ინტერნეტ დაიჯესტი

ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სოფელში პოლიტიკოსის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.

სახლი, სადაც შევარდნაძე დაიბადა, ახლა მისი ძმისშვილის, ნუგზარ შევარდნაძის საკუთრებაშია. ნუგზარ შევარდნაძე უკვე გამოეხმაურა ლანჩხუთის ხელისუფლების ინიციატივას და მზადაა სახლი და კარ-მიდამო მუნიციპალიტეტს მუზეუმის მოსაწყობად გადასცეს.


“საზოგადოებაში არსებული ინტერესისა და ასევე უცხოელი ტურისტების ინტერესის გათვალისწინებით,  უდიდესი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მისი სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება,” – ნათქვამია ლანჩხუთის საკრებულოს განცხადებაში.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს სოფელ მამათში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.  1968 წელს ის საბჭოთა საქართველოს შს მინისტრად დანიშნეს.  მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სსრკ- საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ის სსრკ- ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოჩნდა

1992 წელს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგსამხედრო საბჭომშევარდნაძე საქართველოში მოიწვია. ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას 2003 წლამდე მართავდა. 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული უსამართლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობიანი  “ვარდების რევოლუციამოხდა, რომელმაც შევარდნაძის ეპოქა დაასრულა

შევარდნაძის პრეზიდენტობა საქართველოში უშუქობასთან, ნგრევასთან, კორუფციასთან და კრიმინალის თარეშთან ასოცირდება. თუმცა, სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ პროექტებსნავთობსადენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და გაზსადენს ბაქო-თბილისი-ერზერუმს. ამ პროექტების წყალობით შეიძინა საქართველომ რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია

ედუარდ შევარდნაძე 2015 წლის 7 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო წლები მან კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაატარა. შევარდნაძე რეზიდენციის ეზოშია დაკრძალული, მეუღლის გვერდით

jam-news.net



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10