ინტერვიუ

რამაზ საყვარელიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ფორმატი შესაცვლელია

 „რეალურად ეს სახალხო პრეზენტაციაა, მაგრამ ხალხი ჩუმად არის, ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზენტაციას აკეთებს. ამიტომ ვთვლი, რომ ფორმატი შესაცვლელია. ახალ პროექტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ აქვს ხარვეზები, მაგრამ არა იმდენი ხარვეზი, რამდენიც წინას. წინა ხელისუფლებას უნდოდა, რომ ერთი პარტია ყოფილიყო წამყვანი, ალბათ იგივე მიზანი აქვს დღევანდელ ხელისუფლებასაც", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო-სახალხო განხილვის ბოლო ეტაპს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც ამ პროცესს თან ახლდა.

 

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საერთო-სახალხო განხილვის ბოლო ეტაპი, შეიძლება ითქვას, რომ არცთუ სახარბიელოდ დასრულდა მმართველი გუნდისთვის, ექსპერტთა აზრით, ეს იყო ხელისუფლების წარუმატებლობა. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

 

- ბუნებრივია, ამ პროცესმა გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვები, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმ სურათს, რომ ახალგაზრდებს სურდათ კონსტიტუციის განხილვის ჩაშლა. მათთვის მთავარი იყო, დიდი თავყრილობისთვის თავისი პრეტენზიები წაეყენებინათ. რაც შეეხება პრეტენზიების შინაარსს, ეს დამაფიქრებელია. ისინი რეალურად ითხოვდნენ შრომის დაცვის გაუმჯობესებას.

 

- შეძლებს კი ხელისუფლება თბილისში მორიგი შეხვედრის ჩატარებას, თუ ისიც ჩაიშლება?

 

- ვფიქრობ, რომ მორიგი შეხვედრა თბილისში ექსცესების გარეშე ჩაივლის. კიდევ ვიმეორებ, რომ ახალგაზრდების მიზანი არ იყო შეხვედრის ჩაშლა, ისინი ითხოვდნენ, მათი მოთხოვნები ყოფილიყო გათვალისწინებული და ალბათ, ხელისუფლებისათვის ეს ყურადსაღები უნდა იყოს.

 

- მმართველი გუნდი აპირებს, ეს პროცესი გაახანგრძლივოს და თითქმის საქართველოს ყველა რეგიონში პროექტის განხილვის, ასე ვთქვათ, მეორე ტურს იწყებს. როგორ აფასებთ განხილვების ამ ფორმატს, შეძლებს კი მმართველი გუნდი ამჯერად მაინც საკონსტიტუციო პროექტის პროპაგანდირებას ისე, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს?

 

- რეალურად ეს მართლაც არის სახალხო პრეზენტაცია, მაგრამ ხალხი ჩუმად არის, ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზენტაციას აკეთებს. ასე იყო მთელი 25 წლის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად განხილვების ფორმატი უნდა შეიცვალოს და უფრო პროდუქტიული გახდეს.

 

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ძირითადი პრეტენზიები საარჩევნო სისტემას უკავშირდება. მათი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს...

 

- ახალ პროექტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ აქვს ხარვეზები, მაგრამ არა იმდენი ხარვეზი, რამდენიც წინას. წინა ხელისუფლებას უნდოდა, რომ ერთი პარტია ყოფილიყო წამყვანი, ალბათ იგივე მიზანი აქვს დღევანდელ ხელისუფლებასაც, მაგრამ ოპოზიციის საყვედურები არ არის მყარად არგუმენტირებული. ისინი იმ შანსსაც ისპობენ, რომელიც გააჩნდათ. მაგალითად, მაჟორიტარების სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდათ შანსი, ერთი მაჟორიტარი მაინც გაეყვანათ, როგორც ეს "მრეწველების" შემთხვევაში მოხდა. ბოლო კვლევებმაც დაადასტურა, რომ ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი არ აქვთ და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ ხმებს არ მისცემენ. პოლიტიკაში საჩუქრები არ არსებობს, პოლიტიკაში გამარჯვება უნდა მოიპოვო.

 

- მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ვენეციის კომისიის შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან მიმართებაში დადებითი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

 

- წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის საკითხში პროექტს არ შეეწინააღმდეგება. რაც შეეხება დარჩენილი ხმების გადანაწილებას, აქ შეიძლება, შეეწინააღმდეგოს.

 

- ყოფილი პროკურორისა და მთავარი აუდიტორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ...

 

- მეეჭვება, რომ ამ მოვლენის ამხსნელად გამოვდგე, რადგან არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ მოხდა დაუშვებელი რამ, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მართალია, ყოფილი პროკურორის ადვოკატები ამბობენ, რომ მთავარმა აუდიტმა თავად იცემა თავი, რაც ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი არადამაჯერებელი რამ მოგვისმენია და ამასაც მოვისმენთ, ისე როგორც გვირგვლიანის შემთხვევაში ვისმენდით.

ცოტა გამაღიზიანებელი არის ის, რომ ვინც დღეს ამ გალახვაზე ასე აქტიურად საუბრობს, სანდრო გვირგვლიანის მკვლელობაზე ჩუმად იყო. გაღიზიანება ამ შემთხვევაში სენტიმენტია, მაგრამ უნდა მივიღოთ ისეთი სურათი, რომელიც ეჭვს არ გააჩენს სამართალწარმოებაზე.

 

- ოპოზიციას ეჭვები უკვე აქვს, ისინი უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და ითხოვენ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რასაც არ იზიარებს მმართველი გუნდი, რადგან, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას ვერ ხედავს...

 

- ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ნაადრევია, იმიტომ, რომ საპარლამენტო კომისიამ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ იმუშავეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს საქმე სხვა დონის გამოძიების საქმეა და ჯერ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. სტარსბურგის სასამართლოც ხომ არ იღებს იმ საქმეებს, რომლებსაც საქართველოს სასამართლო არ გაუვლია. ამიტომ ამ საქმემ ჯერ გამოძიების გზა უნდა გაიაროს და მერე უნდა დადგეს საპარლამენტო განხილვის თემად.

 

- თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა, მაგრამ დიდი სამზადისი ასეთი საპასუხისმგებლო არჩევნების მიმართ ქვეყანაში არ შეინიშნება, არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის მხრიდან. თუმცა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მათ გამარჯვებას და ხელისუფლების დამარცხებას, როგორც შემდგარ ფაქტს, ისე განიხილავს. თქვენი კოლეგა ექსპერტები კი თვლიან, რომ თუ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე ძველი კადრებით მივა, მას ხალხის მხარდაჭერა გაუჭირდება, ამიტომ არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს ადგილებზე გუბერნატორები და გამგებლებიო...

 

- ადგილობრივი არჩევნები უფრო ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიდის ხოლმე და ოპოზიციის მხარეც ნაკლებად ჩანს. ოპოზიცია კი იმუქრება, მაგრამ მუქარის შანსი ნაკლები აქვს.

 

გაზეთი "რეზონანსი"

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232