ქართული პრესა

გაიწვევს თუ არა ბრიუსელი გერმანელ დიპლომატს, რომელმაც ბიბილოვს „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტობა“ მიულოცა

ცხინვალში ჩასულმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა, რასაც თბილისში მოჰყვა განცხადებები, რომ ეს მიუღებელია. საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩიც, თუმცა მთავარი მოთხოვნა - ზალბერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი განცხადების ავტორი, აღარ იყოს ჟენევაში თანათავმჯდომარე, ხელისუფლების მხრიდან რატომღაც არ გახმოვანებულა.

"რეზონანსის" შეკითხვაზე, რატომ არ ითხოვს საქართველო დიპლომატ ჰერბერტ ზალბერის არადიპლომატიური განცხადების გამო თანათავმჯდომარეობიდან ჩამოშორებას ან თუ ითხოვს, საჯაროდ რატომ არ კეთდება განცხადება, პასუხი მხოლოდ ისაა, რომ "მუშაობა მიმდინარეობს" და "ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან ევროკავშირის მხრიდან".

საკითხის ისტორია ასეთია:

16 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდნენ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი და ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეები მორიგი რაუნდის დასაგეგმად და ამ ვიზიტისას გერმანელმა დიპლომატმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრის კადრები და მილოცვის ვიდეო ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. "პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგები და მოგილოცოთ მუშაობის დაწყება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ", - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

ჟენევის თანათავმჯდომარის ამ განცხადების შემდეგ ატყდა ხმაური თბილისში. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა შაბლონური განცხადება გააკეთა იმაზე, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და, შესაბამისად, მის შედეგებს.

"დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოზიციას იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც და განმარტებას თავად გააკეთებს", - აღნიშნა ჰერმანმა. შაბლონური განცხადებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდანაც. ითქვა, რომ ეს განცხადება "მიუღებელია".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის თანათავმჯდომარის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, "მიუღებელი და გაუგებარია" და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

"კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია ექნება ბრიუსელიდან", - განაცხადა დავით დონდუამ. საგარეო უწყებაში არ პასუხობენ შეკითხვაზე, რატომ არ ითხოვს საქართველო ჟენევის თანათავმჯდომარედ გერმანელი დიპლომატის გაწვევას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იმ განცხადებებით ვიხელმძღვანელოთ, რაც გავრცელდა.

ასეთივე ზოგადი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას განცხადება, რომ აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირებასა და განმარტებას აუცილებლად მოვითხოვთ, რადგან ეს არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება და ეს ცალსახაა. ამ თემასთან დაკავშირებით საგარეო უწყება ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს", - განაცხადა ქაცარავამ.

"რეზონანსის" შეკითხვაზე, უნდა მოითხოვოს თუ არა ქართულმა მხარემ, რომ ზალბერი აღარ იყოს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა მხოლოდ ის, რომ "მოლაპარაკება მიმდინარეობს" და "ელოდებიან ადეკვატურ რეაგირებას ევროკავშირის მხრიდან".

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიურ განცხადებას საერთოდ "წამოცდენა" უწოდა. „მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა. არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები. მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავად უნდა გააკეთოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ზალბერის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევა მოითხოვა ოპოზიციამ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველომ ჰერბერტ ზალბერი "პერსონა ნონ გრატად" უნდა გამოცხადდეს.

"მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

გაზეთი "რეზონანსი"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება
ირაკლი ალადაშვილი: თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?
პეტრე მამრაძე: ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა
საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან
ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს
„ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,¬ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“
სევდია უგრეხელიძე: ივანიშვილი კალაძის მერობას არ დაუშვებს; ვიცე-პრემიერს საკუთარი გუნდი და ამბიციები გააჩნია
მირიან მირიანაშვილი: სომხური ლობი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაში ერევა
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიასთან ერთად მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება
„საქმე შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს“ -ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.81.152.30