ინტერნეტ დაიჯესტი

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2017 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე“. 

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს.
 
ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა. ესარის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
 
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით"-ნათქვამია განცხადებაში.

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება
ირაკლი ალადაშვილი: თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?
პეტრე მამრაძე: ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა
საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან
ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს
„ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,¬ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“
სევდია უგრეხელიძე: ივანიშვილი კალაძის მერობას არ დაუშვებს; ვიცე-პრემიერს საკუთარი გუნდი და ამბიციები გააჩნია
მირიან მირიანაშვილი: სომხური ლობი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაში ერევა
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიასთან ერთად მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება
„საქმე შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს“ -ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.81.152.30