ინტერვიუ

ირაკლი ცქიტიშვილი: სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჰერბერტ ზალბერი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს

"ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი უნდა ჩამოშორდეს ჟენევის მოლაპარაკებებს და სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება", - აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე ჰერბერტს ზალბერის მიერ ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის "არჩევნებში გამარჯვების" მილოცვის გამო.

 

- ჟენევის თანათავმჯდომარე ჰერმერტს ზალბერმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს მიულოცა გაპრეზიდენტება, რასაც მოჰყვა განცხადებები თბილისში, რომ ეს მიუღებელია. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება და უნდა მოითხოვოს თუ არა დიპლომატის ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეობიდან გადაყენება?

 

- აქ ორი მომენტია. პირველი ის, რომ ზოგადად სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება. მეორე საკითხი არის ის, რომ თვითონ ჰერბერტ ზალბერს შეიძლება არც უფიქრია, რომ ამით ირიბად მაინც აღიარებდა ოსების დამოუკიდებლობას. ეს უფრო იყო დიპლომატიური ჟესტი. ის პირველად შეხვდა ანატოლი ბიბილოვს და მიულოცა გამარჯვება არჩევნებში. არ ფიქრობდა, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონავდა.

ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ მკვეთრი რეაგირება მოახდინა ამაზე, მაგრამ ჩემთვის ეს (ოკუპაციის თემა) იმდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად უნდა დაისვას ჟენევის ფორმატიდან ზალბერის შეცვლის საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ არ მეეჭვება ევროკავშირი განაგრძობს ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერას და ევროკავშირი არანაირად, არც ირიბად არ ცნობს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ჟესტი თუ წინასწარ განსაზღვრული რაღაც სცენარი, ჩვენი მხრიდან მისი ჟენევის ფორმატიდან ჩამოშორების საკითხი უნდა დავაყენოთ.

 

- რატომ არ დააყენა საქართველომ მისი გაწვევის საკითხი დღესვე საჯაროდ? დე ფაქტო აფხაზეთმა 2012 წელს გალის შეხვედრები შეწყვიტა, თან 4 წლით, ევროკავშირის მისიის დამკვირვებელი, ანჯი ტიშკევიჩის გამო. პრეტენზია იყო, მიკერძოებულიაო და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

 

- ეტყობა, საგარეო უწყება ელოდება ჰერბერტ ზალბერის განმარტებას და შემდეგ ბრიუსელის პოზიციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სახელმწიფოს ღირსების საკითხი და მე ამ ღირსებაზე ლაპარაკი მიჭირს მას შემდეგ, რაც მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა საქართველოში მშვენივრად დაისვენა.

ბოლო დროს ვატყობთ, რომ ჩვენი საგარეო უწყების მოქმედებები და რეაგირება ბევრად არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკურ ელემენტებზე - ქართულ-რუსული თუ ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობების სურვილებზე, რომ ამ კავშირებს თუნდაც რამე პატარა ჩრდილი არ მიადგეს. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ვკარგავთ ღირსებას საერთაშორისო არენაზე. არც ერთი ნორმალური, ღირსეული სახელმწიფო ამ თემას არ აპატიებდა.

რაც მაშინ აფხაზებმა [ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ანჯეი] ტიშკევიჩის მიმართ გააკეთეს და პრინციპულად ბოლომდე გაიტანეს თავიანთი პოზიცია, ეს მართალაც მათ ღირსებაზე მეტყველებს. ჩვენ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ბოლო დროდ ამას საერთოდ ვერ ვხედავთ და მარტო იური ლუჟკოვს არ ვგულისხმობ. მოსკოვის ექს-მერის ყოფნა გვეცა ახლა თვალში, მაგრამ მაგალითად შარშან ბათუმში ჩამოსული იყო იტალიური ჯგუფი "რიკი ე პოვერ", რომელიც 2011 წელს ცხინვალშია ნამყოფი და ედუარდ კოკოითის ხელიდან მედლებიც აქვს მიღებული. მათ ბათუმში კონცერტი ჩაატარეს და ხელისუფლებას ამაზე ყური არ შეუბერტყავს. ასეთი მომენტები, რომლებიც ვიცით და რომლებიც არც ვიცით, ძალიან ბევრი დაგროვდა. სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ მოქმედი ხელისუფლება ვერც რისკავს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი შეცვალოს, მის იგნორირებას ახდენს და ეს იგნორირება ხშირად მათ უბრუნდებათ სკანდალად.

 

- ჰერბერტ ზალბერმა ბოდიში რომ მოიხადოს, საქართველო ამით უნდა დაკმაყოფილდეს?

 

- არა, ჩვენ მისი შეცვლა უნდა მოვითხოვოთ.

 

- რა ნაბიჯს ელოდებით ევროკავშირისგან?

 

- ბრიუსელის განცხადება იქნება შაბლონური, იტყვიან, რომ აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირი გააგრძელებს ამ არაღიარების პოლიტიკას. საქართველომ უნდა მოითხოვოს ზალბერის გამოწვევა, ისე ევროკავშირი მას ჟენევის ფორმატიდან არ გაიწვევს.

 

 

გაზეთი "რეზონანსი"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133