ინტერვიუ

"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?

გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომან რურუა, აფხაზეთში იმყოფებოდა. რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ამაზე კომენტარი თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ვთხოვეთ:

- ამ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან, სპორტის იქაური წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, ვთხოვე ჩემთან ჩამოსულიყვნენ, მართლაც ჩამოვიდნენ, აქ შეჯიბრსაც დაესწრნენ, მერე მთხოვეს მეც ჩავსულიყავი მათთან. ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან. ძალიან მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდნენ აფხაზები. გამიხარდა, რომ ძალიან თბილად მიმიღეს. ჩვენ პოლიტიკაზე ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ ეს თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ. წყენაზეც ვილაპარაკეთ და სიხარულზეც. მათი საუბრიდან გამომდინარე, დავრწმუნდი,

რომ 90-იანი წლების კონფლიქტში, არაფერ შუაში არიან აფხაზები, ეს კონფლიქტი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან

ქართველებთან შერიგებაზე თუ  ისაუბრეთ?


- ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და იქ ერთმა ჩემმა მასპინძელმა ისიც თქვა, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო... მეტი რაღა უნდა ეთქვათ?! ძალიან ნაწყენები არიან, ბევრი საშინელება ჩავიდინეთ ჩვენც და იმათაც... იყო ბევრი უკეთურობა, ამ ყველაფრის დავიწყება ძნელია... ახლა კი რუსეთითაც უკმაყოფილოები არიან.
 

- თუ ნანობენ რამეს?


- როდესაც ომი დაიწყო, ისინი იძულებული იყვნენ თავი დაეცვათ. მერე ზოგმა ქართველების მიმართ სიკეთეც გამოიჩინა და პირიქით ქართველებმაც გმირობა გამოიჩინეს აფხაზების 

მიმართ. ომი იყო და რომ აირევა ყველაფერი, რთულია გაკონტროლებარაც შეეხება იმას ნანობენ თუ არა, ამაზე არ გვილაპარაკია. ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს, სოხუმში ძირითადად ისევ ისეა ყველაფერი, როგორც 90-იანებში დავტოვეთ, სამწუხაროდ, ისეთივე დანგრეულია ქალაქი. არ ვიცი იქაური უშიშროება მაკონტროლებდა თუ არა, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ჩემს გარშემო იყვნენ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები. მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. "ბოევიკებს" რომ ეძახდნენ, მაგათაც შევხვდი... არ იყო მათთან შეხვედრა ადვილი.

მაგრამ იქ იმისთვის კი არ ჩავსულვარ მათთვის საყვედურები მეთქვა. მოხდა ეს უბედურება და დღეს ეს ყველაფერი, ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთდღეს უკვე შეიძლება მათთან ლაპარაკი, მაგრამ დღეს, რომ ამ მხრივ ნაბიჯიც არაა გადადგმული, რუსების "დამსახურებაა", ისინი აკეთებენ ყველაფერს ჩვენი დაახლოება რომ არ მოხდეს, თუმცა ვერც რუსების გინებით მივაღწევთ რამეს, ჩემი აზრით, მათ გარეშე იქ არაფერი გამოვა...

 

 

kvirispalitra.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189