ინტერნეტ დაიჯესტი

საიდუმლო რადიოსადგური, რომელიც რუსეთში 35 წელია ფუნქციონირებს; რას გადასცემს ის და ვისთვის

სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, ჭაობებს შორის კედლით შემოღობილი მიწის ნაკვეთია, რომელზეც რამდენიმე რადიოანძა, მიტოვებული შენობები და სხვა ნაგებობებია განლაგებული. ერთ-ერთი რადიოანძა 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოკლე ტალღებით, 4625 კგც სიხშირეზე მაუწყებლობს.

ის პრაქტიკულად ყოველთვის მხოლოდ მონოტონურ ხმას გამოსცემს. აქამდე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის რადიოსადგური, რომელსაც „ზუზუნას“ ეძახიან, წერს BBC.

დაახლოებით კვირაში ერთხელ ამ რადიოსადგურის სიხშირეზე შესაძლებელია მამაკაცის ან ქალის ხმის გაგონება, რომელიც რუსულ ენაზე რამდენიმე არაფრის მთქმელ სიტყვას წარმოთქვამს.

როგორც ჩანს, ამ გზით მოწმდება კავშირის არსებობა.ზოგჯერ ამ სადგურით ასოებისა და ციფრების შემცველი დაშიფრული გზანილები გადაიცემა, მაგრამ ისინი ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ჯაშუშებისთვის ან სხვა ვინმესთვის გაცემულ მითითებებად მივიჩნიოთ.

“ზუზუნა“ მოკლე ტალღებზე ფუნქციონირებს, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო რადიოსადგური, ამიტომ მისი მოსმენა თითქმის მთელ მსოფლიოში შესაძლებელია, თუკი 4625კგც სიხშირეს დაიჭერთ. ის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობს.

მოკლე ტალღები საშუალებას იძლევა, რომ სიგნალი ყველანაირი ბუნებრივი დაბრკოლების – მთებისა და ოკეანეების გადალახვით გადასცეს. სწორედ ამიტომ იყენებენ მათ თვითმფრინავებსა და გემებზე სიგნალის გადასაცემად.

არსებობს რამდენიმე ვერსია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ამ რადიოსადგურის მფლობელი და რა მიზნებით გამოიყენება ის.

მათი უმრავლესობა იმაზე თანხმდება, რომ „ზუზუნა“ რუს სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა თავად მათ ეს არსდროს არ დაუდასტურებიათ. ყველაზე საინტერესო კამათები იმ თემაზე მიმდინარეობს, თუ რისთვის არის საჭირო რადიოსადგური, რომელსაც 35 წლის განმავლობაში რიგითი ადამიანისთვის გასაგები ინფორმაცია არ გადაუცია.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „ზუზუნა“ „უხილავი ხელის“ როლს ასრულებს. თუკი ბირთვული ომი დაიწყება და რუსეთს შეუტევენ, ამ სადგურის მაუწყებლობა შეწყდება, და ამუშავდება ავტომატიკა, რომელიც რუსულ ბირთვულ იარაღს მოქმედებაში მოიყვანს.

სიგნალის გადაცემის პირობები დღე-ღამის სხვადსხვა დროს ოდნავ იცვლება. ის ფაქტი, რომელიც „უხილავი ხელის“ თეორიას უარყოფს ის არის, რომ „ზუზუნა“ დღის განმავლობაში არასდროს იცვლის სიგნალს, რაც იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი გინდა, რომ შენი ხმა ნებისმიერ დროს ვინმეს გააგონო.

უფრო საინტერესოდ და სიმართლესავით ჟღერს ის ვარაუდი, რომ „ზუზუნას“ მიერ გამოცემული მონოტონური ხმა მხოლოდ და მხოლოდ მარკერია, რომელიც იუწყება, რომ სიხშირე დაკავებულია. ამ ვერსიის თანახმად, ეს რადიოსადგური საგანგებო სიტუაციებში მართლაც საჭირო გახდება.

მაგალითად, ომის შემთხვევაში, 4625 კგც სიხშირეზე რუსეთის სამხედრო მმართველობა ჯაშუშებს დაშიფრულ ინფორმაციას გადასცემს.

უფრო მოსახერხებელ ტექნოლოგიურ საშუალებებთან შედარებით, ინფორმაციის ამ გზით გადაცემის უპირატესობა ისაა, რომ – ასე შეუძლებელია გამომგზავნის ვინაობის დადგენა. დღევანდელი სპეცსამსახურებისთვის ხომ ელექრონული მიმოწერის გატეხვა ან სატელეფონო საუბრის მოსმენა ძალიან მარტივია.

 

 

jam-news.net



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10