ინტერვიუ

ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ამერიკაში მოღვაწე დეკანოზმა კონსტანტინე პაიჭაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე მიმდინარე ქორწილია აღბეჭდილი, სადაც სიძე-პატარძალი ქართულ სიმღერას _ ,,მივალ გურიაში მარა”, ასრულებენ.

 

ვიდეო იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მამა კონსტანტინეს და თავად მოეთხრო ამის შესახებ.

_ ჩვენი წინა ინტერვიუს დროს, თქვენ ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოში მსახურობდით, ამჟამად, როგორც შევიტყვეთ, სხვა შტატში გადასულხართ. მოგვიყევით ამ ცვლილების და ახალი სამოღვაწეო ადგილის შესახებ.

_ დიახ, ჩვენი წინა შეხვედრისას, ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს წინამძღვარი ვიყავი. ერთი თვეა, რაც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე გადმოვედი წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სახელობის ეკლესიაში.

როცა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია შეიქმნა, მისი მართველი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში შევიდა კონტინენტზე არსებული ყველა ქართული სამრევლო. რადგან ეპარქია ახალ შექმნილიაყოველი ახალი სამრევლოს გახსნა, ან რომელიმე უკვე არსებული სამრევლოს ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა ხდება, გარკვეულ სამღვდელო ცვლილებებს იწვევს. ასე იყო ამჟამადაც.

 

 _ ზოგადი წარმოდგენისთვის, იქნებ მოგვიყვეთ, სამრევლო, სადაც ამჟამად მოღვაწეობთ, თქვენ მიერ დაარსდა თუ შემოუერთდა საქართველოს ეკლესიას და ცხოვრობენ თუ არა კუნძულზე ქართველები?

 _ კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით მეორეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო არქიპელაგის უდიდესი კუნძულია და 50- ადგილზეა მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკებია, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითად საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.

    კუნძულზე, 1998 წელს, ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ დაარსდა სამრევლო და მასთან ერთად წმიდა ინოკენტის სახელობის აკადემია. საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს აქაური სამრევლოს წევრები, ისინი მოდიან ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან და როგორც პირველქრისტიანული თემები, ერთად ცხოვრობენ. ძირითადი სამრევლო ახალგაზრდებისგან შედგება, რომლებმაც სულის ცხონებისთვის აირჩიეს დამკვიდრებულიყვნენ კუნძულზე. ყოველივე ზემოთქმულის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელია როგორც აქ, სიყვარულით ეძახიან ,,მამაპაისი. რომელიც თავის მეუღლე  ,,მატუშკამარიასთან ერთად ნამდვილ დედ-მამობას უწევენ აქ ჩამოსულ ახალგაზრდებს. საოცრად მზრუნველი, მოამაგე და მოსიყვარულე ოჯახია. ძალ-ღონეს არ იშურებენ თითოეული მადგანის უკეთესი ცხოვრებისათვის, რაშიც თავად დავრწმუნდი, რა მზრუნველობით გადაიხადეს მათი ,,შვილობილებისქორწილი.

  2015 წელს, მათ სურვილი გამოთქვეს ბულგარეთის იურისდიქციიდან გამოყოფის შემდეგ გამხდარიყვნენ საქართველოს ეკლესიის წევრები. წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სამრევლო ოფიციალურად იქნა მიღებული საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში.

 _ რატომ აირჩიეს მათ საქართველო და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ეკლესია?

 _ ,,მამაპაისის და მთლიანად სამრევლოს, ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ საქართველოსთან. თითოეული მათგანი რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში. იცნობენ ქართულ კულტურას, უყვართ საქართველო და ყველაფერს სწავლობენ მის შესახებ

ამიტომ, როცა მათ დაუდგათ საჭიროება იურისდიქციის არჩევისა მათ მიმართეს, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუბე საბას (ინწკირველი) და მისი ლოცვა კურთხევით და ღვაწლით მოხდა მათი ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა.

იმდენად უქვართ საქართველო და ქართული კულტურა, მთხოვეს, მათთვის ქართული ენა მესწავლებინა და ვატარებ ქართულის გაკვეთილებს.

 _ ახლა უშუალოდ ქორწილის შესახებ მოგვიყევით...

 _ გაბრიელის და ტაბითას ქორწილი 3 სექტემბერს ჩატარდა. გაბრიელი ევროპელია, ჰოლანდიიდანა და ის რამდენიმე წელია აკადეემის წევრია, ხოლო ტაბითა კალიფორნიის  შტატიდანაა. მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიელების მიერ შექმნილი ეს უკვე მეთხუთმეტე ოჯახია, რომელიც აქ კუნძულზე ცხოვრობს და ყოველ მათგანს 4-5 შვილი ჰყავს. როცა რომელიმე წყვილი ,,მამაპაისს გაუმხელს ერთმანეთისადმი გრძნობებს, მათ ეძლევათ უფლება, ერთად აკეთონ საქმე, იყვნენ სულიერი მეგობრები კიდევ უფრო მეტად, ყოველგვარი ხორციელიდან შორს, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ისინი ქორწინდებიან. მათი ასეთი დამოკიდებულება კი იძლევა ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას, რაც მტკიცე ოჯახის საწინდარი და საფუძველია. ამის შედეგია მათი მრავალშვილიანობაც.

 ასე იყო გაბრიელის და ტაბითას შემთხვევაშიც. საოცარი განცდა იყო საქორწინო სამზადისი, როგორც საკუთარი დის და ძმის ქორწილს, ასე უყურებდნენ და ირჯებოდნენ აკადემიელები. მოამზადეს სპექტაკლი, შესრულდა მრავალი სიმღერა, მათ შორის ქართულიც მრავლად იყოუკრავდა ბენდი მათივე მონაწილეობით. მოკლედ ნამდვილი დღესასწაული იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქორწილში ალკოჰოლიანი სასმელების გარეშე ჩაიარა.

 

_ ჯვრისწერის საიდუმლო ქართულად შესრულდა?

 _ გაბრიელის მამა, მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ამსტერდამის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური მამა იოსებია. რა თქმა უნდა, ჯვრისწერის საიდუმლო, რადგან საქართველოს  ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ აღესრულა, ძირითადად, ქართულის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ერთობლივად ვმსახურებით მე და მამა იოსები.

_ უახლესი გეგმები რა გაქვთ, მამაო, ალბათ, არც ისე იოლია კუნძულზე ცხოვრება და მით უფრო ალასკის კლიმატი?

_ რა თქმა უნდა, იოლი არსად არაა ცხოვრება, მით უფრო სამშობლოდან და ოჯახიდან შორს. მაგრამ თუ ცხოვრებით ვიქნებით ქრისტესთან, მაშინ ყველგან და ყველაფერი იოლია, თუ არადა მის გარეშე ყველგან ძნელია და ყველაფერი არაფერია. უახლოესი გეგმებია ვასწავლო მათ ქართული და თავად უკეთესად ვისწავლო ინგლისური. ამჟამად წირვას ძირითადად ქართულად და გარკვეულ ნაწილს ინგლისურად ვატარებგზადაგზა კიდევ მეტი და მეტადაა საჭირო საკუთარ თავზე შრომა.

რაც შეეხება კლიმატს, აქ, ძირითადად, წელიწადის ორი დროა ზაფხული და ზამთარი, უკვე საკმაოდ აცივდა, წვიმს და ნისლია. ჰაერი და ბუნება ძალიან წააგავს ჩვენი ბახმაროს კლიმატს, ნაძვნარითა და ნისლით. რადგან კუნძული კონტინენტიდან უფრო სამხრეთითაა, აქ შედარებით დაბალია ტემპერატურა და უფრო თბილა, ვიდრე თავად კონტინენტზე.

_ მამაო, წარმატებებს, საინტერესო და შედეგიან მსახურებას გისურვებთ.

 _ მადლობა. წარმატებებს ვუსურვებ "გურია ნიუსს" და მთელ მის გუნდს, არასდროს მოგკლებოდეთ მკითხველი და თქვენი საქმის დამფასებელი ადამიანები.

 

gurianews.ge

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30