ინტერვიუ

ვალერი გელბახიანი: პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვამ სკანდალური მოვლენები გამოიწვია. პროექტზე საყოველთაო-სახალხო მსჯელობა გრძელდება. „ახალი თაობა“ ამ საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, იურისტ ვალერი გელბახიანს.

 

- ფილარმონიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყდა, რომ სადავო საკონსტიტუციო პროექტის განხილვა გაგრძელდება...

 

- ამას მივესალმები. კარგია, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციის პროექტის განხილვას აგრძელებს. ეს დაგეგმილი არ ყოფილა. განხილვა უნდა დამთავრებულიყო თბილისის შეხვედრაზე. ეს განხილვა ჩაიშალა. საყოველთაო-სახალხო განხილვა იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. რამდენიმე შეხვედრით ამის მიღწევა შეუძლებელია.

 

- განხილვა ფართო არ ყოფილა, მაგრამ მას აურზაური თავიდანვე ახლდა...

 

- აქამდე ძირითადად პარტიები ხმაურობდნენ. მთავარი განსახილველი საკითხები კი მანდატების გადანაწილება იყო.

 

- ხალხს სხვა პრობლემები უფრო აშფოთებს?

 

- რასაკვირველია. ადამიანებს აღელვებთ თავიანთი უფლებები. დეკლარირებულად ამაზე ძველ კონსტიტუციაშიცაა საუბარი, ეს ნორმები უფრო შესუსტებულია ახალ ვარიანტში. საჭიროა გარანტიები. ნებისმიერ მოქალაქეს, გლეხი იქნება ის, მუშა თუ ექიმი, უნდა, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავდეს. არავის სურს, ღვთის ანაბარა იყოს მიტოვებული. ყველას სურვილი და მოთხოვნაა, არ იყოს უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არ იღუპებოდეს სამუშაო ადგილზე, არ ჩამოართვან ქონება, არ დააკავონ უსამართლოდ. თუ ხელისუფლებამ ასეთი გარანტიები ვერ დაანახა ხალხს და შესაბამისი დამცავი ნორმები არ შეიტანა კონსტიტუციაში, მაშინ რა აზრი აქვს კონსტიტუციის მიღებას ან შეცვლას? თითო-ოროლა დეკლარირებული ფრაზა საკმარისი არაა. საჭიროა ქმედითი მექანიზმების ასახვა. ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს პროექტი მისაღები. ჯერჯერობით ის კონფლიქტური, კონფრონტაციულია.

 

- იმიტომ, რომ დავას და დაპირისპირებას იწვევს?

 

- ცხადია. კონსტიტუცია უნდა იყოს კონსენსუსის შედეგი. ეს პროექტი არ შემუშავებულა თანხმობით. მასში არ ასახულა ხალხის მოთხოვნები. არც განხილვას ჰქონია საყოველთაო ხასიათი. ამიტომ დადებითად ვაფასებ, რომ განხილვა გრძელდება. გაჩნდა იმედი, რომ საბოლოო ვარიანტი შეთანხმებულ, ანტიკონფლიქტურ დოკუმენტად იქცეს.

 

- ხალხს სასოფლო-სამეურნეო მიწის თემაც აწუხებს. უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ მიწა უცხოელებზე იყიდებოდეს...

 

- ამიტომაც უნდა ჩაიწეროს აკრძალვა კონსტიტუციაში. რომ გვეუბნებიან, ეს ორგანულ კანონში ჩაიწერებაო, ესაა პასუხი?!

 

- ორგანულ კანონში ჩაწერა იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს და მიწა ისევ გაიყიდოს?

 

- დიახ. სწორედ ამის გამო მოვითხოვთ ამ ჩანაწერს კონსტიტუციაში.

 

- საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა უკმაყოფილება გამოხატა ფილარმონიის შეკრებაზე...

 

- ეს ნორმალური მოვლენაა. საზოგადოების უკმაყოფილო ჯგუფებმა უნდა იაქტიურონ. ახალგაზრდებმა იქ სწორედ სოციალური პრობლემები, შრომითი უფლებების დაცვა წამოსწიეს. ეს საკითხები ბევრს აღელვებს. ეს სამართლიანი მოთხოვნებია. ხელისუფლებას ეს უნდა ესმოდეს.

 

- პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ახალგაზრდებს კომუნისტები უძახა...

 

- ეს იყო არა არასერიოზული განცხადება, არამედ უარესი. ესაა დიდი პოლიტიკური შეცდომა. როცა ჯერ აცხადებ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველანაირ თანასწორუფლებიანობას და იმავდროულად ასე აგრესიულად ექცევი საზოგადოების ნაწილს, ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა. სხვა სახელმწიფოში მას ამისათვის გადააყენებდნენ. შეიძლება ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ემოციებს აჰყვა ან ეს გამოუცდელობით წამოსცდა, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულადაა. პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი თანამდებობის პირია. მას ასეთი გადაცდომები არ ეპატიება. ერთხელ სააკაშვილმა შესძახა, ყველანი ციხეშიო. გვახსოვს, რა მოჰყვა ამ შეძახილს. კობახიძის ნათქვამიც შეიძლება არაჯანსაღად აღიქვან და დაიწყონ იმ ადამიანების დევნა, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარე კომუნისტებს ეძახის.

 

 

გაზეთი "ახალი თაობა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184