ინტერვიუ

გიორგი ვაშაძე: ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს

ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების ფაქტი აქტუალურობას არ კარგავს. საპარლამენტო ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან მათ პროკურატურის ობიექტურობის იმედი არ აქვთ, ხოლო უმრავლესობა კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამ ფონზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს და დეტალურად შემუშავდა ქვეყნიდან გასვლის გეგმა. როგორც ვაშაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია მან სანდო წყაროდან მიიღო.

„ახალი თაობის“ კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.

 

- ბატონო გიორგი, რას იტყვით ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით? რატომ უნდა დასხმოდა თავს ფარცხალაძე თორდიას? რასთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილი მთავარი პროკურორი მთავარ აუდიტს ესხმის თავს? რა არის ეს, პირადი ანგარიშსწორება?

 

- საკითხი შეეხება ძალიან კონკრეტულ თემას. ფარცხალაძეს ჰქონდა შექმნილი სისტემა, როცა ის იყო აბსოლუტური ბატონ-პატრონი სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია განსაკუთრებით. შესაბამისად, საფრთხე შეექმნა, როგორც ჩანს, მის ფარულ იმიჯს, რომელიც მას ჰქონდა შექმნილი.

 

- საფრთხე რატომ შეექმნა?

 

- ლაშა თორდიას მიერ დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძისთვის მიწის უკანონო გადაცემას. როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია ფარცხალაძის გაბრაზება ანუ როგორ გაუბედა მას ლაშა თორდიამ, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და აპირებდა ამ მასალების პროკურატურაში გადაგზავნას.

 

- ფიქრობთ, რომ ამან გააღიზიანა ოთარ ფარცხალაძე?

 

- აი, ეს ვერ აიტანა ოთარ ფარცხალაძემ. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ეს იყო მისი რეპუტაციის შემლახავი ქმედება და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ეს ინციდენტი, უნდოდა, რომ ამ შემთხვევაში თორდიას დაშინება მომხდარიყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი ეს გადაკვეთა იყო აბსოლუტურად შემთხვევითი, მაგრამ ეს აგრესია გამოწვეული იყო ამით და, შესაბამისად, მისი მხრიდან იყო თავდასხმა თორდიაზე! რატომ? იმიტომ, რომ დაეშინებინა, რათა თორდიას აღარ გაეგრძელებინა ამ საქმის შესწავლა.

 

- როდესაც მიწის ნაკვეთის გადაცემაზე საუბრობთ, თქვენ ფიქრობთ, რომ მერიასთან მოხდა უკანონო კორუფციული გარიგება?

 

- ეს ცალსახაა! სხვათა შორის, ჩვენი გუნდის მიერ გამოკვლეულია ეს საკითხი. არა მარტო ეს, ბევრი სხვა პრობლემური თემა გამოვიტანეთ სააშკარაოზე. მერიის მონიტორინგს ძალიან აქტიურად ეწევა ჩვენი გუნდი და ერთ-ერთი კვლევის დროს ამოვარდა სწორედ ეს საკითხი, რასაც ჰქვია მიწის ნაკვეთის უკანონოდ გადაცემის ფაქტი. ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა ფარცხალაძეს.

 

- თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას, რომ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს. ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

 

_ წყაროს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ ის არაფორმალური სისტემა, რომელიც აწყობილი ჰქონდა, ვისი მფარველობითაც ჰქონდა, ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავარ არაფორმალურ მმართველს ვგულისხმობ.

 

- ბიძინა ივანიშვილს?

 

- დიახ. როგორც ჩანს, ივანიშვილი და მისი საახლობლო წრე განაწყენებულია იმ ქმედებით, რომელიც ფარცხალაძემ ჩაიდინა. მას აქვს გეგმა, რომ როგორმე შეატრიალოს ეს თემა, ე.წ. მედიათვალსაზრისით, პიარულად, რომ თორდიას წინააღმდეგ წავიდეს ეს ყველაფერი, ხოლო თუ ეს ვერ გამოვიდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ქვეყანა, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ ორი რამ, პირველი - პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით შევიდეს სასამართლოში და დაუყოვნებლივ შეეზღუდოს ფარცხალაძეს ქვეყნიდან გასვლა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - პარლამენტმა აუცილებლად უნდა შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია.

 

- საგამოძიებო კომისიის შექმნას აქტიურად მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა ამას ეწინააღმდეგება უმრავლესობა. ოცნების დეპუტატები ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ...

 

- საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! აუდიტის სამსახური - ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების დანახარჯების კონტროლის პარლამენტის მთავარი მექანიზმი. ეს ეხება ინსტიტუციას და არა კონკრეტულ პიროვნებას, ლაშა თორდიას ან ვინმე სხვას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პარლამენტი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შექმნას ეს კომისია, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ ფარცხალაძესთან სახლში დადიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, იგეგმება გარკვეული ქმედებები და, როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც მას სახლში ეახლებიან, ნორმალურად გამოიძიებენ საქმეს?! რა თქმა უნდა, არ გამოიძიებენ. ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, ამ შემთხვევაში შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია.

 

- რამდენად წავა ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე?

 

- ეს „ქართულ ოცნებასა“ და უმრავლესობას უნდა ესმოდეს, რომ ხელის დაფარება და თავზე ხელის გადასმა ფარცხალაძეზე უარესია მათთვის, რადგან, თუ მას დაუსჯელს დატოვებენ, კიდევ უარესს გააკეთებს ეს ადამიანი და უფრო უარესად შემოუბრუნდება ეს ოცნებას. დაუსჯელობის სინდრომი არის ყველაზე საშინელი რამ, რომელიც მთლიანად ანგრევს სახელმწიფო სისტემას. ოცნება კიდევ უარესს მიიღებს! არ ეგონოთ, რომ ახლა თუ არ შექმნიან საგამოძიებო სისტემას და ამ საქმეს ჩაფარცხავენ, ამით თორდიას დააკლდება რამე. ამით «ქართულ ოცნებას“ დააკლდება ყველაზე მეტი! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, კიდევ უარესს მიიღებენ ფარცხალაძისა და მისნაირებისგან.

 

- სულ ამბობდნენ, რომ ფარცხალაძე არაფორმალურად მართავდა პროკურატურას. როგორ ფიქრობთ, კვლავაც შემორჩა მას გავლენები ამ ორგანოზე?

 

- პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი მისი დანიშნულია. ეს ცალსახაა. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან, ყველა ფარცხალაძის გუნდია და მასთან შეუთანხმებლად მნიშვნელოვან საკითხებს ისინი არ წყვეტენ.

 

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ლაშა თორდია ნაციონალებთან დაახლოებული პირია და მათ საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა...

 

- ვთქვათ, ასეა, მერე რა?! ვიდეომასალას რომ ამოიღებენ, სადაც გამოჩნდება, რომ ფარცხალაძემ და მისმა გარემოცვამ სცემა ლაშა თორდიას, ეს რა შუაშია მასალების მიწოდებასთან? იმიტომ სცემა, რომ მასალებს აწვდიდა?! თუ ამიტომ სცემა, ეს მაინც კანონდარღვევაა, მაინც სისხლის სამართლის დანაშაულია. ხომ გესმით, რომ ეს არასაპირწონე არგუმენტია, არაფერ შუაში არ არის ამ საქმესთან!

 

- ფარცხალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ, პირიქით, თორდია დაესხა თავს ფარცხალაძეს და ის დაზიანებებიც, რომლებიც მას აღენიშნებოდა, თავადვე მიიყენა. ამაზე რას იტყვით?

 

- ანუ რა გამოდის, ფარცხალაძე შევიდა აღნიშნულ კაფეში დაცვასთან ერთად და თორდია, როგორც ბრუს ლი თუ ჩაკ ნორისი, მივარდა ამ დაჯგუფებას და სცემა მათ, შემდეგ, კვალი რომ დაეფარა, ერთი-ორი თავშიც მოირტყა? საკუთარი თავი იცემა, რომ ტვინის შერყევა ჰქონოდა? ეს ხომ სასაცილო ვერსიაა.

 

- თქვენ ამ ინციდენტის მთავარ მიზეზად თბილისის მერიისა და ფარცხალაძის კორუფციული გარიგება დაასახელეთ. თბილისი მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა ამ ფაქტს და განაცხადა, რომ კორუფციას ადგილი არ აქვს, არსებობს დოკუმენტები, ყველაფერი კანონიერი გზით მოხდა...

 

- დავით ნარმანია ჩვეულებრივი კორუმპირებული ადამიანია, რომელიც თვითონ ფულს იდებს ჯიბეში. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება პროკურატურისა და სწორედ იმ საგამოძიებო ორგანოების მფარველობა, რომლებსაც აკონტროლებს ფარცხალაძე. საქმე ძალიან მარტივია, სწორედ ამიტომ გამოვა და ბოლომდე კბილებით დაიცავს ფარცხალაძეს, ვინაიდან ის ხელს უწყობს.

 

გაზეთი "ახალი თაობა"

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133