ინტერნეტ დაიჯესტი

აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და და ჟურნალისტებს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ

აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ისევ მოღალატეებს ეძებენ – და ამ როლში, როგორც წესი, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მავანმა ანონიმმა გამოქვეყნა პოსტი სათაურით „ბიზნესი თუ აფსნისადმი ღალატი?“. ამ პოსტს დართული ჰქონდა 2016 წლის დასწყისიდან რეალიზებული პროექტის მასალები, სახელწოდებით „აფხაზური ენის შენარჩუნება აფხაზებისა და ქართველების მიერ“ – თანაც ის მასალები, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტით.

ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში პროექტის მონაწილეთა გვარებია ჩამოთვლილი, რომელთა შორის ცნობილი აფხაზი მწერლები და ლინგვისტებიც არიან.

შემოთავაზებულია ასევე პროექტის დაწვრილებითი ბიუჯეტი და ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველი ფოტოები.

საბოლოოდ კი ასეთი დასკვნაა გამოტანილი:

„პროექტ PALAG-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აფხაზური საზოგადოების საქართველოსთან ურთიერთობაში ჩათრევა, და ქართველებისთვის და მათი ოკეანის გაღმელი ბატონების მიერ იმ აფხაზ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენა, რომლებმაც პერსპექტივაში ჩვენი და თქვენი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვრონ!“.

სოციალურ ქსელებში ამ შეხვედრის მონაწილეთა მიმართ მათი ეროვნული ინტერესების ღალატში დადანაშაულების ტალღა აგორდა. შემდეგ კი ბრალდებულთა წრე გაფართოვდა და მასში სრულიად ყველა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა.

ბრალმდებელთა შორის ძირითადად ანონიმები ჭარბობენ. თუმცა, ზოგიერთი ამას ღიადაც აკეთებს.

კერძოდ, აფხაზეთის არმიის გადამდგარმა გენერალმა ზაკან ნანბამ დაწერა:

„გაოგნებული ვარ იმით, თუ რამდენად ღრმად გაიდგეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფესვები ჩვენს საზოგადოებაში… და დღეს მთელ ჩვენს საზოგადოებას იმას უმტკიცებენ, რომ რაღაც კორპუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულით, აფხაზური ენის განვითარებით არის დაკავებული და ვინ არის ამით დაკავებული? საქართველო და ამ კორპუსის მეთაური იულია გუმბა“.

ენის აღორძინების პროექტში მონაწილე ლინგვისტების მოხსენიებისას ნანბამ საზოგადოებას მათი გვარების ბრჭყალებში ჩასმა შესთავაზა და განაცხადა, რომ აუცილებელია „ამ არასამთავრობო ორგანიზაციების კმაყოფაზე მყოფ ხალხს ამომწურავი შეფასება მიეცეს“.

ონლაინ-დისკუსიების სხვა მონაწილეები აქტიურად მოუწოდებენ აფხაზურ სპეცსამსახურებს სასწრაფოდ დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით. კომენტარებში ასევე მხარს უჭერენ, რუსეთის ფედერაციაში დღეს მოქმედი ანალოგის მიხედვით, აფხაზეთში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიღების აუცილებლობის იდეას.

თუმცა, სოციალურ ქსელებში გამართულ დისკუსიაში მოწინააღმდეგე „პარტიაც“ ჩაერთო – ისინი, ვინც დარწმუნებულები არიან, რომ „პრესის“ ქვეშ მოქცეული მწერლები, ლინგვისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთისთვის ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე მათთვის ღალატის დამბრალებლები.

„თუ კიდევ ერთ-ორ წელიწადს ყურს დავუგდებთ ამ ჩვენს ულტრა -„პატრიოტებს“ – ჩვენი მდიდარი აფხაზური ენა უკვე ვეღარ შეასრულებს ურთიერთობის თანამედროვე საშუალების ფუნქციას“, – ამბობს პროექტის „აფხაზური ენის შენარჩუნება აფხაზებისა და ქართველების მიერ“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი აფხაზური მხრიდან, „აფხაზეთის ბავშვთა ფონდის“ თავმჯდომარე ასიდა ლომია.

“ასე რომ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ არ ეწინააღმდეგებიან აფხაზი ექსპერტების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებთან წვდომას – არამედ ამ მნიშვნელოვან ინიციატივებს მხარსაც უჭერენ. მათი მხარდაჭერის გარეშე, საერთაშორისო ფონდები არასდროს არ დააფინანსებდნენ აფხაზურ ენაზე მუშაობას. სევდიანი რეალობაა, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”.

იმ კრიტიკოსებს კი, რომლებსაც პროექტის აშშ-დან დაფინანსება აღაშფოთებთ, ასიდა ლომაიამ ურჩია, იმას მიაქციონ ყურაღება, რომ თავიანთ ბრალდებებისთვის ისინი სწორედ ამერიკულ რესურსს, Facebook-ს იყენებენ.

აფხაზეთში შინაური მტრების ძიება – ეს სრულიად დაგეგმილი და კარგად მართული აქციაა, – მიაჩნია ლიანა კვარჩელიას, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ექსპერტს.

ლიანა კვარჩელია საზოგადოებას სთავაზობს დაფიქრდეს და პასუხი გასცეს ასეთ კითხვებს:

  • „რატომაა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პრაქტიკულად მტრებად გამოცხადებულები“?
  • ვის არ აძლევს ყველაზე მეტად ხელს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობით თანმიმდევრულად გამოდიან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის?
  • ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობოები აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევას და გარე სამყაროსთან მისი კონტაქტების გაფართოებას ცდილობენ – სხვათა შორის, აფხაზეთის „ოკუპაციის“ თეზისის დამსხვრევით.
  • ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის გახსნას ცდილობენ?“

მწერლების, ლინგვისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტევას ისინი ახორციელებენ, ვინც იმ იდეას იზიარებს, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებებს, – მიაჩნია კვარჩელიას.

„ანონიმები და მათი მსახურები აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ღიად გალაშქრების უფლებას თავს ყოველთვის ვერ აძლევენ, და ვინაიდან საგარეო კონტაქტების გაფართოების გამო, არასამთავრობოების გაკრიტიკება, ტაქტიკური მოსაზრებებით, არც ისე გონივრულია, ამიტომ არასამთავრობოების მიმართ მთავარ „იარაღად“ქართველების მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრები გამოიყენება“, – წერს ლიანა კვარჩელია.

„აფხაზეთისთვის აუცილებელია ყველა რესურსის და შესაძლებლობის გამოყენება, რომ საერთაშორისო სივრცეში გავიდეს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან უშუალო კონტაქტების დამყარების მცდელობა. და როდესაც ამას პირდაპირ აკეთებ, ყოველთვის არ გამოდის, ამიტომ, საჭიროა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ირგვლივ შექმნილი სივრცეების გამოყენება, რომელთა წყალობითაც, სხვათა შორის, ის კარები იღება, რომლებიც სხვა ვითარებებში მიუღწეველია.

“გარდა ამისა, თუკი გვინდა, რომ მომავალში ომის განმეორება გამოვრიცხოთ, და თუ ამ დინამიკურად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყარი მშვიდობისკენ მივისწრაფვით – დღესვე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ, რომ ძალის გამოყენება აზრადაც არავის მოუვიდეს. ამისთვის კი საქართველოს საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვაა საჭირო“, – მიაჩნია ლიანა კვარჩელიას.

 

jam-news.net         



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვახტანგ მაისაია: „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს; სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...
დავით დარჩიაშვილი: თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას უნდა, რომ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს
გია დვალის "სივრცის დაკეცვის თეორია"-გახდება თუ არა შესაძლებელი ათასობით სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებზე მოგზაურობა
მამუკა არეშიძე: ტერორისტები ავტოფურგონებზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უფრო იაფი უჯდებათ
მეგი გოცირიძე: ნეტავ სააკაშვილი დაიჭირონ!
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ჩიხშია და დათმობა მოუწევს
ხათუნა ლაგაზიძე: უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს
სკანდალური სქემა ადამიანების გასანადგურებლად - «უგულავას კაბინეტში წყდებოდა ის შავ-ბნელი საქმეები, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ»
ჯემალ გამახარია: პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.81.192.192