ინტერვიუ

ნიკოლოზ მჟავანაძე: ფილარმონიის ინციდენტის შემდეგ ირაკლი კობახიძეს თანაგუნდელებმა უსაყვედურეს

NSP.GE

რა ხდება „ქართული ოცნების“ კულუარებში, ვინ დგას ფარცხალაძის სკანდალის უკან, რას უნდა ველოდოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვინ არის სინამდვილეში ქვეყნის არაფორმალური მმართველი? - ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

 

 ნიკოლოზ მჟავანაძე:

 

- დღეს ხშირად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი სულაც არ არის. პრემიერობიდან წასვლიდან რამდენიმე თვის მანძილზე მას თავის გუნდზე რაღაც გავლენები ჰქონდა, მაგრამ დღეს მას `ქართულ ოცნებაზე~ არანაირი გავლენა აღარ აქვს.

ქვეყნის არაფორმალური მმართველი კი გლობალისტური ფსევდოლიბერალური სექტა გახლავთ. ამ ძალის წარმომადგენლები არაფორმალურად ხელმძღვანელობენ ქვეყანას. ისინი სახელისუფლებო რგოლებში და არასამთავრობოებში არიან გადანაწილებული.

 

- ამ გადანაწილებული ხალხის ვინაობა შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

 

- ამ ხალხის ავანგარდში არიან თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო კილაძე.

 

- გინდათ თქვათ, რომ დღეს საქართველოს 3 ქალი მართავს?

- მარტო სამ ქალზე არ არის საუბარი. ბევრნი არიან და სხვადასხვა რგოლებში არიან გადანაწილებული. სწორედ ეს ხალხი ბლოკავს კანონში ოჯახის დეფინიციის ჩაწერას, ხელს უშლის მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. გლობალისტების დაკვეთით საქართველოში ეროვნული იდეოლოგია მეორე პლანზეა გადაწეული. დაფინანსებასაც მხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეების მატარებელ პარტიებს მისცემენ, როგორებიცაა ვაშაძის პარტია, გირჩი.

 

- გირჩი პარტია აღარ არის, რელიგიურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა...

 

- ეგენი თავიდანვე სექტას წარმოადგენდნენ. დაფინანსებას, მათ გარდა, ნაციონალური მოძრაობის ყველა განაყოფი მიიღებს, მათ ბაზაზე 5 თუ 6 პარტიაა შექმნილი. ისეთი აზრის ფორმირება სურთ, რომ ესენი არიან ქვეყანაში უმრავლესობაში და ეროვნული იდეოლოგიის მატარებლები - უმცირესობაში. ეკლესიაზე შეტევაც სადაცაა დაგვირგვინდება. რამდენიმე დღის წინ ენდიაიმ მორიგი კვლევა ჩაატარა, სადაც ვნახეთ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ითხოვს, რომ სახელმწიფომ ეკლესია შეამოწმოს.

 

- ცუდი იქნება თუ სახელმწიფო ეკლესიას შეამოწმებს?

 

- ცუდი ის არის, რაც ამის უკან დგას. მორიგი კვლევის შემდეგ გვეტყვიან, რომ საპატრიარქოს გამოკითხულთა 40%-იც აღარ ენდობა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს სულ რამდენიმე წელიწადში მოხდება. სააკაშვილის მმართველობის დროს, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელიც აქტიურად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, საინტერესო განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ თქვა, ხალხზე და ხელისუფლებაზე რეალური გავლენის მოპოვება თუ გვინდა, საპატრიარქოს რეიტინგი უნდა დავუგდოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთო. საქმე მართლაც აქეთკენ მიდის.

საპატრიარქოს რეიტინგის დაგდების პარალელურად აქტიური სამუშაოები მიდის ხელისუფლების შეცვლაზე. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ `ქართული ოცნება~ ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი განშტოება გადაიბარებს.

 

- მაინცდამაინც ნაციონალებს რატომ უნდა გადააბარონ ხელისუფლება?

 

- იმიტომ, რომ ოპოზიციად და პოლიტიკურ პარტნიორებად მხოლოდ ამათ აღიარებენ.

 

- ოცნებაში ხელისუფლებიდან წასვლაზე არც კი ფიქრობენ.

 

- ნაციონალებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში დიდხანს იქნებოდნენ. „ქართულმა ოცნებამ» უკვე ორჯერ მოიგო არჩევნები. მესამედ მის გამარჯვებას არავინ დაუშვებს. არჩევნები მესამედ აღარც ნაციონალებს მოაგებინეს და ოპოზიციაში გაუშვებენ.

ახლა „ოცნებას“ ეტყვიან, გეყოთ, შვილო, ამდენი ხანი ხელისუფლებაში ყოფნა, ახლა ოპოზიციაში გადაბარგდით და ხელისუფლება თქვენს უფროს ძმებს გადაულოცეთო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, ხელისუფლების გადაბარება არ უნდა გაგვიკვირდეს. თავიდან არც მე მჯეროდა, რომ „ოცნება“ და ნაციონალები ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. პარლამენტში რამდენჯერმე დავესწარი კომიტეტის სხდომებს და უკვე აღარ მეპარება ეჭვი, რომ ერთნი არიან.

 

- რა ნახეთ ასეთი კომიტეტის სხდომებზე?

 

- რა და სანამ ჟურნალისტები შემოვიდოდნენ, ერთმანეთში გვრიტებივით ისხდნენ. როგორც კი კამერები გამოჩნდა, ერთმანეთს რაღაცების სროლა და შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. გავიდნენ კამერები და ისევ გვრიტებივით დასხდნენ.

 

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ნაციონალების ერთ-ერთ განშტოებას გადააბარებს ძალაუფლებას. ხალხმა თუ არ მისცა მათ არჩევნებზე ხმა, რას იზამენ?

 

- და რატომ გგონიათ, რომ ხალხი მათ ხმას არ მისცემს? 2012 წლის შემდეგ ვინმე იფიქრებდა რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი ხელისუფლება 500.000 ხმას მიიღებდა? 2012 წლის მერე ვინმე იფიქრებდა, რომ გიგა ბოკერია ფილარმონიის სცენაზე გამოიჭიმებოდა „ოცნების“ ლიდერებთან ერთად? ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას ზემოთ დაგვიწერენ. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს გამო დიდგორობის დღესასწაულს ვერ აღნიშნავ.

კანონში უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას იმიტომ არ წერენ, არადემოკრატიულიაო. აშშ-ის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯა მოქმედებს და აბა გაბედავს ვინმე იმის თქმას, რომ ეს ქვეყანა არადემოკრატიულია. ვერც ვენეციის კომისია იტყვის რამეს, არადა 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა რომ იარსებებს, ამაზე დიდი მკრეხელობა რა უნდა იყოს. ვიღაც მეტყვის, აშშ ზესახელმწიფოა და ყველაფერს ამიტომ პატიობენო. ასეც არის, მაგრამ პატარა ქვეყნებიც ახერხებენ საკუთარი ინტერესების დაცვას. საბერძნეთში, სომხეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ალბანეთში უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია.

 

- ეს აკრძალვა კონსტიტუციითაა?

 

- ორგანულ კანონში წერია, მაგრამ ისეთი რამე წერია, რომ ფაქტიურად შეუძლებელია უცხოელებზე მიწის გაყიდვა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისინი მუშაობენ ორგანულ კანონზე და რით ვეღარ შეიმუშავეს? 6 თვეა, პარლამენტში არიან და რას მიკეთებენ? რაღაც დებულება რომ მაინც შეემუშავებინათ, ამხელა აჟიოტაჟი აღარ იქნებოდა ამ თემაზე. ასე თუ გააგრძელეს და ხალხს არ მოუსმინეს, შეიძლება ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაბარება ვეღარ მოასწრონ. სახალხო მღელვარება თუ დაიწყო, ვეღარ შეაჩერებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ყველაზე კარგად ყოფილ ხელისუფლებას ეხერხება. ამის გარდან დასავლეთიდან მხარდაჭერა მხოლოდ მათ აქვთ. ეს კი პატარა ამბავი არ არის.

 

- ნაციონალების რომელ განშტოებას აქვს ყველაზე მეტი შანსი ხელისუფლებაში მოსასვლელად?

 

- რა მნიშვნელობა აქვს, რომელი განშტოება მოვა? მაინც ერთნი არიან. გიგა ბოკერიამ რაც უნდა ევროპული საქართველო დაირქვას, სისხლიან 9 წელს ვერ ჩამოირეცხავს. ასევე არიან სხვებიც. გველს წინწკლები რომ დააყარო, ჭიამაია არ გამოვა, გველი გველად დარჩება მაინც. სამწუხაროდ, პროცესები იქითკენ მიდის, რომ აქ მღელვარება დაიწყება და ხელისუფლებაში მაინც ნაციონალები მოვლენ. ვიცი, ხალხს რომ მათი დანახვა არ სურს, მაგრამ დასავლეთი ძალით გვტენის, მოქმედი ხელისუფლება კი საერთოდ მონურ მდგომარეობაში იმყოფება.

მინდა პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი რამე ვუთხრა, კომუნისტებს რომ აძაგებს, ვასილ მჟავანაძის შესახებ არაფერი გაუგია? ეს კაცი კომუნისტი იყო, მაგრამ სულ ქართულ საქმეს აკეთებდა და არასოდეს ყოფილა მოსკოვის მონა. საქართველო გადასახლებისგან მან იხსნა და ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, როკის გვირაბის მშენებლობა არ დაიწყო. სხვებისთვის იარლიყების მიწებებას და მონური მორჩილების გამოხატვას ურჩევნიათ, გუნდში არსებულ დაპირისპირებას მიხედონ.

 

- რა დაპირისპირებაზე საუბრობთ?

 

- ერთი უთანხმოება ირაკლი კობახიძეს უკავშირდება. გუნდში მას ფილარმონიაში მომხდარის გამო სერიოზულად უსაყვედურეს. ნაწილმა კი მისი გამოხდომები დადებითად შეაფასა. ასევე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა დედაქალაქის მერის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. „ოცნების“ ნაწილი დავით ნარმანიას კანდიდატურას იწონებს, მეორე ნაწილი კახა კალაძეს ამჯობინებს. ფსევდოლიბერალები ცდილობენ, რომ პარლამენტში თავისი გავლენები ჰქონდეთ.

მმართველ გუნდში სრული აჯაფსანდალია. ეს მათი განცხადებებიდანაც ჩანს. ერთი ერთს იძახის, მეორე - მეორეს. ესეც მაფიქრებინებს იმას, რომ შორს არ არის დრო, როცა ქვეყანაში შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს. კომუნისტების ძახილით და სპეცრაზმის მისევით ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ. ამის იმედზე ტყუილად არიან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამთავრობო შენობებთან უკმაყოფილო ხალხმა შესაძლოა კარვები გაშალოს.

ასევე ცუდად მენიშნა ფარცხალაძესთან დაკავშირებული ამბები. ვიღაცას უნდა, რომ ამ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი. ზოგიერთი მის დაცვას ცდილობს. რაც ყოფილ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით ხდება, ეს მარტო ლაშა თორდიას მოფიქრებული არ არის. ამაში „ოცნების“ წევრების ხელიც ურევია და ეს გუნდის რღვევაზე მიანიშნებს.

 

- ფარცხალაძემ რაც ჩაიდინა, მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო?

 

- ფარცხალაძესთან დაკავშირებული კამპანია, სავარაუდოდ, ხელისუფლების ნაწილის მიერ არის პროვოცირებული. თორდია არ არის ის ფიგურა, რომ დამოუკიდებლად ასეთი რამე გაებედა. ამ ამბავმა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მომზადებული შეთქმულება გამახსენა. მისი პრემიერობა შიდასახელისუფლებო ინტრიგებმა შეიწირა და შიგნიდან გაწირეს ეს ადამიანი. ასევე ხდება ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც.

 

- ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ფარცხალაძე ოფიციალურად არ არის თანამდებობაზე და რა უნდა მოხდეს?

 

- არის საუბრები, რომ ვიღაცებს კონკრეტულ თანამდებობის პირებზე გავლენების მოპოვება სურთ. მთავარი პროკურორის პოსტის წაღება სურთ ფსევდო-ლიბერალებს და ამიტომაც მოუწყვეს პროვოკაცია ფარცხალაძეს.

 

- ფარცხალაძე პროკურატურასთან რა კავშირშია? მან ეს თანამდებობა რამდენიმე წლის წინ დატოვა. თქვენც აღიარებთ, რომ ის არის პროკურატურის არაფორმალური მმართველი?

 

- არა, ამას არ ვფიქრობ. ამის გარდა, არც ის მეჩვენება უცნაურად, ფარცხალაძე მოქმედ მთავარ პროკურორს რომ იცნობს. შეგნებულად არის დაწყებული ის კამპანიაც, რომ ფარცხალაძე მართავს შოთაძეს. ხელისუფლებაში მყოფ რაღაც ძალებს სურთ, ამ გზით შოთაძეს პოსტი დაატოვებინონ და მთავარ პროკურორად რომელიმე ფსევდოლიბერალი დასვან.

 

 

 

გაზეთი "ახალი თაობა"

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

არსებობს თუ არა საქართველოში კაზაკების შემოჭრის საფრთხე....
ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება
სოსო ცინცაძე: კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის
ხათუნა ლაგაზიძე: განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა
ინტერვიუ ელჩ მარიუშ მაშკევიჩთან: არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს
ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია! სააკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტუალური არ არის
„ოთარ აბესაძეს 3000 დოლარისთვის იჭერენ, კახა კალაძის კლანს კი ხელს არ ახლებენ; „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ღიად ჩანს“-ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცხელ შემოდგომას ვპირდებით!

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.50.232