ინტერვიუ

თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება

თენგიზ შერგელაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2014 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და თანამდებობიდან მოქმედმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გაათავისუფლა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დაფუძნებული "შენების მოძრაობიდან" თბილისის მერობისთვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძვის. რა რესურსი აქვს დავით უსუფაშვილის მოძრაობას და რამდენად შეძლებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დამოუკიდებლად, რესპუბლიკური პარტიის გარეშე, პირველი საარჩევნო ტესტის წარმატებით გავლას, "კვირის პალიტრის" კითხვებს

"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ­ შერგელაშვილი პასუხობს:

- თბილისის მერობის სხვა კანდიდატები, ძირითადად, პოპულისტობით არიან დაკავებული - მთავარ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად, ისეთ სტერეოტიპულ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მხოლოდ ამომრჩევლის მოკლევადიანი კეთილგანწყობის მოპოვებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ასეთ პოპულარულ საკითხად იქცა პარკირება, რომელზეც ყოველი არჩევნების წინ გვესაუბრებიან, თუმცა, როგორც კი არჩევნების პერიოდი გადაივლის, პრობლემა პრობლემადვე რჩება და მეტიც, ხელმძღვანელები კერძო პირებთან გარიგებასაც არ ერიდებიან. ასეთი პოპულისტი და ზედაპირული მერი თბილისს აღარ სჭირდება.

სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მე და ჩემს პროფესიონალ გუნდს კონკრეტული ხედვები გვაქვს, როგორ დავაღწიოთ თავი დედაქალაქის სამ ძირითად პრობლემას - კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, გადატვირთულ სატრანსპორტო მოძრაობასა და ქაოსურ მშენებლობებს. შეუძლებელია, ეკოლოგიის მოწესრიგებას დაჰპირდე ამომრჩეველს და არ უთხრა, რომ ამისთვის ტაქსების რეგულაციის დაწესებაა აუცილებელი, კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს მშენებლობასა და ტრანსპორტზეც...

 

- როდის გაეცნობა თქვენს ხედვებს­ ამომრჩეველი? ფაქტია, ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგიწყიათ და არც მოსახლეობასთან შეხვედრებით გამოირჩევით…

 

- "შენების მოძრაობის" ხედვებს ამომრჩეველს სექტემბერში გავაცნობთ. ჩემი აზრით, აუცილებელია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, შეზღუდვების დაწესება როგორც სამშენებლო მიმართულებით, ისე სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება კამპანიას, მოგეხსენებათ, ზაფხულში მოქალაქეების დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის და ეს პერიოდი პოლიტიკურად ნაკლებად დატვირთულია. სექტემბრიდან გავაქტიურდებით.

 

- რატომ ფიქრობთ, რომ სექტემბრიდან ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც "შენების მოძრაობა" ამ დრომდე პარტიადაც არ დარეგისტრირებულა და პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან ფაქტორად ჯერ ვერ იქცა?

 

- დიახ, ახლა ფორმირების პროცესში ვართ და ამ ეტაპზე პროგნოზების გახმაურება არასწორად მიმაჩნია. საარჩევნო კამპანიის მთავარი ამოცანა იქნება, საზოგადოებას დავანახოთ, რომ თბილისის შეცვლა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, თბილისელი ამომრჩეველი ჩვენს შესაძლებლობებს დაინახავს. როდესაც "შენების მოძრაობას" ვქმნიდით, მთავარ იდეად სწორედ ბოლო 25-წლიანი პოლიტიკანობისა და ზედაპირულობის დამარცხება დასახელდა. "ნაციონალური მოძრაობის" ცხრა­წლიანი მმართველობაც ვნახეთ და "ქარ­თული ოცნების" ხუთწლიანი მუშაობის შედეგიც, ფაქტია, ვითარება გაუარესებულია.
შესაბამისად, ამომრჩეველი კარგად ხედავს­ როგორც კახა კალაძის შესაძლებლობებს, ისე ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების რესურსს - ხოშტარიასა და უდუმაშვილს ვგულისხმობ. არც ერთ მათგანს არ ესმის, რა სჭირდება­ თბილისს.

დედაქალაქში ყველა პრობლემა­ "ნაცმოძრაობისას" დაიწყო და "ქართული ოცნების" პერიოდში წარმატებით გაგრძელდა. ვერც წინა ხელისუფლება და ვერც ახლანდელი რეალურ თვითმმართველობად ვერ ჩამოყალიბდა - ორივე პოლიტიკური ძალის ხელში მერია წარმოადგენს მხოლოდ საარჩევნო მანქანას, რომელიც ანგარიშვალდებულია ძალოვან სტრუქტურებსა თუ პარტიასთან და არა თბილისელებთან.

დღეს მერია მოქალაქეებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია და დახშულ სივრცედ იქცა. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საკითხის მოსაგვარებლად ბიუროკრატიული პროცედურების გავლა აუტანელი გახდა. მერია ღიაა მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც მატერიალური რესურსი და ხელმძღვანელობასთან კორუფციული შეთანხმების შესაძლებლობა აქვს. "ქართულმა ოცნებამ" გენერალური გეგმის მომზადებაც ვერ მოახერხა, რეალურად, გენერალური გეგმის ნაცვლად მივიღეთ ფაილების გროვა, სადაც დედაქალაქის კოლაფსისგან დახსნის გზებზე არაფერია ნათქვამი. სწორედ ასეთი დანაშაულებრივი სისტემა უნდა დავამარცხოთ.

 

- თუ ბოლო არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდის კანდიდატმა დიდი სხვაობით დაამარცხა. რა გაძლევთ საფუძველს, რომ ერთი წლის შემდეგ უსუფაშვილის ლიდერობით საარჩევნო ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებთ?

 

- საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გლადიატორთა ბრძოლას დაემსგავსა, სადაც საზოგადოებას მგლის ხროვის თავდასხმით აშინებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი სააკაშვილისგან "ქართული ოცნება" საფრთხობელას ვეღარ შექმნის. ეს ტრიუკი წარმატებით ბოლოს 2016 წელს გამოიყენეს, 2017-სა და მომავალ წლებში საზოგადოებაზე ეს მეთოდი აღარ გაჭრის, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "მგელი" ორად და კიდევ უფრო ბევრ ნაწილად გაიყო - "ნაციონალური მოძრაობისგან", ფაქტობრივად, აღარაფერია დარჩენილი.

რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობებს, კონკრეტული ხედვები და მოტივაცია გვაძ­ლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი შევქმნათ. სხვათა შორის, არასწორად მიმაჩნია თბილისის მერიაში არსებულ მასშტაბურ პრობლემებში მხოლოდ დავით ნარმანიას დადანაშაულება. ბოლო სამი წლის განმავლობაში მის საქმიანობაში ჩართული იყო პარტია და მათ შორის კახა კალაძე საკუთარი კადრებით, რომელიც თბილისის მერიაში დღემდე მრავლად ჰყავს დასაქმებული. დღეს კი გამოდის და გვარწმუნებს, ვითარებას შევცვლიო, ასე არ გამოვა - პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, პირველ რიგში კი კახა კალაძემ. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება.

 

- გაქვთ ამის დამადასტურებელი ინფო­რმაცია?

 

- მარტივია - კახა კალაძე გვიმტკიცებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებო, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. როგორ უნდა მოახერხოს კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვან სტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი - სუს-ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრის­ განხორციელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან.

 

- საპროტესტო გამოსვლებს აანონსებთ?

 

- მოვლენების განვითარებას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. არჩევნების დარღვევებით ჩატარებას არავინ შეეგუება - თუ ხელისუფლება თავზე ხელს აიღებს­ და არჩევნების დღეს ძალოვან სტრუქტ­ურებს გამოიყენებს, ეს ხელისუფლების დასასრულის მოახლოება იქნება. "შენების მოძრაობა" და სრულიად საქართველო სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ­ თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის მეთოდებს შემოგვთავაზებს, რეაქციაც ადეკვატური იქნება. თუ კალაძეს კეთილგონიერი მრჩევლები ჰყავს, დაარიგონ, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადოს.

 

 

„კვირის პალიტრა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10