ქართული პრესა

გამოკითხვა: მოახდენს თუ არა ზეგავლენას ჰერბერტ ზალბერის განცხადება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე?

 

მოახდენს თუ არა ზეგავლენას ჰერბერტ ზალბერის განცხადება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 

იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი):  ევროკავშირი არ აღიარებს პოლიტიკურ სუბიექტად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ზალბერის მილოცვა კი იყო აღიარება როგორც პოლიტიკური სუბიექტისა, რაც აშკარა შეუსაბამობაა მათივე მიდგომასთან. ზალბერს თავის პოზიციასთან დაკავშირებით თვითონვე აქვს განმარტება გასაკეთებელი.

 

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): სჭირდება დაფიქრება იმაზე, რასაც ამბობს. რა, არ იცის, რომ ოკუპირებული ტერიტორიაა?! მსოფლიოს მიერ არის აღიარებული როგორც არალეგიტიმური არჩევნები და ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს. საქართველოს ურთიერთობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობაზე შეიძლება, მოახდინოს გავლენა. თუ ცხინვალის ვითომ პრეზიდენტს ულოცავენ გამარჯვებას, მაშინ ძალიან დიდი გულისტკენა კი არა, ევროპული ფასეულობების განხიბვლვაა. ეს ადამიანები ევროპული ფასეულობების დეგრადაციას იწვევენ. პირადად ჩემში აღნიშნული მოვლენები ამ განცდას ბადებს.

 

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს მისი საქართველოდან გაწვევა.

 

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): რადგან ევროკავშირის წარმომადგენელია, არ ნიშნავს, რომ ეპატიება ჩვენი კანონის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიების ხელყოფის აღიარება. ჯერ ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ პასუხის გაცემა. მთავრობამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მეორედ აღარ გაუჩნდეთ ასეთი რამის გაკეთების სურვილი. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება იმდენად უუნარო და უთავმოყვარეოა, რომ თუკი საქმე ეხება ევროპას, დასავლეთს და მათგან მომდინარეობს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვა, ვერ რეაგირებენ და ალბათ ასე იქნება ახლაც.

 

 

გაზეთი "რეზონანსი"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189