ინტერვიუ

«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

NSP.GE

ძველი თბილისის პროკურატურაში თითქმის 5 წელია, ტაბახმელას მიწების უკანონო გასხვისებაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ის, ვინც ტაბახმელელებს მიწა ხელიდან უკანონოდ წაჰგლიჯა, გარდაბნის რაიონის ყოფილი გამგებელი და ყოფილი პარლამენტარი თემურ ფეიქრიშვილია. როგორც ამბობენ, ის წილს ჯერ მიშას უხდიდა და როცა «ოცნებაში» გადაბარგდა, ახალ პოლიტიკურ მფარველს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად ძიძიგურს მიაშურა. ამით მან სიმდიდრეც შეინარჩუნა და ადგილიც, სანაცვლოდ ფეიქრიშვილმა ძიძიგურს თურმე ტაბახმელაში სასახლეც აუშენა, ამიტომ გამომძიებლები და პროკურორები საქმეს კი არ იძიებენ, არამედ გამოსავალს ეძებენ, თემურ ფეიქრიშვილის ბრალდების დამამტკიცებელი გარემოებები გააქრონ.

27 წელია, რაც საქართველოში ყველას თვალში ეჩხირება ზვიად ძიძიგურის სახელი, იქნებ ვიღაცამ არც იცის, რომ მან პოლიტიკურად ფეხი «მხედრიონში» აიდგა, მერე კი სამტრედიის რკინიგზის რელსებზე კოტრიალით ჯერ დეპუტატობას გამოჰკრა ხელი, შემდეგ იპრეფექტა, ვითომ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, მაგრამ ანტიკონსტიტუციური გადატრიალება ისე მოხდა, რომ ძიძიგურსა და ძიძიგურისნაირებს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის დასაცავად არაფერი გაუკეთებიათ. შევარდნაძის მმართველობის დროს მას ბევრად უარესებმა გაუსწრეს, სად ჰქონდა ისეთი «კუნთები», რომ ახლად გამოჩეკილ პარტიულ თუ სამეურნეო ფუნქციონერებთან ეჭიდავა. ასე რომ, მის ფაფხურს შევარდნაძის ხანაში გასაქანი არ მიეცა. როგორც კი გაფართხალდა, მაშინვე კისერი მოუგრიხეს და ციხეში უკრეს თავი. ციხეში თუ «ეროვნულის» სახელით შევიდა, იქიდან ჩამოყალიბებული კარიერისტი გამოვიდა, მისი დაუოკებელი სურვილი იყო, როგორმე პერსპექტიული მუქთახორა გამხდარიყო.

ახლა ვნახოთ ფეიქრიშვილი. 21-ე საუკუნის ახალი ფეოდალები სოფლის მოსახლეობას უკანასკნელ სარჩო-საბადებელს უსპობენ, მამაპაპეულ მიწებს სტაცებენ და ამას რეფორმის სახელით აკეთებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება «ნაცმოძრაობის» ერთ-ერთი ყოფილი სახე, გარდაბნის გამგებელი თემურ ფეიქრიშვილი. თემურმა და მისმა მოადგილეებმა - მიწის განაწილების კომისიის ხელმძღვანელმა გია იაშაღაშვილმა და მიწათმომწყობმა გიორგი მაღრაძემ ჭამეს და ჭამეს გარდაბნის რაიონი. მე შენ გეტყვი და ვერ შეჭამდნენ. როცა მისი მამა-მარჩენალი სააკაშვილი წავიდა, წავკისელმა თემურ ფეიქრიშვილმა კარგად იცოდა, ვისთან უნდა მისულიყო და რკინიგზის ლიანდაგზე გადამხტარ-გადმომხტარ ზვიად ძიძიგურს მიადგა. როგორც ყვებიან, შეახსენა 2002-2003-2004 წლები და მისი პატრონყმური ურთიერთობა სააკაშვილთან, როგორ იშოვა 2004 წლებში დეპუტატის მანდატი. ჰოდა, უთხრა, როგორმე უნდა დამეხმაროო. «ნამხედრიონალმა» და «ეროვნულმა მოღვაწემ» ზვიად ძიძიგურმა «ნაცებიდან» «ოცნებაში» გადამხტარ თემურ ფეიქრიშვილს პირდაპირ უთხრა, მაგას ფული უნდაო... ეხ, მარტო ფული კი არა, ლიანდაგებს შორის აღმოცენებულმა პოლიტიკურმა სარეველამ ფეიქრიშვილისგან ფულთან ერთად ისეთი სრა-სასახლე მიიღო, რომელიც ძიძიგურების მოდგმას აქამდე ფიქრადაც არ გაუვლია... თუ არ გჯერათ, წადით და ჰკითხეთ ტაბახმელელებს, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ შოთაძის პროკურატურა თემურ ფეიქრიშვილის საქმეზე თვალს ხუჭავს.

ძველი თბილისის პროკურატურაში ამ საქმის გამომძიებელს მერი მილველაშვილს ტელეფონით დავუკავშირდი და კომენტარი ვთხოვე, ელდა ეცა, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვსო. როცა ძველი თბილისის პროკურატურისგან ვერაფერი შევიტყვე, მთავარი პროკურატურის პრესცენტრთან ვცადე დაკავშირება, თუმცა ამაოდ, შემდეგ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ნადარეიშვილსაც დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ბოლოს სმს-ებიც გავუგზავნე, მაგრამ არც მერე მიპასუხა. მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შემთხვევით პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს გადავეყარე და ვუთხარი, იქნებ რეპრესირებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროთ-მეთქი. მომაძახა, საქმეზე გავრბივარ, პარლამენტში წადით და ჩემს თანაშემწე ლევან ჟორჟოლიანს უამბეთ, მე კი აუცილებლად დავინტერესდებიო... ფარსი და კიდევ ერთხელ ფარსი! თუ დააკვირდებით, სულ გარბიან და გამორბიან, ეტყობა, ასე «ვარჯიშობენ», რადგან როცა გაქცევის დღე დაუდგებათ, ისეთი სიჩქარით უნდა «მოხიონ», მდევარმა ხელი ვეღარ სტაცოს. არ დამეზარა, ამ ფარსისთვის ბოლომდე ამეხადა ფარადა და ავდექი და ჟორჟოლიანთან მივედი. ახალგაზრდა კაცი გაკვირვებული მისმენდა, წასვლისას მომაძახა: დაწვრილებით მოვახსენებ მამუკა მდინარაძესო. პასუხი კი დღემდე არ მიმიღია, ბოლოს სმს მივწერე, რეპრესირებულთა და დაზარალებულთა მთელი არმია მდინარაძეებს გრილ კაბინეტებთან მოგადგებათ-მეთქი!.. ასე «ვერთობი».

ერთი სიტყვით, წავკისელი «ფეოდალის» საქმე არც მდინარაძეს, არც ძველი თბილისის და აღარც მთავარ პროკურატურას არ აინტერესებს, მაგრამ «ალია» დაინტერესდა ამ სკანდალური თემით და თემურ ფეიქრიშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო თემურ, ტაბახმელას მაცხოვრებლები ტარიელ კარაპეტიანი, დავით აზარიშვილი, მერაბ ოქრუაშვილი და სხვები გიჩივიან, რომ მათი კუთვნილი მიწები უკანონოდ გაგისხვისებიათ, საქმეს ძველი თბილისის პროკურატურა იძიებს, თქვენ დაკითხვაზე თუ დაგიბარეს?

 - მე მიწები არავისთვის წამირთმევია, როცა მიწის რეფორმა იყო, მაშინ განაწილდა კანონიერად, მე რა შუაში ვარ, პროკურატურაში მე კი არა, ჩემი მოადგილე გია იაშაღაშვილი დაიბარეს, ის იყო მაშინ მიწის განაწილების კომისიის თავმჯდომარე, დაუკავშირდით მას და პასუხს ის გაგცემთ.

- ტაბახმელას მაცხოვრებლები პირადად თქვენ გიჩივიან, ე.წ. მიწის რეფორმა მხოლოდ ერთი კაცის სასარგებლოდ ჩატარდა და ყველა დანარჩენის საწინააღმდეგოდ?

- ვიმეორებ, მიწები კანონიერად განაწილდა, ძველი თბილისის პროკურატურაში ჩემი მოადგილე დაკითხეს და არა მე...

- თქვენს მოადგილეს აუცილებლად დავუკავშირდები, მაგრამ დაზარალებულები ამბობენ, რომ თქვენს გარეშე ერთი გოჯი მიწა არ გაუციათ წავკისსა და ტაბახმელაში, ახლა რა გამოდის, ბრალდება გადაამისამართეთ?

- თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ მე ვაგო პასუხი? რასაც გეუბნებით, ის დაწერეთ, ტყუილი არ დაწეროთ!

- ფაქტი სახეზეა, მომჩივანთა მთელი ლაშქარია, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ, ანუ თქვენ გადანაშაულებენ, თქვენ კი არ გინდათ ჭეშმარიტება დადგინდეს... რა არის ამაში ტყუილი?

- ჩამოვალთ მე და ჩემი მოადგილე გია იაშაღაშვილი და დაგელაპარაკებით, ყველა დოკუმენტი ხელთ გვაქვს.

   

მოკლედ, ფეიქრიშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მასთან შეხვედრამ აზრი დაკარგა, თუმცა მაინც დავუკავშირდი მის ყოფილ მოადგილეს გია იაშაღაშვილს და ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე:

- ბატონო გია, ტაბახმელას მიწების განაწილების კომისიის თავმჯდომარე თქვენ იყავით, რატომ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები უკმაყოფილო კომისიის მუშაობით? თქვენი აზრით, კანონიერად განაწილდა მიწები?

- რა თქმა უნდა, მიწები კანონიერად განაწილდა, რას ჩივიან ეს ადამიანები, დიდი ხნით იყვნენ ქვეყნიდან წასულები და მერე გაახსენდათ, რომ მიწები ჰქონდათ? ყველა საბუთს გარდაბნის ყოფილი გამგებელი თემურ ფეიქრიშვილი ამოწმებდა.

- ანუ ხელს ფეიქრიშვილი აწერდა?

- დიახ, თემურ ფეიქრიშვილი აწერდა.

 

ვააა, აი, ამაზეა ნათქვამი, «ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო». ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყნის დამაქცევრები როგორც კი კედელთან მომწყვდეული აღმოჩნდებიან, უფრო და უფრო ეკარგებათ გამბედაობა, ოღონდ თავი დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან და უსირცხვილოდ თითს ერთმანეთისკენ იშვერენ, ხოლო ისეთი პოლიტიკანები, როგორიც ძიძიგურია, ფეიქრიშვილისნაირებს «პოლიტიკურ ქოლგად» ეფარებიან, რადგან ვიცით, რომ ხელი ხელს ჰბანს და ორთავე კი - პირს. ეს რომ ასეა, ამაში ღრმად მაშინ დარწმუნდებით, როცა დაზარალებულ ტარიელ კარაპეტიანის, დავით აზარიაშვილისა და მერაბ ოქრუაშვილის ადვოკატთან, ყოფილ პროკურორთან ზაქარია თვალიაშვილთან საუბარს წაიკითხავთ:

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ტარიელ კარაპეტიანის მამამ და ზაქარია კარაპეტიანმა ჯერ კიდევ 1998 წელს მიწის რეფორმის კომისიის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. როცა ზაქარია კარაპეტიანის შვილმა სამკვიდრო მოწმობის შემდეგ მოიძია მამის სახელზე რიცხული უძრავი ქონება და მიმართა გარდაბნის რაიონულ არქივს, მამამისის სახელზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ ირიცხებოდა. აღმოჩნდა, რომ 1998 წლის 15 სექტემბრის #288 მიღება-ჩაბარების აქტით, რომელზეც ფიქსირდება მაშინდელი სოფელ ტაბახმელის საკრებულოს გამგებლის თემურ ფეიქრიშვილის, მიწის განაწილების კომისიის თავმჯდომარის გია იაშაღაშვილის და კომისიის წევრების გოგოლიძისა და მაღრაძის ხელმოწერები, ზაქარია კარაპეტიანის ერთ-ერთი კუთვნილი მიწის ნაკვეთები მოქალაქე ვიქტორია გუჯეჯიანზე იყო გასხვისებული, რომელიც საერთოდ არ არის ტაბახმელაში მცხოვრები. გუჯეჯიანმა კი ეს მიწის ნაკვეთი სხვაზე გაასხვისა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ტარიელ კარაპეტიანმა არაერთხელ მიმართა ტაბახმელას მაშინდელ გამგებელს თემურ ფეიქრიშვილს, მიწის განაწილების კომისიას თხოვნით, მაგრამ მათთან მისულ ტარიელ კარაპეტიანის დედას კომისიის თავმჯდომარემ გია იაშაღაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ურცხვად განუცხადა, რომ მიწის ნაკვეთს მათ დაუბრუნებდა, ამ დროს ჩემთვის ცნობილია, რომ გუჯეჯიანმა ერთ-ერთ ჩვენებაში აღიარა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებული თანხა გადასცა ფეიქრიშვილს.

ამდენად, თემურ ფეიქრიშვილმა ამ დამნაშავე ჯგუფთან ერთად სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, თაღლითური გზით სხვისი უძრავი ქონება გაასხვისა და თანხა მიითვისა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა ტარიელ კარაპეტიანს და მის ოჯახს. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს მერაბ ოქრუაშვილთან დაკავშირებით, მისი ნაკვეთიც გასხვისებული აღმოჩნდა სხვა მოქალაქეზე, როცა მას კანონით გადაეცა მიწის ნაკვეთი და მოინდომა საკუთრებაში მისი აღრიცხვა, ბოლოს სხვისი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ როდის მივმართე მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას თემურ ფეიქრიშვილისა და იმ დამნაშავე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხზე და დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მაგრამ მაშინ თემურ ფეიქრიშვილიც პარლამენტარი იყო და მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. არადა, იქაური მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი სქემით თემურ ფეიქრიშვილს 15 მილიონი დოლარის ღირებულების მიწები აქვს თურმე მითვისებული. მისი ხელმძღვანელობით მიწის ფართობებს ანაწილებდნენ სხვადასხვა ადამიანებზე, იყენებდნენ მათ საპასპორტო მონაცემებს, ზოგიერთმა არც კი იცოდა მიწის ნაკვეთი რომ ჰქონდა, როცა კი მივიდოდნენ, მცირე თანხას აძლევდნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ, მერე თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებზე ასხვისებდნენ.

მაგალითად, ტარიელ კარაპეტიანის საქმიდან ორი გამომძიებლის ჩამოცილება მოვითხოვე, რადგან ისინი დაინტერესებული პირები იყვნენ. გამომძიებელმა პაატა ხაინდრავამ ტაბახმელის პოლიციის განყოფილებაში დამიბარა, წავიდეს კარაპეტიანი, განცხადება დაწეროს, თითქოს მისი ბრალია თანხის უქონლობის გამო, აქამდე რომ არ გაიფორმა ნაკვეთიო. მე ვუპასუხე, ეს კანონის დარღვევაა, რას ნიშნავს ფული არ ჰქონდა და ვერ გაიფორმა, ეს თაღლითობაა და სახელმწიფოს ატყუებთ-თქო. რატომ ერევა გამომძიებელი ასეთ საკითხებში, როცა მიღება-ჩაბარების აქტში გარკვევით წერია, რისი მფლობელია ტარიელ კარაპეტიანი. ის ძალიან გაჭირვებული ოჯახიდანაა, მამამისი ზაქარია კარაპეტიანი ამაზე ნერვიულობას გადაყვა. ნაკვეთი გაყიდა თემურ ფეიქრიშვილმა, ხომ შეიძლება შესაბამისი თანხა გადაუხადონ ოჯახს, ტარიელ კარაპეტიანი ამაზეც თანახმაა, მაგრამ ფეიქრიშვილი რისი გადამხდელია. ეს სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და არ უნდა შეწყდეს. გამომძიებლები ფეიქრიშვილს მფარველობენ, ყველას ერთად კი დღეს ზვიად ძიძიგური მფარველობს. აქ დანაშაულის მთელი ჯაჭვია. სისხლის სამართლის საქმე ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით არის დაწყებული. როდესაც გამომძიებელს პაატა გაგნიძეს ვკითხე, თქვენ რომელი დოკუმენტის ირგვლივ მუშაობთ-მეთქი, არცერთი დოკუმენტი ყალბი არ არისო. აბა, რას იძიებთ-მეთქი? ამაზე პასუხი ვერ გამცა. გამოძიებამ მიწის განაწილების ოქმიც და სიაც გააქრო, გარდაბნის რაიონის არქივში ვეძებთ და საჯარო რეესტრშიც, მაგრამ ამაოდ, გადამალეს.

- ბატონო ზაქარია, ამბობენ ტაბახმელაში თემურ ფეიქრიშვილმა ზვიად ძიძიგურს სასახლე აუშენაო, მართალია?

- ასე ლაპარაკობს მთელი ტაბახმელა, პროკურატურა მეუბნება ეს საქმე უკვე ხანდაზმულიაო, მათი მხრიდან აშკარად ჩანს მიკერძოება და დაინტერესება, ისიც არ იციან, რომ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფაქტზე, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება, პროკურატურა ცდილობს, ეს საქმე როგორმე შეწყვიტოს, მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ «ალიაში» გამოქვეყნებული ამ სტატიის შემდეგ ამ საქმეს თავად ძიძიგური გასცემს სათანადო პასუხს, ასეთი კაცი რისთვის უნდათ პარტიაში, ან რაში სჭირდებათ ამდენი გაუბედურებული ხალხის დაწყევლილი მიწები და სრა-სასახლეები?!.

 

 

 

alia.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10