ინტერნეტ დაიჯესტი

სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ყ. და გ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში, ადლიის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ყ. გ.ა.-სთან და თ. ქ.-სთან ერთად თავს დაესხა შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, აღნიშნული პირები იმავე ავტომანქანით  ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის კუთვნილ 148,546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა  გ.ა. ქ.ფოთში, ხოლო ს.ყ. ქ.ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. რაც შეეხება თ.ქ.-ს, იგი 21 იანვარს  ქ. ბათუმში იქნა დაკავებული. ს.ყ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო თ.ქ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ა.-ს და თ.ქ.-ს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო ს.ყ.-ს 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.90.92.204