ინტერნეტ დაიჯესტი

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერია დაა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო ფიზიკური სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

 

ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი“ გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

 

„დღეს შევხვდით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათთან  ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებზე. ეს  ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.

 

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის დაწყება  2017 წელს იგეგმება. შენობის საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. 

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184