უცხოური პრესა

"ng.ru"(რუსეთი): ძნელი წარმოსადგენია რით შეიძლება მოსკოვის დარწმუნება საქართველოსგან საფრთხე არ გემუქრებაო-თუ არა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარით

რუსული გამოცემა «Независимая газета» საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და იმ პოლიტიკური ძალების შესახებ, რომლების რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, სარედაქციო მასალას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

 

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ - ერთიანმა საქართველომ“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყება მოსთხოვა. მოტივი უბრალოა: თბილისის დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან შეზღუდულ პირდაპირ კონტაქტებში, ხოლო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ამ კონტაქტების არარსებობაში გამოიხატება, არაეფექტურია როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით.

ორივე პარტიის მიმართ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, რომ მათ ასეთი სკანდალით თითქოსდა პოპულარობის გაზრდა სურთ, მაგრამ რისკი ძალიან დიდია: მათ მიერ წამოწეული საკითხი სენსიტიურია და ამრიგად, ეფექტი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო იყოს. თვით პარტიები ირწმუნებიან, რომ რეიტინგთან დაკავშირებით მათ საქმე კარგად აქვთ - თუ პარლამენტის არჩევნები სუფთად ჩატარდება, „დემმოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში აუციულებლად გავიდოდა, „პატრიოტები“ კი დღევანდელ ექვს მანდატთან შედარებით უფრო მეტს მიიღებდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორივე პარტია, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთთან სუბიექტური მიზეზების გამო ვერ აერთიანდებიან, ირწმუნებიან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას გამოხატავენ, ანუ არსებითად, ამტკიცებენ, რომ მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი სოციალურ დაკვეთას წარმოადგენს - გნებავთ იძულებითი ხასიათისა, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს (სხვა სერიოზულ საკითხებთან ერთად) თბილისი ვერ გადაწყვეტს.

 

„პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: მოსკოვთან დიალოგი სექტემბრისთვის უნდა დაიწყოს, შემდეგ - სოხუმთან და ცხინვალთან; უნდა განხორციელდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის რედაქტირება, უნდა შეიქმნას ფორმატი „საქართველო-ნატო-რუსეთი“, რათა მოსკოვი დარწმუნდეს - მას საქართველოს ტერიტორიიდან რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ეს მოთხოვნები მჭიდროდ ეხმიანება იმას, რასაც „დემმოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს. პროდასავლურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ სინამდვილეში  ხელისუფლების მიერ შემუშავებული სცენარი რეალიზდება, რომლის თანახმად, მას მოსკოვთან მოლაპარაკება სურს და ამ მიზნით ნიადაგს ამზადებს - აბა, რა ვქნათ, საზოგადოება  ითხოვსო...

 

ძნელია იმის წარმოდგენა, როგორი გარანტიებით შეიძლება მოსკოვის დარწმუნება - საქართველოსაგან საფრთხე არ გემუქრებაო - თუ არა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარით, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. რუსეთს ამის გამოცდილება აქვს: ნატომ თავის დროზე თითქოსდა აღუთქვა, რომ ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მალე ნატოს წევრები გახდნენ.

 

რაც შეეხება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის რედაქტირებას, რომელიც ესოდენ აღიზიანებს მოსკოვს, ამ მოთხოვნაში გარკვეული ლოგიკა არის. კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის შემთხვევაში, მაგრამ თუ თბილისი მისი კონტროლიდან გასულ ტერიტორიებს კვლავ საქართველოს ნაწილებად თვლის, მაშინ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, ვთქვათ, რუსეთში არიან და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში შესვლა სურთ, რატომ უნდა ჩავიდნენ თბილისში და იქიდან კი სოხუმსა და ცხინვალში?

 

რუსეთთან და ყოფილ ავტონომიებთან მოლაპარაკებაზე მსჯელობისას, დიალოგის ინიციატორებს, ეტყობა, სრულად არ აქვთ გაცნობიერებული ცხინვალისა და განსაკუთრებით სოხუმის დამოუკიდებლობის დონე. ამ მიმართებით ზედმეტი არ იქნებოდა გავიხსენოთ იმ მოლაპარაკების დინამიკა და ხასიათი, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ მიმდინარეობდა. თბილისის უარი გამართულიყო მსჯელობა ავტონომიის უფლებების გაფართოების თაობაზე ის შედეგი გამოიღო, რომ აფხაზურმა მხარემ დღის წესრიგში უკვე ფედერალურ ურთიერთობები დააყენა. თბილისის კიდევ ერთმა უარმა კონფედერაციული ურთიერთობების იდეა წარმოქმნა, შემდეგ კი, მორიგი უარყოფის გამო, აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და თანაბარსუბიექტებიანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმეის საკითხი დადგა. ანუ აფხაზთა მოთხოვნები საქართველოს უარებით მხოლოდ იზრდებოდა. ამიტომაც, თუ სოხუმი დათანხმდება მოლაპარაკებაზე, ეს იქნება მოლაპარაკება თავისი დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით და ამაში სენსაციური არაფერია. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ქართულმა მხარემ ყურადღება არ მიაქცია კრემლის მოწოდებას პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე, თანაც რუსეთმა განაცხადა, რომ არ ჩაერეოდა სიტუაციაში, თუ მხარეები ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე შეთანხმდებოდნენ.

რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მოსკოვმა იგივე განცხადება კვლავ გაიმეოროს, თუმცა მისი ალბათობა მიზერულია. ამისათვის აუცილებელია დეკორაციების კარდინალური შეცვლა: რუსეთი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველო მისი საიმედო მოკავშირეა, დღეს კი ამის არავითარი ნიშნები და წინამძღვრები არ არსებობს. ჰოდა, ღირს თუ არა ასეთი გაურკვეველი პერსპექტივის გულისთვის გეოპოლიტიკური შემობრუნება, ეს თვით თბილისმა უნდა გადაწყვიტოს.

 

 

 

http://www.ng.ru/editorial/2017-08-11/2_7049_red.html

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10