ინტერვიუ

ზაზა ხატიაშვილი: მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას სააკაშვილიც კი ვერ გაბედავდა

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ეტაპი დაიწყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.

- ბატონო ზაზა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში წარმატებით განხორციელდა სამი ეტაპი და ახლა მეოთხე ეტაპზე გადავდივართ. ამ წარმატებას უნდა მივაწეროთ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნაც?

- აბა, რა გითხრათ? მე დავაანონსე რამდენიმე დღით ადრე, რომ ჩინჩალაძის დანიშვნა უნდოდათ უვადოდ, ხალხს მოვუწოდე გამოსვლისკენ, ჩავატარე აქცია და დაახლოებით 100 ადამიანი მოვიდა. მხოლოდ მე და კახა კუკავა მივედით. ის, რაც ახლა ხდება, არის საქართველოსთვის კატასტროფა! ეს არის ქვეყნის დაქცევა! სააკაშვილიც კი ვერ გაბედავდა, რომ ჩინჩალაძე დაენიშნა უვადოდ. ივანიშვილმა გააკეთა ის, რასაც სააკაშვილი არ აკეთებდა.

- ასეთი რა გააკეთა?

- ის, რომ რეჟიმის მოსამართლეებს მისცა ხელშეუხებლობის გარანტია და ისინი დანიშნა უვადოდ! იმედს არ ვკარგავდით, დრო რომ გავიდოდა, ჩინჩალაძე პასუხს აგებდა იმისთვის, რაც ჩაიდინა, მაგრამ, ნახეთ, რა გააკეთა „ოცნებამ“? არჩევნები `გაუპრავა~ ამ „ტროიკამ“ - ჩინჩალაძემ, მურუსიძემ და ცერცვაძემ. მათ არ მისცეს ნებართვა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომ ერთი უბანი მაინც გადაეთვალათ. სწორედ ამ `ტროიკამ~ მოიყვანა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობით! ჩინჩალაძე და მურუსიძე გადაიყვანეს ადმინისტრაციულ პალატაში უვადო მოსამართლეებად! ანუ რა გამოდის?! გამოდის ის, რომ საარჩევნო დავების განხილვების პალატა ხდება ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენი. აქედან გამომდინარე, გარიგება მოხდა ივანიშვილის ხელისუფლებასა და სამ მურუსიძეს შორის! ეს ქვეყნის დაღუპვა და დაქცევაა. რა გამოდის, მხოლოდ ზაზა ხატიაშვილს უნდა სამართლიანი სასამართლო? ამდენს ვიბრძვი, ვჩხუბობ, ხალხი კი ზის და ტელეეკრანებიდან მიყურებს. რაც დავაანონსე, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, ხალხი კი არ აჰყვა ჩემს პროტესტს. მურუსიძისთვის ხმა რომ არ მიეცათ, მაშინ ვერც ჩინჩალაძე და ვერც ცერცვაძე ვერ შემოვიდოდნენ ამ სისტემაში.

სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მათ ხელშეუხებლობის გარანტია. გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა. ახლა ადგებიან, არჩევნებს გააყალბებენ, ოპოზიცია წავა ადმინისტრაციულ პალატაში და იქ დახვდებათ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე! პირდაპირ ეუბნებიან ამ `ტროიკას~, როგორც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდით, ისე მოგვემსახურეთ ჩვენცო! სწორედ ასეთი დისკრედიტებული მოსამართლეები სჭირდებათ, რადგან წესიერი მოსამართლე ამ სიბინძურეს არ გააკეთებს.

- ანუ იმიტომ დატოვეს ეს მოსამართლეები, რომ სასამართლო მათი ხელით ემართათ?

- დღევანდელი ივანიშვილის ფეოდალური რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმის საყრდენებზე დგას!

- ოცნებაცცდილობს, სასამართლო მართული იყოს?

- „ოცნებას“ სასამართლო სისტემა უკვე ჯიბეში უდევს! ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დატოვება, აბა, რა არის?! მიხეილ ჩინჩალაძე იყო ყველზე დიდი საშინელება სასამართლო სისტემაში! ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი,მიხეილ ჩინჩალაძესთან შედარებით, არაფერი არ იყვნენ. წარმოგიდგენიათ, რა კაცი დანიშნეს უვადოდ?!

- მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი...

_ არც მიკვირს. ერთადერთი, ვახტანგ მჭედლიშვილი არ დაუჭერდა მხარს, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი ყველა ლევან მურუსიძეა მანდ! ღირსება უნდა გქონდეს, მხარი რომ არ დაუჭირო და ამ სიბინძურეში მონაწილეობა არ მიიღო, იუსტიციის საბჭოში კი, მჭედლიშვილის გარდა, ღირსება არავის აქვს. ხმას აძლევენ იმას, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებდა, ანადგურებდა! როგორც ჩანს, ხალხსაც არ ანაღვლებს, დავუძახე ხალხს და ასი კაცი გამოვიდა. ასი ათასი რომ მოსულიყო, მიხეილ ჩინჩალაძეს ვინმე დანიშნავდა?! გამოდის, საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ ჰყავდეს ჩინჩალაძე! არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო არის აფეთქებადი ქვეყანა. ხალხი რომ მიხვდება, ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილია კვადრატში, მერე რაც დაემართებათ, ამას ერთად ვუყუროთ!

- გიორგი ჩემიას უვადო დანიშვნაზეც საუბრობენ...

- გიორგი ჩემია იყო პაიკი. მიხეილ სააკაშვილის დროსაც ეს „ტროიკა“ იყო ყველაფერი: მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე. სწორედ ამ ადამიანებით მართავს დღეს სასამართლოს ივანიშვილი! ჩემია და სხვები არაფერს წარმოადგენენ, არავინ არ არიან!

- რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლო სისტემა?

- ყველა საქმეზე იქნება წინასწარი განაჩენები. ხელისუფლებას რაც აწყობს ამა თუ იმ საქმეზე, სწორედ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ყველა მნიშვნელოვანი საქმე მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იქნება. აი, ეს მოხდა, მეტი არაფერი. ისხდნენ ფეხი ფეხზე გადადებულები და უყურონ, როგორ ნიშნავს ივანიშვილი ყველაზე დიდ ბოროტებას სასამართლოში უვადოდ!

გაზეთი "ახალი თაობა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184