ინტერნეტ დაიჯესტი

საქართველოში პირველად ე.წ. დამწიფებული ხორცის წარმოება დაიწყო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის წევრებმა დღეს რაჭაში ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი დაათვალიერეს.

კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს. პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ სოფლებში  -  სორი და შარდომეთი, სადაც მოინახულეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანამშრომლებთან სათაო ფერმაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„მეცხოველების დარგის განვითარებას ქართულ-შვეიცარიული საწარმო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა და მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი ისევ კომპანია იბარებს. სასურველია,  რომ ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ეს მნიშვნელოვნად განავითარებს როგორც დარგს, ასევე ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას  და პროდუქტიულობის ზრდას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე  კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 22 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე ასეულ მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს, ასევე ხელს უწყობს კერძო ფერმების განვითარებას. კომპანიაში100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია  შვეიცარიულ-ფრანგული უახლესი ტიპის აპარატურით.

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ პირველად საქართველოში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ე.წ. „დამწიფებული ხორცის“ წარმოებაც დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, ხორცს რამდენიმე დღის განმავლობაში შეაბამისი ტენიანობისდა ტემპერატურის მქონე მაცივრებში განათავსებენ, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარკვეული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე  მოგვარების საკითხს. კანონმდებელთა განცხადებით, ბევრი საკითხის მიმართ ქვეყანაში ერთიანი მოდელი ვერ იმუშავებს და შესაძლებელია დიფერენცირებული რეგულაციები დაწესდეს ე.წ. მთის კანონის მიხედვით.

ოთარ დანელიას განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე  კომიტეტი  აქტიურად იმუშავებს პრობლემების საკანონმდებლო გზით გადაჭრის მიმართულებით.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით ღონისძიებაში კომიტეტის წევრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 

კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" 2009 წელს, ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში უკვე 22  მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია რაჭაში ფერმების ქსელს 2015 წლიდან ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 2018 წელსყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს.

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვახტანგ მაისაია: „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს; სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...
დავით დარჩიაშვილი: თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას უნდა, რომ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს
გია დვალის "სივრცის დაკეცვის თეორია"-გახდება თუ არა შესაძლებელი ათასობით სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებზე მოგზაურობა
მამუკა არეშიძე: ტერორისტები ავტოფურგონებზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უფრო იაფი უჯდებათ
მეგი გოცირიძე: ნეტავ სააკაშვილი დაიჭირონ!
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ჩიხშია და დათმობა მოუწევს
ხათუნა ლაგაზიძე: უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს
სკანდალური სქემა ადამიანების გასანადგურებლად - «უგულავას კაბინეტში წყდებოდა ის შავ-ბნელი საქმეები, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ»
ჯემალ გამახარია: პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.81.192.192