ინტერვიუ

შოთა მალაშხია: ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მთლიანობაში, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. „ახალი თაობა“ ამ გარემოებებზე ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. მან გაახმიანა ისეთი გზავნილები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი წარმოვთქვამდით. ხმამაღლა გაცხადდა, რომ საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია და ოკუპანტმა პასუხი უნდა აგოს. ესაა სწორი და სამართლებრივი მიდგომა, იმის დანახვა, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, სახელმწიფოებრიობას კი საფრთხე ექმნება. ესაა ის, რაც დიდი ხანია, საერთაშორისო დონეზე უნდა თქმულიყო. ეს მიდგომა განსხვავდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკისაგან, რომელიც ოკუპანტის არგაღიზიანებასა და კაპიტულაციაზე ააგეს“, - ამბობს შოთა მალაშხია.

 

- მაიკ პენსის გზავნილების შემდეგ არ შეცვლილა ეს პოლიტიკა?

 

- ახლა უკვე სხვა გზა აღარ დარჩა. ამის შემდეგ პრორუსულ პარტიებსა და ჯგუფებს საქართველოში არანაირი გასავალი აღარ აქვთ. ვინაა ამ პროცესის აქტიორი და ვინ ასრულებს რუსეთის დაკვეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთს ცუდი დღეები უდგას. მას სანქციები გაუმკაცრეს. ეს სანქციები მას გარკვეულ ზარალს მოუტანს, მაგრამ გამანადგურებელ დარტყმას ვერ მიაყენებს. რუსეთს ყველაზე მეტად თავისი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიების შედეგების დადება აშინებს.

 

- რასაც აშშ აპირებს?

 

- დიახ. დაახლოებით 6 თვეში გამოქვეყნდება, რა გზით იშოვეს უზარმაზარი ფული ოლიგარქებმა რუსეთში. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი. აშშ-ის ერთი სპეცსამსახურის ერთწლიანი ბიუჯეტი იმხელაა, რომ საქართველოს ერთი წლის მთლიან შიდა პროდუქტს უდრის. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები აქვს თუნდაც ერთ ასეთ სამსახურს და როგორი დასკვნა დაიდება! მით უმეტეს, რომ ასეთი სამსახურების რაოდენობა 7-მდეა. რამდენიმე თვეში მსოფლიო შეიტყობს იმ უმდიდრესი ადამიანების ქონების წარმომავლობას, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ ან საქმიანობდნენ. რუსეთთან ერთად შავი დღე დაუდგებათ მის აქაურ წარმოგზავნილებს. მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი ტყავისა და ქონების გადარჩენა იქნება. ყალიბდება პირობები `ქართული ოცნების~ სახლში გასაშვებად. მსოფლიოში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება. ოკუპაცია, ომი, გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არავის შერჩება. ხომ უნდა დაისაჯოს ის, ვინც აფხაზეთში ამდენი სისასტიკე ჩაიდინა! ჩაწერილი მყავს მოწმეები, რომლებიც ყვებიან, როგორ ყრიდნენ ჭაში ცოცხალ ადამიანებს, შემდეგ კი მიწას ბულდოზერით ასწორებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მამების თვალწინ შვილებს. 30 000 ადამიანი ჩვენ აფხაზეთში ცოცხლად დავკარგეთ. აქედან 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. აღარაფერს ვამბობ აფხაზეთიდან გამოდევნილ მოსახლეობაზე. ამაზე ჯერ პასუხი არავის უგია. სააკაშვილს აბრალებენ 2008 წლის მოვლენებს. ვინც ამას ამბობს, ვეკითხები - 1801 წელს, ან აფხაზეთის ომის დროს სააკაშვილი იყო დამნაშავე იმაში, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, ან უკრაინაში აკეთებს?

 

- ქართული ოცნების მოახლოებული პოლიტიკური აღსასრული ახსენეთ. ადგილობრივი არჩევნებისას ეს არარეალური არ არის? თუ თბილისში მეორე ტური შეიტანს გარდატეხას სიტუაციაში?

 

- არარეალური არ არის. ხალხი ითმენს, მაგრამ მას უგროვდება პროტესტი არა მარტო ოკუპაციის, არამედ სიღარიბის, ეკონომიკის ჩავარდნის, კორუფციის მიმართ. შეიძლება ამან ერთ დღეს იფეთქოს და ეს არჩევნების მეორე ტურამდეც მოხდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ თბილისში მეორე ტურმა შეცვალოს სიტუაცია. ეს მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაერთიანდება „ქართული ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ და მხარს დაუჭერს მის კონკურენტს.

 

- ეს შესაძლებელია?

 

- მეორე ტური აუცილებლად იქნება. თუ მართლა ოპოზიცია გქვია და მოსყიდული არა ხარ, მაშინ მხარი უნდა დაუჭირო ოპოზიციონერს! „ქართული ოცნება“ ყველა საკითხში მარტოა დარჩენილი. ეს კარგად ჩანს კონსტიტუციის ცვლილებაშიც.

 

- სექტემბრის დასაწყისში საკონსტიტუციო საკითხებზე ვენეციის კომისიის ინიციატივით ქართული ოცნება ოპოზიციას ხვდება. ამ შეხვედრისგან არაფერს ელით?

 

- კონსტიტუციის შესწორების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით მარტომ მიიღო. მესამე მოსმენისას სერიოზული ცვლილებები არ შედის.

 

- ხომ შეიძლება, მეორე მოსმენა ხელახლა გაიმართოს და ცვლილებები მოხდეს?

 

- ეს რომ დავიჯეროთ, მმართველმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ დათმობაზე წავა, უნდა განმარტოს, რას შეცვლის. არ ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებდეს 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოღებას, პრეზიდენტის პირდაპირი წესის არჩევის საბოლოოდ დატოვებას და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამიტომ, ოპოზიციის ჩასვლას სტრასბურსა თუ ბრიუსელში აზრი ეკარგება. ასეთი ამაო სიარული ხალხის ფულის ფლანგვაა. თუ რომელიმე პარტია უცებ გამოვა და კონსტიტუციის პროექტს მიემხრობა, ეს ამ ძალის პრობლემა იქნება. ამას მხოლოდ ნაყიდი ე. წ. ოპოზიცია დათანხმდება.

 

 

 

 

გაზეთი "ახალი თაობა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30