ინტერვიუ

სოსო ცინცაძე: ტრამპს საქმე მიჰყავს იქამდე, რომ მეორე ვადით პრეზიდენტი ვეღარ გახდება

"რუსეთთან თანამშრომლობა და კავშირებიც ყურადსაღებია. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ამერიკული საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ დასამალი. დონალდ ტრამპს რუსეთთან თანამშრომლობა უნდა და ეძებს ისეთ სფეროებს, რომლებიც მოსკოვისთვის მისაღები იქნება. აქ სკანდალი მოჰყვა იმას, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გასაჯაროება საფრთხეს უქმნის თვითონ წყაროს", - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას და აღნიშნავს, რომ ტრამპის მიერ სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროებით, აშშ უსაფრთხოების საკითხებაში ბევრისთვის სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება.

„დონალდ ტრამპს რუსეთთან თანამშრომლობა უნდა და ეძებს ისეთ სფეროებს, რომლებიც მოსკოვისთვის მისაღები იქნება. აქ სკანდალი მოჰყვა იმას, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გასაჯაროება საფრთხეს უქმნის თვითონ წყაროს. ახლა ეს უკვე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმაც გაიგეს, მათ იციან, ვინ ამზადებდა კონკრეტულ ტერორისტულ აქტებს და იმის გამოთვლა, თუ ვის მიუწვდებოდა ხელი ამ ინფორმაციაზე, რთული არ იქნება. ამიტომ, დონალდ ტრამპის დაუფიქრებელ საუბარს, დიდი ალბათობით, ამ წყაროს (ისრაელის აგენტის) გამოაშკარავება და სიკვდილი მოჰყვება. ეს არც ისრაელს მოეწონება და არც მის მეგობრებს აშშ-ში.

რაც შეეხება, აქვს თუ არა პრეზიდენტს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების უფლება, საქმე ისაა, რომ მთელი ორი დღის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, მას ასეთი რამ არ უთქვამსო. საბოლოო ჯამში კი, ტრამპს მობეზრდა ეს იწილო-ბიწილო და თავად თქვა, მე სრული უფლება მაქვს, ნებისმიერი ინფორმაცია გადავცე, ვისაც მინდაო. გარდა ამისა, ის ამბობს, რუსეთი "ისლამური სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა და ამიტომ გადავეცი ეს ინფორმაციაო», - ამბობს სოსო ცინცაძე „რეზონანსთან“ საუბარში.

- აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებით, საფრთხის ქვეშ დგება თუ არა მთლიანი დასავლური სადაზვერვო სამსახური? რამდენად მოსალოდნელია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ", . ჩანერგილების ძებნის მიზეზით, შიდა წმენდა დაიწყოს?

- რასაკვირველია, ასე მოხდება. ეს არის ზესაიდუმლო მასალა. საერთოდ, ამერიკისა და მსოფლიო პრაქტიკაში, წყაროს კონფიდენციალურობასა და მიუწვდომლობას თვალისჩინივით უფრთხილდებიან. დონალდ ტრამპი პოლიტიკაში გამოუცდელია, 70 წლის კაცია, რომელიც 20 წლის ასაკიდან ბიზნესშია, მიჩვეულია, რომ ანგარიშს არავის უწევს და როგორც თავად უნდა, ისე აკეთებს. ოლიგარქის ბუნებაა ასეთი და მერე, როდესაც ის ხელისუფლებაში მოდის, მას ამერიკაც საკუთარი კერძო ფირმა ჰგონია, ამის შესაბამისადაც იქცევა.

- ამის შემდეგ დგება თუ არა ეჭვქვეშ აშშ-ისთვის სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის საკითხი?

- წარმოიდგინეთ, როგორი რისკია, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იყო აგენტი. ამ დროს, ამერიკის პრეზიდენტს ენა არ უჩერდება, არ იცის, სად რა თქვას და ამხელა საიდუმლოს ამხელს. ამით თვითონ ისრაელს რა დღეში აგდებს?! ბევრისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკა უკვე აღარ არის სანდო პარტნიორი. ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც მუდმივად ცდილობენ, ტრამპის გაფუჭებული საქმე გამოასწორონ. ტრამპი რაღაც სისულელეს სოციალურ ქსელებში დაწერს და მეორე დღეს მთელი ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს გამოასწოროს და თქვან, თითქოს ტრამპი სხვა რამეს გულისხმობდა. ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის დარტყმაა, თუმცა მსგავსი განცხადება "სასიკვდილო" დარტყმა არ არის და მას იმპიჩმენტი არ ელოდება მანამ, სანამ კონგრესი მისი პარტიის ხელშია. თუმცა, ტრამპის მიმართ ნდობის ფაქტორი მცირდება მთელ დასავლეთში და მათ შორის, ისრაელში.

ისლამისტებს სულაც არ გაუჭირდებოდათ იმის ამოცნობა, თუ ვისი მხრიდან მოხდა ინფორმციის გაჟონვა. მით უმეტეს, ებრაელის შემთხვევაში, რომელსაც საკმაოდ თვალში საცემი მახასიათებლები აქვს, დღეში ხუთჯერ უნდა ილოცოს და ა.შ.

- ეს როგორ აისახება ტრამპის პოლიტიკურ კარიერაზე?

- დღეს რეალობა ასეთია, რომ "დემოკრატიული პარტია" და სხვები, მრავალი ფრონტიდან უტევენ ტრამპს, რომელიც მათ ძალიან ბევრ საბაბს აძლევს თავისივე საწინააღმდეგოდ. ამას ემატება ისიც, რომ, როგორც ახლა გახდა ცნობილი, ტრამპმა ფებეერის ყოფილ დირექტორს სთხოვა, შეეწყვიტა ძიება. ვგულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიის მსველობისას ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა კავშირებს რუსეთთან. ასევე, იხსენებენ ნიქსონის დროინდელ ამბებს, იმპიჩმენტს და ა.შ. მაგრამ აქ პრინციპული განსხვავებაა. ნიქსონის იმპიჩმენტი შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ ორივე პალატაში "დემოკრატების" უმრავლესობა იყო, ნიქსონი კი "რესპუბლიკელი" იყო.

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ნიქსონის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება და სენატში კენჭისყრა რომ დადგა, ნიქსონი უცებ გადადგა. მაგრამ ახლა ორივე პალატაში ტრამპის მომხრეები, "რესპუბლიკელები" არიან. აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ ეს შეტევა ტრამპის იმპიჩმენტამდე მივიდეს. უბრალოდ, რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი მხარს არ დაუჭერს.

მართალია, ახლა შუალედური არჩვნები მოდის, მაგრამ "დემოკრატების" გამარჯვება მოსალოდნელი არ არის. სხვა გზა არ აქვთ, უნდა დაელოდონ პირველი ვადის დასრულებას, მაგრამ ტრამპს თავად მიჰყავს საქმე იქით, რომ მეორე ვადით პრეზიდენტი ვეღარ გახდება. გარდა ამისა, რუსეთთან თანამშრომლობა და კავშირებიც ყურადსაღებია. როგორც ჩანს, ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის წარმოადგენლებს ამერიკული საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ დასამალი.

- როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი ისლამური სახელმწიფოს" წევრების აქტიურობა დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით?

- დღეს "ისლამური სახელმწიფოს" აქტიურობა ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც 2-3 წლის წინ იყო. მაგრამ მათი გააქტიურება მოსალოდნელია მაშინ, როდესაც ის დაკარგავს მოსულს მთლიანად და რაკას. როდესაც მას ახლო აღმოსავლეთში ისეთი სამხედრო ძალა აღარ ექნება, რომ დაიპყროს ტერიტორიები, იფიქროს სახელმწიფო სტრუქტურებზე და ა.შ. თუ ეს განადგურდა, მაშინ "ისლამური სახელმწიფო" გახდება "ალქაიდას" მსგავსი იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაცია და გადავა გააქტიურებაზე დასავლეთსა და აშშ-ში.

ჯერჯერობით, "ისლამური სახელმწიფო" ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და ერაყში ისევ იბრძვის. არის ინფორმაცია, თითქოს 26 მაისამდე უნდა გაათავისუფლონ მოსული და რაკა, ვნახოთ, რა იქნება. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ "ილამური სახელმწიფოს" დამარცხება გარდაუვალია.

 

 

გაზეთი "რეზონანსი"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133