ინტერვიუ

ქეთევან ციხელაშვილი: ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სოხუმში მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ დაიგეგმა

 

 „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მიდგომები როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან, ასევე აფხაზებსა და ოსებთან მნიშვნელოვნად შეიცვალა - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა გამოცხადდა. გვესაუბრება შერიგებისა და­ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან­ ციხელაშვილი:

- 9 წელი გავიდა საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან, რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების ღია ოკუპაცია მოხდა. ხშირად საერთაშორისო დიკუსრში ამ ამ კონფლიქტს გაყინულ კონფლიქტად მოხსენიებენ, მაგრამ ეს არის დინამიური პროცესი.  სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა რამდენიმედღიანი მოვლენა, რადგან გრძელდება ამ რეგიონების მილიტარიზაცია და პროვოკაციები.

დეოკუპაცია ჩვენი მთავარი ამოცანაა.­ არ გვქონია ილუზია, რომ ამას მცირე დროში მივაღწევდით, მაგრამ ბოლო წლებში ძირეულად შევცვალეთ სამშვიდობო პოლიტიკის მიდგომები. დავსახეთ აფხაზ და ოს საზოგა­დოებებთან დიალოგის, შერიგებისა და ნდობის დამყარების პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანებს კარ-მიდამოს უყოფენ, მიწას სტაცებენ, ახლობლებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ, შედეგებზე ლაპარაკი პირობითია, მაგრამ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობის პირობებსა და რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვინარჩუნებთ

მშვიდობას. რეგიონის იმ ექვსი ქვეყნიდან, რომელთაც ევროპა განსაზღვრავს აღმოსავლეთპარტნი­ორობის არეალად, ხუთს აქვს მოუგვარებელი კონფლიქტები. ეს კონფლიქტები განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებს რუსეთის ფაქტორი - მისი სურვილი, შეინარჩუნოს გავლენა ამ ქვეყნებზე. როდესაც

ასეთ ვითარებაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, საგარეო კურსს, ვატარებთ რეფორმებს, ვვითარდებით ეკონომიკურად და ვახერხებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ნაბიჯების გადადგმას, უკვე მიღწევაა. რთულია, დაინახო ის საფრთხე და პრობლემები, რომელთა თავიდან არიდებაც ხერხდება, მაგრამ ვითარება, რაც გვაქვს, მერწმუნეთ, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია. 2008 წლის მოვლენების შემდგომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან სრულიად გაქრა მანამდე არსებული ისედაც მყიფე კონტაქტები. ჩვენი­ მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკით საზოგადოებრივ დონეზე კონტაქტების დამყარება მოვახერხეთ.

აფხაზებსა და ოსებს ვთავაზობთ უკეთეს განათლებას, ხარისხიან სოციალურ და ჯანმრთელობის სერვისებს, იზოლაციიდან თავის დაღწევის ხელშესახებ გზებს და იმ სარგებელს, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპასთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას.

 

- თუ გაქვთ სტატისტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლე რამდენმა კაცმა ისარგებლა­ უვიზო რეჟიმით? როგორც ვიცი, მათთვის ბიომ­ეტრიული პასპორტის აღება გართულებული პროცედურაა...

 

- ამის გამარტივება უკვე მოხდა, მალე აისახება პროცედურებშიც. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი, რომ პასპორტების აღების მსურველთა რიგები უცებ დადგებოდა, არ გვქონდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდა ქართველებისგან მუდმივად მტრის ხატს ქმნის. მიმდინარეობს იმ ადამიანებზე იერიშის მიტანა, სტიგმატიზაცია, ვინც ჩვენთან რაიმე სერვისით სარგებლობს ან გვესაუბრება. ამიტომაც ვერიდებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ბევრ მიმართულებაზე საჯაროდ ლაპარაკს.

ამ დღეებში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენლებმა დე ფაქტო ხელისუფლებას­ ახალგორის გარდა, საქა­რთველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე­ სხვა გამშვები პუნქტის ამოქმედებაც მოსთხოვეს. საპასუხოდ იმავე­ არეალში ე.წ."ცეცხლის საწინააღმდეგო­ თხრილების გავლება დააანონსეს, რაც, ფაქტობრივად, ამ ხელოვნური ბარიერების მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაც არის მიმართული.

 

- ვადევნებ თვალს აფხაზების აქტიურობას­ სოციალურ ქსელებში და ბოლო დროს შესამჩნევია, რომ მათი უკმაყოფილება რუსეთის მიმართ იზრდება

 

- რუსეთის მარწუხები მათ მომავალსა და იდენტობას­ ემუქრება. ცხრა წლის წინ რუსეთმა დაიკავა ის ტერიტორიებიც,­ რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და ახლა გამალებით ფარგლავს საოკუპაციო ხაზს. ამ ბანერების იქით არის დიდი სიმძლავრის სამხედრო ბაზები, რომლებიც გათვლილია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ გაცილებით დიდ მასშტაბზე. ჩვენს ტერიტორიებზე ათასობით რუსი ჯარისკაცის მონაწილეობით წვრთნები იმართება. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოსთვის არის გამოწვევა, არამედ მთელი რეგიონისთვის.

მძიმე მდგომარეობაშია გალის ქართველი მოსახლეობა. მათ წაარ­თვეს მშობლიურ ენაზე განათლების უფლება, შელახულია მათი საკუთრების უფლება. ლაპარაკია, რომ ახალგორშიც აიკრძალოს ქართულ ენაზე სწავლება - ეს ყველაფერი რუსული ოკუპაციის გაგრძელებაა.

 

- ცნობილია, რომ როგორც აფხაზეთიდან, ასევე .. სამხრეთ ოსეთიდან არაერთმა მიიღო ჩვენთან სამედიცინო დახმარება. რა ხდება ახლა, როდესაც რუსეთმა ამ მიმართულებითაც კონტრზომების მიღება სცადა და, მაგალითად, აფხაზეთში რუსული სადაზღვევო კომპანია შეიყვანა

 

- აფხაზეთის რეგიონთან გადასასვლელების ჩაკეტვამ მიმოსვლა შეა­ფერხა, მაგრამ დინამიკა მაინც მზარდია.­ ჯერ ერთი, რუსებმა რაც შესთავაზეს, ეს არ აიაფებს მომსახურებას და არც ხარისხითაა კონკურენტ­ული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნდობა. აფხაზი საზოგადოება დიდი არ არის და ამბები სწრაფად ვრცელდება, უკვე ათასობით ადამიანი, ვინც ამ სერვისებით ისარგებლა, ხედავს, რომ ქართველ საზოგადოებაში მტრული განწყობა არ არის. არ ყოფილა შემთხვევა, აქ ჩამოსულ აფხაზთან ან ოსთან ვინმეს აგრესია გამოეხატოს. აფხაზებსა და ოსებს ორი არჩევანი აქვთ: ან რუსიფიკაცია და გასამხედროებული სისტემა, ან ჩვენთან დიალოგი და განვითარების პერსპექტივა.

 

- როგორ აფასებთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს და ოკუპაციის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს?

 

- მაიკ პენსის გზავნილები იყო პრინციპული და ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო­ მხარდაჭერის გამომხატველი. მკაფიოდ ითქვა, რომ არავის აინტერესებს დაპირი­სპირება რუსეთთან, მაგრამ არის წითელი­ ხაზები, რომელთაც ყველამ პატივი უნდა სცეს. პირდაპირ თქვა, რომ აშშ მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ.

 

- რას იტყვით ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტის თაობაზე?

 

- ეს არ არის სოხუმში პუტინის პირველი ვიზიტი, თუმცა, ამჯერად აშკარაა,­ რომ ეს სწორედ პენსის ვიზიტის საპასუხოდ დაიგეგმა. 8 აგვისტოს პუტინის სოხუმში ჩასვლა დემონსტრაციული გზავნილია იმისა, რომ კრემლი აგრძელებს ოკუპაციას და პოზიციას უფრო იმყარებს.

 

- ელოდებით რუსეთისგან პროვოკაციების მეტად გამწვავებას?

 

- ვერ გამოვრიცხავთ. წლებია გრძელდება ინციდენტები ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, უკანონო დაკავებები­ და ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობები. ეს ყველაფერი ემოციურად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე და წარმოშობს საშიშრო­ებას, რომ ეს უფრო მასშტაბურ პროცესში­ გადაიზარდოს. ეს არ უნდა დავუშვათ! რუსეთის ქმედებები სამართლიანად იწვევს ჩვენს აღშფოთებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

გაზეთი "კვირის პალიტრა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვახტანგ მაისაია: „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს; სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...
დავით დარჩიაშვილი: თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას უნდა, რომ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს
გია დვალის "სივრცის დაკეცვის თეორია"-გახდება თუ არა შესაძლებელი ათასობით სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებზე მოგზაურობა
მამუკა არეშიძე: ტერორისტები ავტოფურგონებზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უფრო იაფი უჯდებათ
მეგი გოცირიძე: ნეტავ სააკაშვილი დაიჭირონ!
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ჩიხშია და დათმობა მოუწევს
ხათუნა ლაგაზიძე: უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს
სკანდალური სქემა ადამიანების გასანადგურებლად - «უგულავას კაბინეტში წყდებოდა ის შავ-ბნელი საქმეები, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ»
ჯემალ გამახარია: პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.81.192.192