამდე, უნდა შეიცვალოს ყველა გუბერნატორი და გამგებელი, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ძველი კადრებით მისულ ხელისუფლებას გაუჭირდება ხალხის მხარდაჭერის მოპოვება.

ასევე უნდა მოხდეს ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში, უნდა გაერთანდეს რამდენიმე სამინისტრო და გადაიხედოს კადრები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც გინდა იბრძოლო, რა ნიჭი და განათლებაც არ უნდა გქონდეს, დღეს სამსახურს ვერ იშოვი, რადგან ყველას ჰყავს თავისი კადრი თავისი საოჯახო გარემოცვიდან, სამეგობროდან და იმ წრიდან, რომლისგანაც ზეგავლენას განიცდის. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავარკვიოთ, ვინ მართავს ქვეყანას და როგორ მართავს...

 

- ყოფილი პროკურორისა და მთავარი აუდიტორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

 

- ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ჩემში გაკვირვებას იწვევს, რადგან წარმოუდგენელია დიდი თანამდებობის პირი, ლამის მინისტრის რანგს უტოლდებოდა და ყოფილი პროკურორი ღამის პირველ საათზე ერთმანეთისკენ იწევდეს გასალახად. მე ვფიქრობ, საზოგადოება იმდენად დააბნია ამ ამბავმა, რომ ვერავითარი საზოგადოებრივი აზრი ვერ უშველის ამ საქმეს. მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა უდევს ყოველივე ამას საფუძვლად. რაღაც რომ იმალება ამის უკან, ცხადია, მაგრამ დამალულმა ჭირმა თავი რომ არ დამალა, ესეც ფაქტია...

 

 

გაზეთი "რეზონანსი"

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232