ქართული პრესა

წელს ენგურჰესიდან არც ერთი კვტ/სთ ენერგია არ მიგვიღია, მთლიანად სეპარატისტებმა მიითვისეს

NSP.GE

ბოლო 4 თვეში ელექტროენეგიის იმპორტი ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. ენერგეტიკოსების ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს 1 400 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა დასჭირდება. ამის მიზეზად მთავრობის არასწორი პოლიტიკა მიიჩნევა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვეღარ ვიყენებთ და მთლიანად აფხაზეთს ვამარაგებთ.

სეპარატისტების გაზრდილი მადა საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულს ხდის. ეს მაშინ, როცა მთავრობის პოლიტიკა ენერგოდამოუკიდებულების მიღწევაა. კიდევ ერთი მიზეზი, ენერგეტიკოსების შეფასებით, ჰესების მშენებლობის მიმართ მოსახლეობის პროტესტია, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ვერ ხორციელდება.

ესკო-ს მონაცემით, "ენგურჰესის" გამომუშავება მკვეთრად არის შემცირებული. 2017 წლის აპრილში გიგანტურმა ჰიდროსადგურმა 135 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში 167 მლნ კვტ/სთ აწარმოა. წელს მარტში ენგურჰესმა გამოიმუშავა 97 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, როცა 2016 წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 155 მლნ კვტ/სთ შეადგინა. რაც შეეხება თებერვლის მონაცემს, მხოლოდ 80 მლნ კვტ/სთ-ით გენერირება მოხერხდა, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში ის 140 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.

რაც ყველაზე მთავარია, "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" გამომუშავებული ენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს და აღარც ჰყოფნის. გამოდის, რომ რეალურად ენგურჰესს საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იყენებს, ყოველ შემთხვევაში, ასეა წლის დასაწყისიდან. იანვრიდან მოყოლებული, ამ ჰესიდან, ფაქტობრივად, არც ერთი კვტ/სთ ელექტროენერგია არ მიგვიღია. შარშან პირველ 4 თვეში აფხაზეთმა მოიხმარა 773 მლნ კვტ/სთ ელეტროენერგია, ხოლო წელს, ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 863 კვტ/სთ-ს გადააჭარბა (იანვარ-აპრილში ენგურისა და ვარდნილჰესის ჯამურმა გამომუშავებამ 673 კვტ/სთ შეადგინა). ფაქტია, რომ აფხაზი სეპარატისტები აზარალებენ საქართველოს ენერგოსისტემას, რის გამოც სახეზეა გაზრდილი იმპორტი.

რატომ მიდის ასეთ დათმობაზე ქვეყანა, ოფიციალური უწყებიდან ამაზე არავინ არაფერს ამბობს. სპეციალისტებისთვის კი საქართველოს ხელისუფლების უანგარო სიკეთის მიზეზი, რასაც აფხაზეთის მიმართ იჩენენ, უცნობია.

აფხაზეთის ელექტრომომარაგება ის თემაა, რაზეც დღეს ენერგეტიკოსებსა და პოლიტიკოსებს აბსოლუტურად იდენტური მოსაზრება აქვთ. მათი შეფასებით, ქვეყანამ მიიღო ეკონომიკურად წამგებიანი გადაწყვეტილება, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური გამართლება აქვს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე: "ელექტროენერგიის მოხმარება 4 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია. კარგი იქნება, თუ ამის მიზეზი წარმოების ზრდა და ეკონომიკაში მიმდიანრე დადებითი პროცესია. კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს და ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რამდენადაც ვიცი, შარშან საკმაოდ კარგი ხელშეკრულებები დაიდო იმპორტიორებთან და კარგ ფასად ხდებოდა გარანტირებული ელექტროენერგიის შემოტანა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ სოციალური გაზი დაგვეზოგა. 2017 წლის იანვარ-აპრილში სოციალური გაზის წლიური მარაგი 50-60%-მდე გვქონდა ათვისებული, დავზოგეთ იმის გამო, რომ თბოელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიისა და იმპორტირებულის ფასებს შორის სერიოზული სხვაობა არ იყო.

გვახსოვს ისიც, რომ ენგური 2 კვირაზე მეტ ხანს იყო გაჩერებული, რის გამოც არა მარტო აფხაზეთისთვის, ჩვენთვისაც დაგვჭირდა ელექტროენერგიის მეტი რაოდენობით შეძენა ბოლო 4 თვის განმავლობაში. თვითონ აფხაზეთში დაახლოებით 90 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მართალია, ელექტროენერგიის ნაწილი რუსეთიდან მიიღეს, მაგრამ დიდწილად მაინც ჩვენ მივაწოდეთ. სავარაუდოდ, ტენდენცია გაგრძელდება და წლის ბოლომდე 1,400 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა დაგვჭირდება".

გია არაბიძის თქმით, სერიოზული პრობლემა სახელმწიფოს ჰესებთან დაკავშირებითაც აქვს, რადგან, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, პროექტების დიდი ნაწილი განუხორციელებელი რჩება. „ელექტროენერგია კარგ ფასად შემოგვაქვს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა იყოს, იმპორტის ზრდა არის ცუდი ფაქტი. ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ხალხი ყველა ბუჩქთან არ უნდა იყოს ჩასაფრებული და მწვავედ არ უშლიდეს ხელს ჰესების მშენებლობას, რაც საქართველოსთვის ბოლო დროის რეალობაა", - აღნიშნავს გია არაბიძე.

ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ამბობს, რომ აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხში მიდგომა შესაცვლელია. „ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, გადავახდევინოთ თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასური. მიდგომა უნდა შეიცვალოს მთავრობის მხრიდან. როცა საკითხს დავაყენებთ, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. რაც ცნობილია, ისევ ის თემა მეორდება იმავე ხელწერით. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პოლიტიკას არ შევცვლით", - აცხადებს მირონ ფირცხელანი.

ენერგეტიკოსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ენგურჰესის გამომუშავება გაზრდილია, რაც სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული. „ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ჭარბი წყლის რესურსი, რომელიც გამომუშავების გაზრდას იწვევს. მეტიც, იმდენად დიდი იყო გაზაფხულზე წყლის მოდინება, რომ იძულებული გახდნენ, წყალსაცავებიდან წყალი დაეღვარათ. მაქსიმალური გამომუშავებისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია, შესაძლებელია ექსპორტზე ელექტროენერგიის გატანაც. მათ შორის მოხმარება შიდა ბაზარზეც, თუკი ტარიფებშიც იქნება რეგულირების საშუალება. მიმაჩნია, რომ ელექტროენერგია გაზაფხულ-შემოგომაზე გაცილებით ნაკლები უნდა ღირდეს, რაც მარეგულირებელმა კომისიამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოაგვარა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი პოლიტიკის გატარებას შევძლებთ", - განუცხადა "რეზონანსს" მირონ ფირცხელანმა.

 

 

 

გაზეთი "რეზონანსი"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184